![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
lch |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 ![]() |
ღვთისმსახურების გარკვეულ მონაკვეთებში მღდელი კითხულობს სხვადასხვა ე.წ. საიდუმლო ლოცვებს...
მე როგორც ვიცი პირველ საუკუნეებში (დევნის დროს) ქრისტიანები საიდუმლოდ იკრიბებოდნენ სხვადასხვა ადგილას (კატაკომბები და ა.შ) და საიდუმლოდ აღასრულებდნენ ღვთისმსახურებას, ამ დროს არცერთი ლოცვა არ იყო მრევლისთვის გასაიდუმლოებული; მხოლოდ თვით ღვთისმსახურება იყო საიდუმლო წარმართებისგან და სხვ. მე მაინტერესებს როდიდან დადგინდა კონდაკიდან (საღვთისმსახურო წიგნი) ზოგიერთი ლოცვის მრევლისათვის გასაიდუმლება და რამ გამოიწვია ეს?... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა დღეს ამ ლოცვებს მღვდლები რატომ კითხულობენ მრევლისაგან გასაიდუმლოებბულად (კითხულობენ საკურთხეველში, ზოგი ჩურჩულით, ზოგიც საერთოდ უხმოდ [თვალით])?... პასუხი გასცა აფხაზმა საკმაოდ ნათლად, მე მხოლოდ ზოგი დაკვირვებით შემოვიფარგლები, თუმცა უნდა ვიცოდეთ რომ ეს ძალიან ღრმა და მთლიანად შესასწავლი თემააა, მაშ ასე, სიტყვა საიდუმლო განეკუთვნება ისეთ რამეს, რომელიც არის " μυστικος " ანუ დაფარული, რაც მიანიშნებს არა იმაზე, რომ რაღაც ისეთი რამ იკითხება რაც დაფარულია (ყველა მათგანი მაქვს წაკითხული და ბევრი ზეპირადაც მახსოვდა) არამედ გარეგნული ქმედებების უკან უხილავად აღსრულებული ქმედებაა საიდუმლო, დასკვნა ასეთია საიდუმლო ლოცვა ხმამაღლადაც რომ იკითხებოდეს საიდუმლო აღესრულება, რაც ნიშნავს იმას, რომ ლოცვა კი არაა რაიმე საიდუმლო და ეზოთერული, არამედ ის ქმედებაა თვალთაგან უხილავი და რწმენით მისაღები, რაც აღესრულება ამ ხილული ქმედებების უკან, რაც შეეხება ქრისტიანული ლიტურგიკის ნაწილს, რომ ზოგი ლოცვა იკითხება ჩუმად, ესაა შედეგი ლიტურგიკული ჰარმონიისა და განვითარებისა, რადგან მღვდელი ასრულებს იმ მღვდელმოქმედებას, რომლის აღსრულებაც მას ევალება, ამ შემთხვევაში ტიბიკონი არ განუკუთვნებს მრევლს თანამონაწილეობას, და მრევლის ყურადღება გადადის უფრორე საიდუმლოს შინაარსის გაგებაზე (რაზედაც ხდება აქცენტირება ე.წ. "საიდუმლო ლოცვების" დროს წაკითხული ან ნაგალობები ტექსტების დროს), ისე კი როგორც ახსენეს ხანდახან მღვდელი მაინც ხმამაღლა კითხულობს საიდუმლო ლოცვებს / გამონაკლისის სახით / რომ უბრალოდ ხალხი გააჩუმოს. მაშ ასე კონცეფცია ასეთია მიუხედავად იმისა, ხმამაღლა იკითხება თუ ხმადაბლა ან უხმოდ რაიმე ლოცვა, თუნდაც საიდუმლო, მაინც ნამდვილი მისტიკა არის ის რაც ხდება თვალთაგან და ყურთაგან დამალულად. შესაბამისად მისტიკის არსი მდგომარეობს არა რაიმე რაღაც უცნობ და საშიშ ქმედებაში, არამედ საიდუმლოში, რომელიც არის ქმედება, რომელიც თავის არსში ემსახურება , მხოლოდ ერთ რამეს ესაა ადამიანის განწმენდა და საბოლოო განღმრთობისათვის თანდათანობითი მზადდება, მაშინ გამოდის რომ ნამდვილი მისტიკა არის ცხონება, ღმერთის მისტიური ჭვრეტა და მარადიული ნეტარება. ამის შესახებ ყველას ვურჩევდი გამონახოს დრო და გულდასმით წაიკითხოს ეს არცთუისე დიდი ნაშრომი ქრისტიანული მისტიკის შესახებ: П. Минин МИСТИЦИЗМ И ЕГО ПРИРОДА http://www.krotov.info/libr_min/m/mazeyna/minin2.htm იხარეთ आनन्द (ჰინდიზე); კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი