IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> პირველი მოწოდება, მოქცევა წმ. წერილში და ჩვენს რეალობაში
KAIROS
პოსტი May 10 2009, 04:18 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეს ახალი თემა smile.gif


უსარგებლო კამათს სექტანტებთან მოდით ისევ წმ. წერილის სწავლებას მივყოთ ხელი.

ახლა მინდა ისეთ რამეზე ვისაუბროთ, რომელიც მშრალად არ იქნება წმ. წერილიდან, არამედ პარალელებს მოვნახავთ ჩვენს ცხოვრებაში, იმაში რაც ჩვენს ირგვლივ ხდება.

რადგანაც ყველა ადამიანი განსაკუთრებულია და ინდივიდია, ასევე ინდივიდუალურია და განუმეორებელი ის გზა, რომლითაც ადამიანი უფალთან მიდის, უფლის მოწოდებაც ასევე განსაკუთრებულია, რადგან უფლის ქმედებაც ამოდის ადამაინის ინდივიდიდან და ამის უამრავ მაგალითს ვნახავთ წმ. წერილში თუ პატერიკებში.

მოდი დავიწყოთ ამ საოცარი ფაქტებით:

დავიწყოთ ე.წ. მყისიერი მოქცევებით:

მოციქულები პეტრეს და მისი ძმა ანდრია ,ძმები იაკობი და იოანე და მოციქული და მახარებელი მათე:

მთ. 4,18-22

18. და როდესაც მიდიოდა იესო გალილეის ზღვის პირას, იხილა ორი ძმა: სიმონი, რომელსაც ეწოდა პეტრე, და ანდრია, მისი ძმა, ისროდნენ ბადეებს ზღვაში, რადგან იყვნენ მებადურები;

19. და უთხრა მათ: მოდით, შემომიდექით მე, და გაქცევთ თქვენ კაცთა მებადურებად.

20. ხოლო მათ მყისვე დატოვეს თავისი ბადეები და გაჰყვნენ მას.

21. როდესაც იქიდან წამოვიდა, იხილა სხვა ორი ძმა: იაკობ ზებედესი და იოანე, მისი ძმა, ნავში, ზებედესთან, მათს მამასთან ერთად, რომლებიც ბადეებს ამზადებდნენ, და უხმო მათ.

22. ხოლო მათ მყისვე დატოვეს ნავი და თავისი მამა და გაჰყვნენ მას.

*****************
მარკოზი 1: 14

14. და როდესაც გაიარა, იხილა ლევი ალფესი, მჯდომარე საზვერეში, და უთხრა მას: გამომყევი მე. და ადგა და გაჰყვა მას.

*****************

მაგრამ ყველა ასე უცებ არ მოქცეულა,

ზოგს უფალი ჯვარცმული უნდა ენახა რომ ეღიარებინა, მაგალითად გონიერ ავაზაკს და რომაელ ასისთავ ლონგინოზს,


ზოგს უფლის სასწაული მოაქცევდა 18. და აღ-რაჲ-ვიდა იესუ ნავსა, ევედრებოდა მას, რომელი-იგი იყო პირველ ეშმაკეული, რაჲთა მის თანა იყოს. 19. და არა უტევა იგი, არამედ ჰრქუა მას: წარვედ სახიდ შენდა თჳსთა შენთა თანა და უთხარ მათ, რაოდენი გიყო შენ უფალმან და შეგიწყალა. 20. და წარვიდა იგი და იწყო ქადაგებად ათქალაქსა მას, რაოდენი უყო მას იესუ; და ყოველთა უკჳრდა. და ასე ყოფილი ეშმაკეული მის ერთერთ პირველ მქადაგებლად იქცა.

ზოგს უფალი მრისხანე და მამხილებელი უნდა ენახა რომ მოქცეულიყო, მაგალითად მოციქული პავლე:

საქმე მოციქულთა თავი 9

1. ხოლო სავლე უფროჲსად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუჴდა მღდელთ მოძღუარსა მას 2. და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ. 3. და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო. 4. და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ. 5. მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი. 6. არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ. 7. და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას. 8. აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ. 9. და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა.


ზოგს უბრალოდ უფლის დანახვისას რაღაც შინაგანი ეხსნებოდა და უფლის მოწოდებაც კი არ ჭირდებოდა, არამედ თავისით იხსნებოდნენ, მაგალითად სისხლმდინარე დედაკაცი და მემრუშე ქალი, როცა უფალთან უხმოდ მივიდა, ტიროდა, ცრემლებით ფეხებს უსველებდა და თმებით უმშრალებდა, მერე კი მირონი სცხო, ისე რომ სიტყვაც არ უთქვამს:
36. ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.

37. და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი;

38. ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.

39. ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.

40. ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!

41. ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;

42. მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?

43. სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე.

44. მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.

45. შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს.

46. შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი.

47. ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.

48. ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი.

49. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?

50. მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!


ლუკა 7:37-50

*****

ბევრია ასეთი საოცარი ადგილები, იქნებ თქვენც თქვენი თქვათ smile.gif

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი May 15 2009, 04:35 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კარგი თემაა და აქაც ვიაქტიუროთ:

ახლა მინდა გავიხსენოთ ორი ბრმის ამბავი, დაუკვირდით რა ერთგულებაა, მიუხედავად იმისა ყველა აჩუმებდა, მაინც ეძახდნენ უფალს ( უფალი განზრახ არ პასუხობდა, რათა ბოლომდე გახსნილიყვნენ) და როცა მიიღეს კურნება, მარტო ფიზიკური კი არა, არამედ სულიერი თვალებიც აეხილათ, როგორც პავლეს ნათლობისას და მირიან მეფეს თხოთის მთაზე:

ორი ბრმის განკურნება იერიქოში
(მკ. 10, 46-52; ლკ. 18, 35-43.)
29. და როცა გამოვიდნენ ისინი იერიქოდან, გამოჰყვა მას მრავალი ხალხი.

30. და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, რომ იესო მოდიოდა, შეჰღაღადეს და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო;

31. ხოლო ხალხი რისხავდა მათ, რათა გაჩუმებულიყვნენ; მაგრამ ისინი უფრო მეტად ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, ძეო დავითისაო.

32. და შეჩერდა იესო, მოუხმო მათ და უთხრა: რა გინდათ, რომ გაგიკეთოთ თქვენ?

33. უთხრეს მას: უფალო, რომ აგვეხილოს ჩვენ თვალები.

34. და შეებრალა იესოს, შეეხო მათს თვალებს, და მაშინვე აეხილათ მათ თვალები, და გაჰყვნენ მას.


და ასეც დასკვნა" და შეებრალა იესოს, შეეხო მათს თვალებს, და მაშინვე აეხილათ მათ თვალები, და გაჰყვნენ მას."


მოწოდება სასწაულითაა, და სასწაული მოწოდების შესაბამისად ნაყოფიერია.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
KAIROS   პირველი მოწოდება   May 10 2009, 04:18 AM
staywhite   KAIROS ძალიან საინტერ...   May 10 2009, 04:36 AM
KAIROS   უი, არა მაგის აკრეფ...   May 10 2009, 04:41 AM
KAIROS   დღევანდელ წირვის ს...   May 10 2009, 05:06 PM
staywhite   მამის გარდაცვალებ...   May 10 2009, 05:12 PM
ქევანა   ძალიან საინტერესო...   May 11 2009, 12:20 AM
KAIROS   აუცილებლად, ეს თემ...   May 11 2009, 11:05 AM
ქევანა   მივაგენ.. მოციქულე...   May 11 2009, 01:04 PM
უჩა   მართლა საინტერესო ...   May 11 2009, 05:30 PM
llaasshhaa   ჰოო :)   May 11 2009, 11:04 PM
.ნინო   არ ვიცი რა ჩავთვალ...   May 11 2009, 11:15 PM
tamar84   "24. და მიერ აღდგა დ...   May 11 2009, 11:52 PM
ქრისტიანე   კარგი და სულისთვის...   May 12 2009, 03:18 AM
KAIROS   ქევან, კითხვები "...   May 12 2009, 04:04 AM
დათიკო   KAIROS ჩემი აზრით ამ თე...   May 12 2009, 05:06 AM
KAIROS   ნამდვილად მაგ ორის...   May 12 2009, 12:06 PM
XAFRAN   ოთხი წლის წინ, როცა ...   May 12 2009, 04:47 PM
KAIROS   კარგი თემაა და აქა...   May 15 2009, 04:35 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th May 2024 - 06:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი