საიდუმლო ლოცვები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საიდუმლო ლოცვები... |
lch |
May 11 2009, 02:35 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში მღდელი კითხულობს სხვადასხვა ე.წ. საიდუმლო ლოცვებს...
მე როგორც ვიცი პირველ საუკუნეებში (დევნის დროს) ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილას (კატაკომბები და ა.შ) და საიდუმლოდ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ. მე მაინტერესებს როდიდან დადგინდა კონდაკიდან (საღვთისმსახურო წიგნი) ზოგიერთი ლოცვის მრევლისათვის გასაიდუმლება და რამ გამოიწვია ეს?... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
lch |
May 14 2009, 01:13 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
მხევალი ნინო
ეგ გასაგებია, ზიარების საიდუმლოება და სხვა საეკლესიო საიდუმლოებები (მგონი სულ 7-ია), ვიცით რომ საიდუმლოა როგორც ასეთი... მაგრამ მე სხვა რამეზე მაქვს აქცენტი: ციტატა სხვათა შორის, რამოდენიმე წლის უკან, ჩემმა მოძღვარმა ტაძარში სიჩუმის შენარჩუნების მიზნით, საიდუმლო ლოცვის ხმამაღლა წაიკიტხვა დაიწყო საიდუმლო ლოცვები მარტო ლიტურგიაზე კი არა, არამედ მგონი ყოველ ჟამნზე იკითხება (მწუხრი, ცისკარი და ა.შ.) და გავიმეორებ რომ ეს ლოცვები პირველ საუკუნეებში მრევლისთვის არ იყო დაფარული (გასაიდუმლოებული)... ამიტომ მე მაინტერესებს, როდიდან გახდა ეს ლოცვები საიდუმლო და დღეს ამ ლოცვებს მღვდლები რატომ კითხულობენ მრევლისაგან გასაიდუმლოებბულად (კითხულობენ საკურთხეველში, ზოგი ჩურჩულით, ზოგიც საერთოდ უხმოდ [თვალით])?... რა არის ამის მიზეზი?.... (ამ კითხვას ქვევით, "შეკითხვა მოძღვარს" -ში დავსვავდი, მაგრამ სამწუხაროდ მოძღვრები ამ ფორუმს აღარ სწყალობენ [მიხვდნენ ალბათ ტენდენციებს] და ამიტომ აქ ვკითხულობ, ვინმე კომპეტენტურმა და განათლებულმა [ბევრს აქვს პრეტენზია] უპასუხოს ამ შეკითხვას...) -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th May 2024 - 12:56 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი