![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს.
ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში. 1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით. ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები. სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ. აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი. I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს. II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის). IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით. V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი. შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ. შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ. სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ. შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ. მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
უჩა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 ![]() |
ვეშაპო
ციტატა აქ დავდებ ქართული საგალობლების უძველეს ჩანაწერებს. ეს საგალობლები შესრულებულია ქართული გალობის დიდოსტატების მიერ XX საუკუნის დასაწყისში. 1900-ან წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ინგლისელები ხმის ჩამწერი აპარატურით. ისინი დადიოდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში და იწერდნენ ამ კუთხეებისთვის დამახასიათებელ ხალხურ სიმღერებს და საეკლესიო საგალობლებს. შემდეგ მათ თბილისში გახსნეს ხმის ჩამწერი სტუდია და უკვე აქ ჩამოყავდათ სხვადასხვა ცნობილი მგალობელ-მომღერლები. სწორედ ამ ხმის ჩამწერი სტუდიის მიერ ჩაწერილ საგალობლებს შემოგთავაზებთ. აქ არის 3 გურული (ე.წ. შემოქმედის სკოლის) და 2 ქართლ-კახური (ე.წ. კარბელაანთ კილოს) საგალობელი. I საგალობელი გიგო ერქომაიშვილის გუნდის მიერაა ჩაწერილი. თვითონ გიგო ერქომაიშვილი (ანზორის დიდი ბაბუა) იყო დიაკვანის შვილი. ჩანაწერში იგი ბანს გალობს. II და III საგალობელი შერულებულია ქართული გალობისა და სიმღერის დიდოსტატის, სამუელ ჩავლეიშვილის გუნდის მიერ. სამუელ ჩავლეიშვილი გალობს მთქმელს (საგალობლებში მთქმელი ყოველთვის პირველი ხმა არის). IV საგალობელს ასრულებს თბილისის მგალობელთა გუნდი ვინმე ცამციშვილის ხელმძღვანელობით. V საგალობელს ასრულებს სანდრო კავსაძის გუნდი. შობა შენი უხრწნელ არს - ფერისცვალების IX ძლისპირი - შემოქმედის სკოლა - 1907 წ. შენ, რომელმან განანათლენ - კვირიაკის ე გალობის ძლისპირი ხმა ა - შემოქმედის სკოლა - 1908 წ. სიყვარულმან მოგიყვანა - ლაზარეს შაბათის ცისკრის ე გალობის დასდებელი - შემოქმედის სკოლა - 1908 წ. შენ გიგალობთ - წირვის საგალობელი - კართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1902 წ. მამაო ჩვენო - წირვის საგალობელი - ქართლ-კახური, კარბელაანთ კილო - 1910 წ. ვაა ეს საგალობლები არ მაქვს. ![]() აუ თუ არ დაგეზარება იქნებ განაახლო რა ლინკები. ძალიან ძალიან მაგრად მინდა რა. ![]() ციტატა აქ შემოგთავაზებთ ე.წ. 11 მარგალიტს. ეს არის გურული კილოს 11 საგალობელი, რომლებსაც ასრულებენ გურული სიმღერა-გალობის უკანასკნელი დიდოსტატები. ეს ჩანაწერი გაკეთდა 1949 წელს, ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ექსპედიციის მიერ, ვლადიმერ ახობაძის ხელმძღვანელობით. I ხმა (მთქმელი) - დიმიტრი პატარავა II ხმა (მოძახილი) - ვარლამ სიმონიშვილი III ხმა (ბანი) - არტემ ერქომაიშვილი აღსანიშნავია, რომ სამივე, თავისი ტემბრით იყვნენ ბანები, მაგრამ ამ ჩანაწერებში ძალიან კარგად ჩანს, რომ ეს გარემოება მათთვის ხელისშემშლელი ნამდვილად არ ყოფილა. საინტერესოა ამ მგალობელთა დიალოგი იმის თაობაზე, თუ ვის რამდენი საგალობლის გახსენება შეეძლო: ვარლამ სიმონიშვილი - "ახლა რომ გონების თვალით ვავლებ ჩემს მარაგს, ერთი სამას ორმოცდაათამდე შემიძლია ასე ზეპირად რომ აღვიდგინო. შენ კი, ჩემო არტემ, რამდენს შეძლებდი, რომ აღგედგინა?" არტემ ერქომაიშვილი - "ორიათას ხუთასამდე შევძლებდი". "მაშინ შენ, ჩემო დიმიტრი, რა თქმა უნდა, ჩვენზე მეტი გემახსოვრება, ვინაიდან შენ შეგირდობის დროს მთელ ამ საგალობელთა "შპარგალკების" გულმოდგინე ჩამწერი იყავიო", - მიმართავს ვარლამი ამაზე დიმიტრი პატარავამ ამოიღო მომცრო ზომის, მაგრამ სქელი წიგნი და ექსპედიციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ ახობაძეს ასე მიმართა: "თუ ამის გამოყენების უფლებას მომცემთ, მე სამიათას ხუთასამდე საგალობელს გიმღერებო . . ." 11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ. ამის ლინკიც გაფუჭებულია. ალაზანზე დევს ეს საგალობლები და იმ ლინკებს დავდებ არ გაფუჭდება და ვისაც დაგაინტერესებთ გადაიწერეთ. ![]() 11 მარგალიტი - შემოქმედის სკოლა - 1949 წ. "გალობის ზაპირად მცოდნეთა რიცხვი დღითი დღე კლებულობდა, რაც რუსული იმპერიალიზმის მიერ ავტოკეფალიაწართმეულ ქართულ ეკლესიაში ღვთისმსახურების ქართულად აღსრულებისა და მასთან ერთად, ქართული გალობის შეზღუდვა-აკრძალვით იყო განპირობებული. XX საუკუნის 10-იანი წლებისათვის გალობის მცოდნენი თითზე ჩამოსათვლელნიღა დარჩნენ. შემდგომში, ათეისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ გადაწყვიტა გალობის სწავლების ტრადიცია. დღეს უკვე ძველი გალობის მცოდნე ერთი მოხუციც აღარაა სააქაოს, ამ გაწყვეტილი ტრადიციის აღმდგენლად მოგვევლინებოდა. ასეთ ვითარებაში ზემოთ აღნიშნული ათასობით საგალობლის გვერდით განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ძველ სამგალობლო ტრადიციაზე აღზრდილი უკანასკნელი წარმომადგენლის, მაღალი ნიჭითა და საოცარი მეხსიერებით დაჯილდოვებული მგალობელ-მომღერალი, არტემ ერქომაიშვილის მიერ გადმოცემული საგალობლები, რომლებიც მის გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1966 წელს მაგნიტოფირზე ჩაწერა კომპოზიტორმა და ფოლკლორისტმა, კახი როსებაშვილმა. ჩაწერა ორი მაგნიტოფონით შესრულდა; ერთ მაგნიტოფონზე ჩაწერილ პირველ ხმას (თქმას, დამწყებს) ჯერ მეორე ხმა (მოძახილი) და შემდეგ მესამე ხმა (ბანი) დაედებოდა მეორე მაგნიტოფონის გამოყენებით. ასე რომ, საგალობელთა სამივე ხმას 79 წლის არტემ ერქომაიშვილი ასრულებს, რადგან გალობის მსავით სრულად მცოდნე ამქვეყნად აღარავინ ეგულებოდა. ასეა ჩეწერილი ასზე მეტი საგალობელი. ეს უნიკალური ჩანაწერები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის კაბინეტში ინახება. ამ ჩანაწერებს (ტექნიკური ხარვეზების სიმრავლის მიუხედავად ფასდაუდებელი და მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს ქართული გალობის შესწავლისათვის. მხცოვანი მგალობელი საგალობელთა შესრულებისას იშველიებდა პატარა წიგნაკს საგალობელთა ტექსტებით. არტემ ერქომაიშვილის ეს წიგნაკი ასევე უძვირფასეს განძს წარმოადგენს ქართული გალობის, მისი მუსიკალური დამწერლობის ისტორიის კვლევისათვის, რადგან მასში მრავლადაა საგალობო ნიშნებით შემკული საგალობელი. ნიშნები ფანქრით არის შესრულებული თვით არტემ ერქომაიშვილის მიერ. ეს წიგნაკი მოგვაგონებს ექვთიმე კერესელიძის, მსგავსი ნიშნებით შემკულ ხელნაწერს, რომელსაც ყდაზე აწერია: "ზეპირი გალობა". არტემ ერქომაიშვილის წიგნაკიც გალობის ზეპირად მცოდნეთათვის დამხმარე ნიშნებს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნები მნიშვნელოვნად განსხვავდება ძველ ნევმირებულ კრებულებში არსებული საგალობო ნიშნებისგან, ამ უკანასკნელთა ამოხსნის ერთ-ერთ გზად არტემ ერქომაიშვილისა და ექვთიმე კერესელიძის ჩანაწერების გულდასმით შესწავლაა, მათში არსებული საგალობო ნიშანთა ზუსტ მნიშვნელობათა დადგენა-გაშიფვრას მივიჩნევთ, რაშიც მათივე აუდიო (ერქომაიშვილის) და სანოტო (კერესელიძის) ჩანაწერების არსებობა გვეხმარება, რომლებშიც, ერთის მხრივ, გალობის ე.წ. "იმერულ-გურული კილო" (ფ.ქორიძე, რ. ხუნდაძე, ე. კერესეკიძე) და მეორეს მხრივ, "ქართლ კახური კილოა" (ძმები კარბელაშვილები) წარმოდგენილი, არტემ ერქომაიშვილის ჩანაწერებში მოცემულია სავსებით ორიგინალური, თვითმყოფადი ნიშნების მქონე "კილო" გალობისა. " დ. შუღლიაშვილი "ქართული საეკლესიო გალობა" - "შემოქმედის სკოლა" ნაწყვეტი წინათქმიდან არტემ ერქომაიშვილის მიერ ჩაწერილი 105 საგალობელი -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი