![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ეკატო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 ![]() |
ალბათ ყველამ იცის რომ თბილისშI არსებობს ისეთი მშვენიერი ადგილი, როგორიცაა მუზეუმი ღია ცის ქვეშ
![]() თუ ვინმემ არ იცით ამის შესახებ, ვეცდები პატარა ფოტოექსკურსია ჩაგიტაროთ ![]() რამოდენიმე დღის წინ მე, უჩა, გური და კიდევ ერთი ჩემი მეგობარი (ფორუმელი არ არის) ვესტუმრეთ მუზეუმს და უამრავი ფოტოები გადავიღეთ. გადავწყვიტე ამ ფოტოებისთვის ცალკე თემა გამეხსნა, თან ცოდაც მომეყოლა ![]() კარმიდამო სამეგრელოდან, აბაშIს რაიონი, სოფელი ორტოფო, ე.წ. საჯალაბო სახლი. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნა. ![]() ![]() უჩა ამ სახლის ეზოში (ჩანთა არ შეიმჩნიოთ ![]() ![]() ![]() ესეც ჩვენ ![]() ![]() გური პაპარაცობს ![]() ![]() მიწურიატაკიანი ოთახის ცენტრში განთავსებულია შუაცეცხლი კერით ![]() კედლების გასწვრივ მოწყობილი იყო გრძივი ტახტები, რომელზედაც ოჯახის წევრები იძინებდნენ ![]() ![]() ოდა სახლი, ლანჩხუთის რაიონი, სოფელი აცანა. XIX საუკუნის მეორე ნახევარი ![]() ოდა სახლი შედარებით ახალი წარმოშობისაა და ფართო გავრცელებას პოულოლობს XIX საუკუნის მეორე ნახევარში, მისი ძირითადი ტიპოლოგიური ნიშნებია: დანაწევრებული საცხოვრებელი ფართობი, შემდგარი სამ ან მეტი, უმეტესად კვადრატული ფორმის ორ რიგად განლაგებული ოთახებისაგან. აქვთ ფართო აივანი ფასადის მხარეს. სახლი დგას ბოძებზე ან ქვითკირის კედლებიან ცოკოლის სართულზე ![]() სახლი თბება ბუხრებით, რომლებიც ხშირად მცენარეული ორნამენტებით ფორმდება. აქვთ ასაკეცი ტიხრები, რომლებიც საშუალებას იძლევა საჭიროების შემთხვევაში გაერთიანდეს ორი ან სამი ოთახი ![]() ![]() სამეურნეო ნაგებობები ოდა სახლის ეზოში ![]() ![]() ![]() ოდა სახლი აბაშის რაიონში, სოფელი მარანი, XIX საუკუნის მეორე ნახევარი. სახლის მფლობელი ყოფილა მღვდელი მელაძე ![]() სახლი სამ ოთახიანია, საკუჭნაოთი და მცირე ზომის დერეფნით, სასტუმრო ოთახის ჭერი ხის ჩუქურთმით არის შემკული ესეც ამ სახლის ინტერიერი Eesec am saxlis interieri ![]() უჩას ეს ნაბადი ძალიან მოეწონა ![]() ![]() საძინებელი ![]() ამავე სახლის ავეჯი ![]() ![]() ![]() ![]() ამ ნივთს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს თურმე ძველად აქ ინახავდნენ მნიშვნელოვან საბუთებს (ოღOნდ დამავიწყდა ამას რა ქვია ![]() ![]() ![]() უჩა ამავე სახლის აივანზე ![]() ეს ფოტო ძალიან მომწონს, გურიმ გადაიღო ამ სახლის აივნიდან ![]() ხედი სახლის უკანა ეზოზე ![]() -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
![]() ![]() |
di_onise |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,377 რეგისტრ.: 4-May 07 წევრი № 1,836 ![]() |
zegardeli
მადლობა, გაიხარე ![]() ოღონდ თქვენობით ნუ მელაპარაკები ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 11:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი