სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| afxazi |
May 12 2009, 01:09 PM
პოსტი
#1
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ჩემის აზრით საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს ამ პიროვნებაზე საუბარი. უფრო სწორად საუბარი იმის შესახებ თუ რატომაა ასე ბუნდოვნად მოცული, ერთი შეხედვით შეიძლება არა მაგრამ მაინც, მისი სამეფო ტახტიდან გადაყენება, თუ საკუთარი ნებით გადადგომა და მისი მცირეწლოვანი შვილის, დავითის გამეფება. მართალია დავითი უძლიერესი მმართველი აღმოჩნდა მაგრამ წინასწარ ამის გაანგარიშება ლოგიკურად შეუძლებელი იყო და მაინც თითქოს ეს გადაწყვეტილება იმ პერიოდში, მცირეწლოვანი ყმაწვილის ტახტზე ასვლა (ეპოქის დახასიათებას არ შევუდგები, ყველამ კარგად ვიცით თუ რა ვითარება იყო) სარისკო ჩანს.
ივანე ჯავახიშვილი ტავის საეკლესიო ისტორიაში ასეთ რამეს ამბობს. "შინაურ უმწეო პოლიტიკურ მდგომარეობას, საქმეების ასეთს აწეწ-დაწეწას ზედ სტიქიური უბედურებაც დაერთო: 1088 წელს საქარტველოში კატასტროფული მიწისძვრა დაიწყო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ კატასტროფულმა მიწისძვრამ დიდძალი ციხე-ქალაქები და სოფლები იმსხვერპლა. ამ დროს მთლიანად დაინგრა განთქმული თმოგვი ციხითურთ, მრავალი ხალხიც დაიღუპა და გადარჩენილნიც უსახლკაროდ დარჩნენ. ამას ჯერ ზედ მკაცრი ზამთარი, ხოლო შემდეგ გაზაფხულზე, საშინელი წყალდიდობა მოჰყვა, რომელმაც ქვეყნას აგრეთვე შემდეგ დიდი ზიანი მიაყენა. ყველა ამ თავზე დამტყდარი უბედურებების ეგავლენით, თ უ ე გ ე ბ ი ს ა გ რ ე თ ვ ე ს ხ ვ ა, ჩ ვ ე ნ თ ვ ი ს ჯ ე რ უ ც ნ ო ბ ი მ ი ზ ე ზე ბ ი ს გამო გიორგი II გადადგა, მეფობას თავი დაანება და 1089 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე მისი ჭაბუკი ვაჟიშვილი დავითი, შემდეგ აღმაშენებლად წოდებული ავიდა. საინტერესოა რა უნდა ყოფილიყო, ან თუ იყო საერთოდ სხვა რამ მიზეზი ამ ცვილებისა. ფაქტია რომ მიწისძვრა და წყალდიდობები გიორგი ბრალი არ ყოფილა. სიტუაციას ინტრიგას ძენს ის ფაქტიც რომ, მას შემდეგ რაც დავითი გამეფდა მისი ისტორიკოსის მიერ დაწერილ ისტორიაში, რომელიც ცხადია მეფის მეთვალყურეობით იწერებოდა, მხოლოდ ერთგან თუ ორგან გაკვრითაა ნახსენები გიორგი, დავითის გამეფებამდე კი არცთუ ისე სახარბიელოდაა დახასიათებული. ვფიქრობ საინტერესო მსჯელობა უნდა გამოვიდეს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
| bekas |
May 23 2009, 01:15 AM
პოსტი
#2
|
|
Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 352 რეგისტრ.: 31-October 07 წევრი № 3,078 |
sable
ციტატა რუის-ურბნისის ძეგლისწერაში გიორგი მეფედ მეფედ იხსენიება ხოლო დავითი მხოლოდ მეფედ.საკმარისია?! მერე ეგ რას ნიშნავს? იქნებ ისიც ამიხსნა რა უფლებები აქვს მეფედ მეფეს და რა კიდე მეფეს. ოღონდ არგუმენტირებული პასუხი პლზ. შენს სუბიექტურ აზრს ისედაც ვხვდები. ციტატა მემატიანეს არ არის საჭირო ბოლომდე ენდო მითუმეთეს თუ საამისო მიზეზი გაქ და თუ ის ტენდენციურობას იჩენს ! ის რომ ტენდენციურია გიორგისთან მიმართებაში ეს ცხადია! არც შენა ხარ ობიექტური ჩემის აზრით. მით უმეტეს რომ საყრდენი არაფერი გაქვს. ციტატა რა შედარებებს აკეტებ სად სპარტა და სად ბიზანტია?! სპარტაში ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ოლიგარქია იყო და იქ მეფე სიმბოლური ფიგურა იყო. დამოუკიდებლად მეფე გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა. სამაგიეროდ ორივე მეფეს ერთნაირი უფლებები ჰქონდა. განსხვავებით ბიზანტიისგან. ციტატა არც არავის არ ვადარებ წინა დროსთან შედარებით . საზღვრები 1079 წლისთვის გაიზარდა აი რას ვადარებ, ხოლო ქვეყანამ ბიზანტიაც დაამარცხა და სელჩუკებიც, მეტი რა გინდა?! მაგას გიორგიზე იძახი? იმ გიორგიზე რომელიც ვარდან სვანთა ერისთავს და ლიპარიტ ბაღვაშს თავს უქონავდა? ნუ, ნუ... ციტატა ბიზანტიის დამარცხება, ანაკოფიის აღება, ტაოს მთლიანად დაბრუნება, კლარჯეთის, არტაანის და ჯავახეთის იმ მიწების დაბრუნება, რომელიც ბაგრატ IV დაუთმო ბიზანტიას და პლიუს ზემო ქვეყნების შემოერთება ბასიანთან არზრუმთან ერთად და კიდევ ვანანდის სომხური სამეფოს შემოერთება დედაქალაქ ყარსთან ერთან, ბოლოს კახეთ-ჰერეთზე იერიშის მიტანა რაც თურქების შემოსევან ჩაშალა. დაუღუპია დავითს საქართველო, ეს რა მეფე გაგვიპუსტიაკა, აფსუს. ციტატა მე დიდგორის ომი არ მიხსენებია, ვთქვი რომ 1115 წლამდე, კარგად დავითის მეფობის მხოლოდ 1103-4 და 1110 წწ ვიცით მეთქი და სამშვილდის აღება და ერწუხის ბრძოლა სწორედ მაგ დროს ხდება. ასე რომ სხვა ცნობილი ფაქტი მოიყვანე, შენ თქვი რომ მხოლოდ ამ წლების ამბები ვიციო კარგად, ანუ დიდგორის ამბები არ გცოდნია. სწორად გავიგე? შეიძლება ისტორია არ ვიცი, მაგრამ ქართულად ნაწერიდან სწორი აზრის გამოტანა შემიძლია. თუ ვცდები შემისწორე. ციტატა რავიცი იქნება შენ აღმოაჩინე რაიმე უცნობი წყარო შეგიძლია გაგვიზიარო. და რისთვის? რომ მერე თქვა: ციტატა მემატიანეს არ არის საჭირო ბოლომდე ენდო მითუმეთეს თუ საამისო მიზეზი გაქ |
| sable |
May 26 2009, 05:09 PM
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
[b]
sable მერე ეგ რას ნიშნავს? იქნებ ისიც ამიხსნა რა უფლებები აქვს მეფედ მეფეს და რა კიდე მეფეს. ოღონდ არგუმენტირებული პასუხი პლზ. შენს სუბიექტურ აზრს ისედაც ვხვდები. რაშია ჩემი აზრი სუბიექტური?! ჩემგან რომ ითხოვ არგუმენტებს შენც დაწერე არგუმენტირებულად. მეფეთ მეფეს ხშირად მეფეზე უზენაესი უფლების მქონე იყო როგორც ეს მისი ტიტულიდან ჩანს, ასე მაგალითად ტაო-კლარჯეთში სადაც X საუკუნისთვის რამოდენიმე მეფე ჩნდება, მაგრამ ქვეყანა დე იურე ერთიანია საჭირო ხდება მეფეთ მეფის ტიტულის შემოღება იმისთვის, რომ მათ შორის უფროს-უმცროსის საკითხი განირჩეს. ანუ ტაო-კლარჯეთში არსებობდა ბაგრატიონებს შორის კოლექტიური მართვის სისტემა მაგრამ რადგანაც ყველა სამთავროს მქონე ბაგრატიონმა მეფობის დაჩემება დაიწყო საჭირო გახდა მეფეზე მაღალი ტიტულის შემოღება და ასე ჩნდება მეფეთ მეფე საქართველოში. არც შენა ხარ ობიექტური ჩემის აზრით. მით უმეტეს რომ საყრდენი არაფერი გაქვს. ისტორიკოსის ტენდენციურობას იჩენს გიორგის მიმართ ეს ცალსახაა რადგან მას ყურადრებას ამახვილებს მხოლოდ წარუმატებლობებზე და არა წარმატებაზე ეს მაშინ როდესაც მეფეს როგორც ზემოთ დავწერე წარმატებები საკმაოდ ჰქონდა. ანუ აქ საუბარია სუბიექტურობაზე კონკრეტულად გიორგის მიმართ და არა ზოგადად ისტორიკოსის ნაწარმოების მიმართ. სამაგიეროდ ორივე მეფეს ერთნაირი უფლებები ჰქონდა. განსხვავებით ბიზანტიისგან. სპარტის მაგალითის მოყვანა აბსოლიტურად უადგილოა, ზემოთაც დავწერე და ეხლაც ვიმეორებ! მაგას გიორგიზე იძახი? იმ გიორგიზე რომელიც ვარდან სვანთა ერისთავს და ლიპარიტ ბაღვაშს თავს უქონავდა? ნუ, ნუ... კი მოხდა აჯანყება და გამოდგა მეფეს ვასალების დიდი ნაწილი, მაგრამ ხომ ვერ მეტყვი ბოლო რა იყო ?! თუ არ ვცდები დაეტია ყველა თავის ნაჭუჭში, არა? თუ შემთხვევის მეფეს ძალაუფლება შეურყიეს თუ რა ჰქნეს, ვერც ვერაფერი მიიღეს მხოლოდ ის რასაც ბაგარატ IV დროს ვერ იღებდნენ და რაზეც გარკვეულწილად ლეგიტიმური უფლება ჰქონდათ მემკვიდრეობის პრინციპიდან გამომდინარე. კი მეფემ დათმო მაგრამ რა წააგო?! სამოქალაქო ომის ნაცვლად, რომელიც ბაგრატ IV დროს 15 წელი გაგრძელდა გიორგიმ დათმობაზე წასვლით ერთ წელში, თან ზედმეტი სიტუაციის გამწვავების გარეშე, მის წინააღმდეგ გამოსვლა დიდი ხნით შეაჩერა და სანამ თურქები არ შემოვიდნენ მასიურად საქართველოში შიდა განხეთქილებას საქართველოში ადგილი არ ჰქონია. ჩვენ რომ გვგონია რომ ქვეყნის მმართველის თავისი ხალხის წინაშე ხანდახან დათმობებზე არ უნდა წავიდეს, არ არის ეს მართალი! პირიქით გონიერი მმართველი სადაც საჭიროა იქ დათმობაზე მიდის და სადაც საჭიროს იქ არც არაფერს თმობს. ასე რომ გიორგიმ გონიერება გამოიჩინა და იმ მომენტში დათმო, როდესაც ეს საჭირო იყო და სიტუაციის გამწვავებას და იმ სურათის მიღებას, რაც მამამისმა - ბაგრატ IV მიიღო 1040-1055 წწ თავი აარიდა. სხვათაშორის ბაგრატს მისი ყმაწვილური ყოყოჩობის წყალობით ბევრი შეცდომა მოუვიდა და მარტო ისეთი ძლიერი ფეოდალის დაკარგვა რად ღირს, როგორიც ლიპარიტ ბაღვაში იყო - კაცი, რომელიც ბაგრატის ყრმობის დროს ბაგრატსაც პატრონობდა და ქვეყანასაც და ბიზანტიის აგრესია საქართველოში 1029-30 წწ და 1032 წელს სწორედ ლიპარიტმა და მისმა მოკავშირემ აბაზასძემ შეაჩერეს. დაუღუპია დავითს საქართველო, ეს რა მეფე გაგვიპუსტიაკა, აფსუს. ვერ ვხვდები ამით რისი თქმა გინდა, თუ კამათის მოდი არგუმენტებით ვიკამათოდ. შენ თქვი რომ მხოლოდ ამ წლების ამბები ვიციო კარგად, ანუ დიდგორის ამბები არ გცოდნია. სწორად გავიგე? შეიძლება ისტორია არ ვიცი, მაგრამ ქართულად ნაწერიდან სწორი აზრის გამოტანა შემიძლია. თუ ვცდები შემისწორე. და რისთვის? რომ მერე თქვა: ქართულად თუ სწორად შეგიძლია აზრის გამოტანა, მაშინ შენს მიერ ჩემს ციტირებულ ფრაზას კარაგდ დახედე და იქ წაიკითხავ რომ 1115 წლამდე, კარგად დავითის მეფობის მხოლოდ 1103-4 და 1110 წწ ვიცით მეთქი და სამშვილდის აღება და ერწუხის ბრძოლა სწორედ მაგ დროს ხდება. ანუ მე ვსაუბრობ 1115 წლამდე რაც მოხდა იმ მოვლენებზე და არა დიდგორის ბრძოლაზე რომელიც ცნობისთვის 1121 წელს მოხდა ანუ 1115 წლის შემდეგ. მეტი რაღა დაგიღეჭო არ ვიცი იმედია ამის შემდეგ ამ საკითხს აღარ დავუბრონდებით. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
afxazi გიორგი II May 12 2009, 01:09 PM
ქევანა გიორგი II არ იყო სახ... May 12 2009, 01:42 PM
staywhite
ქევანა
მაშინ ნამდ... May 12 2009, 01:44 PM
ქევანა staywhite
ხასიათით კი იყ... May 12 2009, 01:47 PM
staywhite ქევანა
და მაგითაა ... May 12 2009, 01:56 PM
afxazi ქევანა
მაგრამ ისი... May 12 2009, 02:00 PM
sable
[b]ქევანა
მაგრამ ის... May 12 2009, 06:05 PM
ქევანა
მეა კულპა, გადადგა-... May 12 2009, 06:37 PM
sable
და შენ რა გინდა მი... May 18 2009, 04:16 PM
მარიამი ვფიქრობ, გიორგი II-მ ... May 18 2009, 04:27 PM
sable
ვფიქრობ, გიორგი II-მ ... May 19 2009, 05:25 PM
bekas
16 წლის ჭაბუკის ნაა... May 20 2009, 04:28 PM
მარიამი
რაღა წარმოდგენა უ... May 19 2009, 05:55 PM
KAIROS მარიამი საუბრობრო... May 19 2009, 10:08 PM
sable
გიორგის გადადგომა... May 20 2009, 08:51 PM
ქევანა KAIROS
მეც მაგას ვიძახ... May 19 2009, 11:47 PM
L i B e R a L ქევანა
ლიბი ნუ დამ... May 20 2009, 02:12 PM
bekas sable
გასაგებად დაწერ... May 21 2009, 01:53 AM
sable
sable
გასაგებად დაწე... May 22 2009, 08:42 PM
ქევანა bekas
რა იცი ხოლმე კაც... May 21 2009, 11:43 AM
bekas
bekas
რა იცი ხოლმე კაც... May 21 2009, 01:44 PM
bessik ჩემი აზრით გიორგი II... May 21 2009, 06:04 PM
KAIROS მომწონს კამათი :)
ზე... May 23 2009, 03:45 AM
bekas sable
ეს შენი აღმოჩენ... May 29 2009, 12:42 PM
sable
sable
ეს შენი აღმოჩენ... May 30 2009, 12:51 AM
bekas sable
ჩვენ ბოდიში. იქნ... May 30 2009, 02:51 AM
sable
sable
ჩვენ ბოდიში. იქნ... May 30 2009, 03:08 AM
KAIROS
ნუ ხანდახან ურემ ხ... May 30 2009, 12:05 PM
bekas sable
თუმანიშვილისგა... May 30 2009, 03:30 PM
sable
sable
არც დავითს მიუღ... May 31 2009, 12:15 AM
sable
ნუ ხანდახან ურემ ხ... May 31 2009, 12:02 AM
KAIROS
ეგ მეც ვთქვი საბლე,... May 31 2009, 03:55 AM
sable
თამარს ნუ დააბრალ... May 31 2009, 05:22 AM
bekas ანუ როცა უარყოფითზ... May 31 2009, 10:18 PM
sable
ანუ როცა უარყოფით... Jun 1 2009, 12:33 AM
bekas sable
ამას ეძახი ერთ თ... Jun 1 2009, 02:44 AM
sable
sable
ამას ეძახი ერთ თ... Jun 1 2009, 10:45 PM
bekas გადაწყვიტე რომელი ... Jun 2 2009, 02:46 AM
sable
გადაწყვიტე რომელი... Jun 2 2009, 09:54 PM
ninela ვფიქრობ, საინტერეს... Aug 15 2009, 08:54 PM
sable
ვფიქრობ, საინტერე... Oct 8 2009, 01:10 AM
ქევანა ა ეხლა აღიარეთ, რაც ... Oct 11 2009, 07:12 PM
sable ქევანა
გააჩნია რა... Oct 11 2009, 07:18 PM
odishari ქევანა
ჩემი აზრით ... Feb 21 2010, 06:00 PM
marine "ქართველი ისტორი... Apr 6 2026, 02:38 PM
marine "გიორგი მეორე უარ... Apr 8 2026, 09:54 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 4th May 2026 - 03:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი