![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...
მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს: 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი: 34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც: 14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ნეემია 6 : 14 14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
KAIROS
ციტატა ზოგჯერ ვიღაცეებს გგონიათ, რომ უცებ დაიბადა მოსე და ჰოპლა განთავისუფლდნენ, ან ასე უცებ მოვიდა აღმაშებელი და ა.შ. ამ თემას არ ეხება, მაგრამ ამაზე ხშირად მიფიქრია, ყველაზე არეულ, ყველაზე დაცემულ და განადგურებულ დროს, რატომ იბადებოდნენ ქვეყნის გადამრცენებლები ტქო, ვერ ვპოულობდი და ვერც ვპოულობ ახსნას, იქნებ კიდევ უფრო კონკრეტულად. KAIROS ციტატა მოსეს დედამ (სახელი არ ვიცით მშობლების) საოცარია, რომ მოესეს მშობლების სახელები არ ვიცით და ისინიც ცნობილები არ იყვნენ... საოცარია... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი