ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჯოჯოხეთი "ნუგეში" ????????????, ვაი! |
ზებედე |
Feb 8 2007, 07:40 AM
პოსტი
#1
|
ზეციკეთი ჯგუფი: Members პოსტები: 4,332 რეგისტრ.: 27-July 06 წევრი № 19 |
ახალი ერესი, თუ ნამდვილად არის ჯოჯოხეთში ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან?
დღესდღეობით ზოგიერთი "მორწმუნე" თვლის რომ ადამიანს რომელსაც ცოდვა არ ჩაუდენია და გარდაიცვალა (მაგ: უნათლავი ჩვილები) მოხვდებიან ჯოჯოხეთში, სადაც მათი სულები არ იტანჯებიან... როგორც გადმოცემით ვიცით ძველი აღთქმის მართალთა სულები ხვდებოდნენ "აბრაამის წიაღში", სადაც არც იტანჯებოდნენ, და არც ნეტარებაში იყვნენ...აბრაამის წიაღი ჯოჯოხეთში იყო, და მართალთა სულებიც იქ იყვნენ, და მაცხოვრის ქვეყნად მოვლენას ელოდნენ, რადგან სწამდათ რომ ის გამოისყიდდა ადამის ცოდვას...და ეს აღსრულდა! გადმოცემის მიხედვით მაცხოვარი როცა ჩავიდა ჯოჯოხეთში შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი, გაიხსნა სამოთხის კარი და ძველი აღთქმის წმინდანებიც ცხონდნენ. ახალ აღთქმაში, ეკლესიური სწავლებით არაფერია "აბრაამის წიაღზე" ნათქვამი, ანუ ჯოჯოხეთის იმ ადგილების შესახებ, სადაც თითქოს სულები "არ იტანჯებიან". თუმცა ფანატიკოსთა წრე ვერ ეგუება აზრს რომ ღვთის მოწყაება უფრო სარწმუნოა ვიდრე ღვთის მართლმსაჯულება და სჯულის კანონი... -------------------------------------------------------------------------- მე ვფიქრობ რომ თუ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან, ეს შეამცირებს "ღვაწლს" მართლმადიდებლებში, რომლებსაც სასუფევლის დამკვიდრება სურთ. თუ ადამიანი იფიქრებს რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც სულები არ იტანჯებიან მას არც დიდი შიში ექნება ჯოჯოხეთის, და არც დიდი მონდომება სასუფევლის დამკვიდრების, რადგან საუკუნო სატანჯველს თავი აარიდოს იმის გამართლებით, რომ ნაკლებად დაიტანჯება, მე ასე ვფიქრობ... რას ფიქრობთ თქვენ? -------------------- მზეო ამოდი, ამოდი ნუ ეფარები გორასა წიწილის თეთრი ბუმბული, ველად გაჰქონდა ნიავსა |
KAIROS |
Feb 13 2007, 01:57 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა თუმცა ჯოჯოხეთი რატომ არის უფლის ბოლო წყალობა ბოლომდე არ მესმის... ჰმ, ძმელია... იქნებ იმიტომ რომ მაინც არსებობს? აკი სული ტკბილია... და თუ იმ არსებობას არარსებობა სჯობს? მოკლედ ძნელია... ერთმა რუსმა მამამ თქვა:" ღმერთო, ჯოჯოხეთშიც რომ მოვხვდე, მაინც არ მეშინია, რადგან შენ შენი ყველგანმყოფობით იქაც იქნებიო"... კაცი და ხასიათი -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 11:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი