IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საიდუმლო ლოცვები...
lch
პოსტი May 11 2009, 02:35 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 616
რეგისტრ.: 10-May 08
წევრი № 4,780



ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში მღდელი კითხულობს სხვადასხვა ე.წ. საიდუმლო ლოცვებს...
მე როგორც ვიცი პირველ საუკუნეებში (დევნის დროს) ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილას (კატაკომბები და ა.შ) და საიდუმლოდ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ.
მე მაინტერესებს როდიდან დადგინდა კონდაკიდან (საღვთისმსახურო წიგნი) ზოგიერთი ლოცვის მრევლისათვის გასაიდუმლება და რამ გამოიწვია ეს?...


--------------------
"განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
afxazi
პოსტი May 14 2009, 08:08 PM
პოსტი #2


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



lch
ციტატა
მრევლისთვის არ იყო დაფარული (გასაიდუმლოებული)...

ამ ლოცვებს საიდუმლო, ისევე როგორც შვიდ საეკლესიო საიდუმლოს, საიდუმლო ეწოდება არა იმ გაგებით რომ მრევლისგან საიდუმლოდ, გასაიდუმლოებულად ტარდება ან იკითხება ისინი, არამედ იმიტომ რომ ეს მღვდელმოქმედებანი უდიდესი და უაღმატებულესი ქმედების აღმსრულებლები არიან. ზიარებას საიდუმლო ეწოდება იმიტომ რომ ზიარების დროს საიდუმლოდ, დაფარულად, ჩვენთვის არახილულად პური და ღვინო მაცხოვრის სისხლად და ხორცად იქცევა, ისევე როგორც ნათლისღების ჟამს, პიროვნებაზე ნათელი გადმოდის რომელიც უხილავად მოქმედებს და ცოდვებს აღხოცს მონათლულისგან. ეს შინაგანი ქმედებანი საიდუმლოა ჩვენი გარეგანი მზერისათვის.

მსგავსადვე ამისა ლოცვები, რომელსაც ღვთისმსახური კითხულობს ლიტურღიის ჟამს, ამ ლოცვებს საიდუმლო მისი შინაგანი ქმედების გამო ეწოდებათ, თორემ შესაძლოა ხმამაღლაც იქნეს ეს ლოცვა წაკითხული სასულიერო პირის მიერ და სხვამ გაიგონოს კიდეც. ამაზე არაა აქ საუბარი, საუბარია მის შინაგან ძალაზე.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th June 2024 - 10:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი