![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
mr_morrison |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 376 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 164 ![]() |
ჩემი აზრით ქურდული სამყარო არის ეშმაკის რელიგია რომელშიც განსაკუტრებით ჩვენი თაობა და ჩვენს შემდეგ მომავალი თაობა არის ჩაფლული. ქურდული კანონები პირდაპირ უპირისპირდება მართლმადიდებლობას. სკოლებში განსაკუთრებით სარგებლობენ ამ კონონებით. ეს ძალიან სამწუხარო და სერიოზული ფაქტია. საინტერესოა როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ საშინელ სენს. მაგ”ალითად მეც მყავს ისეთი მეგობრები რომლებიც ”კაი ბოჭობაზე” პრეტენზია არ აქვთ, თუმცა როდესაც საქმე-საქმეზე მიდგება მშვენივრად ხელმძღვანელობენ ქურდული კანონებით. ჩვენ რა უნდა ვქნათ ვისაც შეგნებულად გვესმის ქურდული სამყაროს არსი?
-------------------- მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
|
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
შეხვეწილი
ციტატა ბავშვი ხედავს, რომ ქურდი კარგად ცხოვრობს, ბევრი ფული აქვს, მაგარი სასახლე, დროსტარება და განცხრომა. ხოდა იმას არ უნდა დედამისივით ბაზარში იჯდეს და მწვანილებს ყიდდეს ან მამისივით ორ კაპიკზე მუშაობდეს. ერთხელ ალენ დელონის ინტერვიუში წავიკითხე და ძალიან გამიკვირდა. აკრძალვას არ იტხოვდა, მაგრამ ამბობდა, რომ მაფიოზებზე ფილმები რყვნის თაობას, ბავშვები უყურებენ როგორ მდიდრულად და უშფოთველად ცხოვრობენ კაცისმკვლელები, როგორ დადიან ლიმუზინებით და იცლიან ტანსაცმელს, ამის შემდეგ ცხადია ბევშვებს აღარ მოუნდებათ სწავლა და რაიმესთვის შრომის და ენერგიის დახარჯვა, როცა უსწავლელი და კაცისმკვლელი ასე კარგად ცხოვრობსო. ამ ინტერვიუში იმანაც გამაკვირვა, რომ ალენ დელონი ამბობდა არასწორედ ვზრდით ბავშვებს. ჩემს შვილებს მათი კლასელის დედები ან მათი მასწავლებლები თხოვენ მიმართონ სახელით და არა ქალბატონოთი ან სხვა ფორმით. ამბობდა ამით ბავშვებს უფროსის პატივისცემას ვაკარგვინებთ და მერე რაღა გვიკვირსო. ანუ ჩვენთან თუ ქურდია იმაათთან მაფიოზი. პრობლემა ერთია. სხვათა შოის კარგი ჰქნა ეს ჩვენმა მტავრობამ ასე, რომ დააკნინა ქურდის ინსტიტუტი. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი