IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გიორგი II, 1072-1089
afxazi
პოსტი May 12 2009, 01:09 PM
პოსტი #1


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ამ პიროვნებაზე საუბარი. უფრო სწორად საუბარი იმის შესახებ თუ რატომაა ასე ბუნდოვნად მოცული, ერთი შეხედვით შეიძლება არა მაგრამ მაინც, მისი სამეფო ტახტიდან გადაყენება, თუ საკუთარი ნებით გადადგომა და მისი მცირეწლოვანი შვილის, დავითის გამეფება. მართალია დავითი უძლიერესი მმართველი აღმოჩნდა მაგრამ წინასწარ ამის გაანგარიშება ლოგიკურად შეუძლებელი იყო და მაინც თითქოს ეს გადაწყვეტილება იმ პერიოდში, მცირეწლოვანი ყმაწვილის ტახტზე ასვლა (ეპოქის დახასიათებას არ შევუდგები, ყველამ კარგად ვიცით თუ რა ვითარება იყო) სარისკო ჩანს.

ივანე ჯავახიშვილი ტავის საეკლესიო ისტორიაში ასეთ რამეს ამბობს. "შინაურ უმწეო პოლიტიკურ მდგომარეობას, საქმეების ასეთს აწეწ-დაწეწას ზედ სტიქიური უბედურებაც დაერთო: 1088 წელს საქარტველოში კატასტროფული მიწისძვრა დაიწყო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ კატასტროფულმა მიწისძვრამ დიდძალი ციხე-ქალაქები და სოფლები იმსხვერპლა. ამ დროს მთლიანად დაინგრა განთქმული თმოგვი ციხითურთ, მრავალი ხალხიც დაიღუპა და გადარჩენილნიც უსახლკაროდ დარჩნენ. ამას ჯერ ზედ მკაცრი ზამთარი, ხოლო შემდეგ გაზაფხულზე, საშინელი წყალდიდობა მოჰყვა, რომელმაც ქვეყნას აგრეთვე შემდეგ დიდი ზიანი მიაყენა. ყველა ამ თავზე დამტყდარი უბედურებების ეგავლენით, თ უ ე გ ე ბ ი ს ა გ რ ე თ ვ ე ს ხ ვ ა, ჩ ვ ე ნ თ ვ ი ს ჯ ე რ უ ც ნ ო ბ ი მ ი ზ ე ზე ბ ი ს გამო გიორგი II გადადგა, მეფობას თავი დაანება და 1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე მისი ჭაბუკი ვაჟიშვილი დავითი, შემდეგ აღმაშენებლად წოდებული ავიდა.


საინტერესოა რა უნდა ყოფილიყო, ან თუ იყო საერთოდ სხვა რამ მიზეზი ამ ცვილებისა. ფაქტია რომ მიწისძვრა და წყალდიდობები გიორგი ბრალი არ ყოფილა. სიტუაციას ინტრიგას ძენს ის ფაქტიც რომ, მას შემდეგ რაც დავითი გამეფდა მისი ისტორიკოსის მიერ დაწერილ ისტორიაში, რომელიც ცხადია მეფის მეთვალყურეობით იწერებოდა, მხოლოდ ერთგან თუ ორგან გაკვრითაა ნახსენები გიორგი, დავითის გამეფებამდე კი არცთუ ისე სახარბიელოდაა დახასიათებული.


ვფიქრობ საინტერესო მსჯელობა უნდა გამოვიდეს.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
bekas
პოსტი May 21 2009, 01:53 AM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 352
რეგისტრ.: 31-October 07
წევრი № 3,078



sable
ციტატა
არ იყო ეს გადადგომა მგონი მე ვერ განვმარტე ადრე და ეხლა ამას უფრო გასაგებად დავწერ:

გასაგებად დაწერა კი არა ფაქტია საჭირო. ფაქტი კი არა გაქვს.
ციტატა
ისტორიკოსის ცნობით ინიციატივა დავითის გამეფების თითქოს გიორგისგან მოდიოდა

მემატიანეს არ ენდობი. ანუ იმ მწირ წყაროებსაც უარყოფ რომელიც მოგვეპოვება, მაგრამ რის საფუძველზე? რას ეყრდნობა შენი განცხადება? მხოლოდ შენს "ლოგიკურ" დასკვნას? ლოგიკაცაა და ლოგიკაც. მაგ ლოგიკით საწყალი აქილევსი კუს ვერ დაეწია. biggrin.gif
ციტატა
ისევე როგორც თანამეფობა ანუ ორმეფობა ბიზანტიიდან იყო გადმოღებული და ორი სუვერენი მმართველის მმართველობას გულისხმობდა

და როდის იყო ბიზანტიაში 2 სუვერენი მმართველი? ძველ სპარტაში იყო, ერთი მეფე რო საომრად მიდიოდა მეორე სახლში რჩებოდა (ლეონიდეს მაგალითი), მაგრამ ორი სუვერენი (რაც თანაბარ უფლებებსაც უნდა ნიშნავდეს) ბიზანტიაში არ იყო. ერთი ნაღდი იყო მეორე (და ზოგჯერ მესამეც) ბუტაფორია. მასე კესაროსის ტიტული ქართველ მეფეებსაც ჰქონდათ, მაგრამ ცარიელ ტიტულს რას უზამ? ვერც შეჭამ და ვერც გაგათბობს.

ციტატა
კი აღმოჩნდა ის რაც აღმოჩნდა მხოლოდ სელჩუკთა იმპერიის დაშლის მერე

დაშლა უძახე შენ და კი მოგაყენეს დიდგორში იმხელა ჯარი
ციტატა
ასე რომ გიორგისეც არ ღირს ყველაფრის გადაბრალება. მითუმეტეს რომ 1079 წლისთვის საქართველო სერიოზულად იყო გაძლიერებული

ყველაფერი ფარდობითია. გაძლიერებული იყო ვისთან შედარებით? ბიზანტიას ჩვენი თავი არ ჰქონდა და ხალიფატს. სომხების ხო საერთოდ სახსენებელი აღარ იყო. ასე რომ "1079 წლის ძლიერ საქართველოს" ვის ადარებ? პირველივე დიდი გამოცდა (დიდი თურქობა) და რა მივიღეთ შედეგად?
ციტატა
გიორგის ყველა ძველი წარმატება

წარმატებების სია თუ შეიძლება, პლზ. ერთი ომის მოგებას გაზაფხული არ მოჰყავს, ეგ კარგად გამოჩნდა ფარცხისის მერე.

ციტატა
ისე დავითის წარმატებები ძირითადად 1115 წლიდან იწყება მანამდე რა ხდებოდა ის კარგად არ ვიცით, გარდა 1103-4 წწ და 1110 წლის ამბების გამოკლებით

ერწუხის ბრძოლა (1104 წელს) ხომ გამოაკელი, სამშვილდე (1110) ხომ გამოაკელი, შე კაცო ბარემ დიდგორიც (1121) გამოაკელი და გავრიცხოთ ეგ კაცი დიდი მეფეების სიიდან, აღარაფერი დარჩება გაკეთებული. ისე მე თუ მკითხავ წარმატებების იწყება დავითის რეფორმებიდან დანარჩენი ყველაფერი ამ რეფორმების შედეგია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი May 22 2009, 08:42 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(bekas @ May 21 2009, 01:53 AM) *

sable

გასაგებად დაწერა კი არა ფაქტია საჭირო. ფაქტი კი არა გაქვს.


რუის-ურბნისის ძეგლისწერაში გიორგი მეფედ მეფედ იხსენიება ხოლო დავითი მხოლოდ მეფედ.
საკმარისია?!

ციტატა(bekas @ May 21 2009, 01:53 AM) *


მემატიანეს არ ენდობი. ანუ იმ მწირ წყაროებსაც უარყოფ რომელიც მოგვეპოვება, მაგრამ რის საფუძველზე? რას ეყრდნობა შენი განცხადება? მხოლოდ შენს "ლოგიკურ" დასკვნას? ლოგიკაცაა და ლოგიკაც. მაგ ლოგიკით საწყალი აქილევსი კუს ვერ დაეწია. biggrin.gif


მემატიანეს არ არის საჭირო ბოლომდე ენდო მითუმეთეს თუ საამისო მიზეზი გაქ და თუ ის ტენდენციურობას იჩენს ! ის რომ ტენდენციურია გიორგისთან მიმართებაში ეს ცხადია!

ციტატა(bekas @ May 21 2009, 01:53 AM) *


და როდის იყო ბიზანტიაში 2 სუვერენი მმართველი? ძველ სპარტაში იყო, ერთი მეფე რო საომრად მიდიოდა მეორე სახლში რჩებოდა (ლეონიდეს მაგალითი), მაგრამ ორი სუვერენი (რაც თანაბარ უფლებებსაც უნდა ნიშნავდეს) ბიზანტიაში არ იყო. ერთი ნაღდი იყო მეორე (და ზოგჯერ მესამეც) ბუტაფორია. მასე კესაროსის ტიტული ქართველ მეფეებსაც ჰქონდათ, მაგრამ ცარიელ ტიტულს რას უზამ? ვერც შეჭამ და ვერც გაგათბობს.
დაშლა უძახე შენ და კი მოგაყენეს დიდგორში იმხელა ჯარი


რა შედარებებს აკეტებ სად სპარტა და სად ბიზანტია?! სპარტაში ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ოლიგარქია იყო და იქ მეფე სიმბოლური ფიგურა იყო. დამოუკიდებლად მეფე გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა.
ბიზანტიაში კი უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა. ზუსტად ისევე როგორც კესაროსს ჰქონდა საკმაოდ დიდი გავლენა და შემოსავალიც ხაზინიდან, ასე რომ იმ ტიტულს არავინ ჭამდა მას შესაბამისად იყენებდნენ.
ბიზანტიაში კი ორი იმპერატორი ლეგიტიმური იყო და იქიდან ყოველთვის ერთი რომ სარგებლობდა უპირატესობით ეს ზემოთაც დავწერე.
შენ საქართველოში იმასაც ვერ დამიმტკიცებ გიორგი სარგებლობდა უპირატესი უფლებით თუ დავითი 1089 წლის შემდეგ.


ციტატა(bekas @ May 21 2009, 01:53 AM) *


ყველაფერი ფარდობითია. გაძლიერებული იყო ვისთან შედარებით? ბიზანტიას ჩვენი თავი არ ჰქონდა და ხალიფატს. სომხების ხო საერთოდ სახსენებელი აღარ იყო. ასე რომ "1079 წლის ძლიერ საქართველოს" ვის ადარებ? პირველივე დიდი გამოცდა (დიდი თურქობა) და რა მივიღეთ შედეგად?


არც არავის არ ვადარებ წინა დროსთან შედარებით . საზღვრები 1079 წლისთვის გაიზარდა აი რას ვადარებ, ხოლო ქვეყანამ ბიზანტიაც დაამარცხა და სელჩუკებიც, მეტი რა გინდა?!
თურქები კი მანამდეც სემოვიდნენ და 1080 წ. რომ დაგვემარცხებინა კიდევ ახალი ნაკადი წამოვიდოდა 1071 წლის შემდეგ ეგ შეუჩერებელი პროცესი იყო.

ციტატა(bekas @ May 21 2009, 01:53 AM) *


წარმატებების სია თუ შეიძლება, პლზ. ერთი ომის მოგებას გაზაფხული არ მოჰყავს, ეგ კარგად გამოჩნდა ფარცხისის მერე.


ბიზანტიის დამარცხება, ანაკოფიის აღება, ტაოს მთლიანად დაბრუნება, კლარჯეთის, არტაანის და ჯავახეთის იმ მიწების დაბრუნება, რომელიც ბაგრატ IV დაუთმო ბიზანტიას და პლიუს ზემო ქვეყნების შემოერთება ბასიანთან არზრუმთან ერთად და კიდევ ვანანდის სომხური სამეფოს შემოერთება დედაქალაქ ყარსთან ერთან, ბოლოს კახეთ-ჰერეთზე იერიშის მიტანა რაც თურქების შემოსევან ჩაშალა.

ციტატა(bekas @ May 21 2009, 01:53 AM) *


ერწუხის ბრძოლა (1104 წელს) ხომ გამოაკელი, სამშვილდე (1110) ხომ გამოაკელი, შე კაცო ბარემ დიდგორიც (1121) გამოაკელი და გავრიცხოთ ეგ კაცი დიდი მეფეების სიიდან, აღარაფერი დარჩება გაკეთებული. ისე მე თუ მკითხავ წარმატებების იწყება დავითის რეფორმებიდან დანარჩენი ყველაფერი ამ რეფორმების შედეგია.


არ გვინდა ეხლა ყველაფრის გადასხვაფერება, მე დიდგორის ომი არ მიხსენებია, ვთქვი რომ 1115 წლამდე, კარგად დავითის მეფობის მხოლოდ 1103-4 და 1110 წწ ვიცით მეთქი და სამშვილდის აღება და ერწუხის ბრძოლა სწორედ მაგ დროს ხდება. ასე რომ სხვა ცნობილი ფაქტი მოიყვანე, იმის დასამტკიცებლად რომ 1115 წ. მასალები გვაქ საქართ. ისტ. შესახებ და რომ მე რამეს ვამუქებ. რავიცი იქნება შენ აღმოაჩინე რაიმე უცნობი წყარო შეგიძლია გაგვიზიარო.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
afxazi   გიორგი II   May 12 2009, 01:09 PM
ქევანა   გიორგი II არ იყო სახ...   May 12 2009, 01:42 PM
staywhite   ქევანა მაშინ ნამდ...   May 12 2009, 01:44 PM
ქევანა   staywhite ხასიათით კი იყ...   May 12 2009, 01:47 PM
staywhite   ქევანა და მაგითაა ...   May 12 2009, 01:56 PM
afxazi   ქევანა მაგრამ ისი...   May 12 2009, 02:00 PM
sable   [b]ქევანა მაგრამ ის...   May 12 2009, 06:05 PM
ქევანა   მეა კულპა, გადადგა-...   May 12 2009, 06:37 PM
sable   და შენ რა გინდა მი...   May 18 2009, 04:16 PM
მარიამი   ვფიქრობ, გიორგი II-მ ...   May 18 2009, 04:27 PM
sable   ვფიქრობ, გიორგი II-მ ...   May 19 2009, 05:25 PM
bekas   16 წლის ჭაბუკის ნაა...   May 20 2009, 04:28 PM
მარიამი   რაღა წარმოდგენა უ...   May 19 2009, 05:55 PM
KAIROS   მარიამი საუბრობრო...   May 19 2009, 10:08 PM
sable   გიორგის გადადგომა...   May 20 2009, 08:51 PM
ქევანა   KAIROS მეც მაგას ვიძახ...   May 19 2009, 11:47 PM
L i B e R a L   ქევანა ლიბი ნუ დამ...   May 20 2009, 02:12 PM
bekas   sable გასაგებად დაწერ...   May 21 2009, 01:53 AM
sable   sable გასაგებად დაწე...   May 22 2009, 08:42 PM
ქევანა   bekas რა იცი ხოლმე კაც...   May 21 2009, 11:43 AM
bekas   bekas რა იცი ხოლმე კაც...   May 21 2009, 01:44 PM
bessik   ჩემი აზრით გიორგი II...   May 21 2009, 06:04 PM
bekas   sable მერე ეგ რას ნიშნ...   May 23 2009, 01:15 AM
sable   [quote name='bekas' post='501632' date='May 23 200...   May 26 2009, 05:09 PM
KAIROS   მომწონს კამათი :) ზე...   May 23 2009, 03:45 AM
bekas   sable ეს შენი აღმოჩენ...   May 29 2009, 12:42 PM
sable   sable ეს შენი აღმოჩენ...   May 30 2009, 12:51 AM
bekas   sable ჩვენ ბოდიში. იქნ...   May 30 2009, 02:51 AM
sable   sable ჩვენ ბოდიში. იქნ...   May 30 2009, 03:08 AM
KAIROS   ნუ ხანდახან ურემ ხ...   May 30 2009, 12:05 PM
bekas   sable თუმანიშვილისგა...   May 30 2009, 03:30 PM
sable   sable არც დავითს მიუღ...   May 31 2009, 12:15 AM
sable   ნუ ხანდახან ურემ ხ...   May 31 2009, 12:02 AM
KAIROS   ეგ მეც ვთქვი საბლე,...   May 31 2009, 03:55 AM
sable   თამარს ნუ დააბრალ...   May 31 2009, 05:22 AM
bekas   ანუ როცა უარყოფითზ...   May 31 2009, 10:18 PM
sable   ანუ როცა უარყოფით...   Jun 1 2009, 12:33 AM
bekas   sable ამას ეძახი ერთ თ...   Jun 1 2009, 02:44 AM
sable   sable ამას ეძახი ერთ თ...   Jun 1 2009, 10:45 PM
bekas   გადაწყვიტე რომელი ...   Jun 2 2009, 02:46 AM
sable   გადაწყვიტე რომელი...   Jun 2 2009, 09:54 PM
ninela   ვფიქრობ, საინტერეს...   Aug 15 2009, 08:54 PM
sable   ვფიქრობ, საინტერე...   Oct 8 2009, 01:10 AM
ქევანა   ა ეხლა აღიარეთ, რაც ...   Oct 11 2009, 07:12 PM
sable   ქევანა გააჩნია რა...   Oct 11 2009, 07:18 PM
odishari   ქევანა ჩემი აზრით ...   Feb 21 2010, 06:00 PM
marine   "ქართველი ისტორი...   Apr 6 2026, 02:38 PM
marine   "გიორგი მეორე უარ...   Apr 8 2026, 09:54 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2026 - 03:12 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი