![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ვფიქრობ საინტერესო საკითხია, ბევრ კითხვასაც იწვევს და ბევრ კითხვაზეც სცემს პასუხს.
რომელი გამოთქმა უფრო სწორია, რომ ჩვენ ვართ სულები ადამიანის სხეულში ("ტონკი" სხეულიანად), თუ ჩვენ ვართ ადამიანები და გვაქვს სული? -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ჩემთვის ის უფრო გაუგებარია და აუხსნელია რატომ უნდა ვიმეორო "მამაო ჩვენო" როცა ვხედავ რომ რასაც მაგ ლოცვაში ვთხოვთ ღმერთს ისედაც გვისრულდება... მამა თხოვნის გარეშეც დაეხმარება ყოველთვის მდას... არ მცალია, მაგრამ მაინც შემოვიხედე, მეგობარო შენ ან სოფისტობ ანუ ენას ავარჯიშებ ან უფრო უარესი მძიმედ ხარ დაბნეული ![]() პირველ შემთხვევაში, ნამდვილად არ მაქვს ასე გასაცდენი დრო და მეორე შემთხვევაში, არა მგონია ამ აბსურდულ ან უფრო სწორედ მძიმედ დაბნეულ კითხვებზე პასუხმა, მიგვიყვანოს შედეგამდე, თუ მართლა ასეა, მაშინ აჯობებს ელემენტალური კატეხიზმოდან დაიწყო, ღმერთი, ადამიანი, შექმნა და ა.შ. თორემ სრულიად უადვილეს საკითხებს ისე უდგები, რომ კამათის გულისათვის მოგონილ კითხვას გავს ეს ყველაფერი, რად გვინდა ლოცვაო ![]() 1. ლოცვა დაწესებული თავად უფლის მიერ, და ეს საკმარისზე მეტია არგუმენტისათვის 2. ლოცვა არის ერთობლიობა დიდებისა, ვედრებისა და ღვთისადმი მინებებისა, შესაბამისად ლოცვა სულიერად აძლიერებს ადამიანს და მადლს ანიჭებს, რადგან წყალობა ღვთისა ადამიანზე არ მოდის მხოლოდ იმიტომ რომ ღმერთს უნდა მოვიდეს, მასე ძალით ცხონება არ არსებობს, წყალობა მოდის ნებათა ურთიერთდამთხვევის დროს, როცა ჩვენც გვინდა, ამიტომ ვამბობთ ჩვენ გვინდა რომ "იყოს შენი ნება", და ვითხოვთ იმას რასაც უნდა ვითხოვდეთ, ვთხოვთ ანუ განსაცდელისაგან გამოხნას, ბოროტებისაგან არიდებას, პურს არსობისას ( ეს არამხოლოდ მიწიერი) და ა.შ. ასე რომ ლოცვა უმნიშვნელოვანესია ადამიანისათვის ნების გამოსახატავად 3. ღმერთს გული არ უწყალდება ლოცვით, ესეც სოფიზმის ან უკიდურესი დაბნეულობის ნაყოფია, რადგან როგორც გითხარი ლოცვა დიდებაა ღვთისა და დასაბამიდან ადიდებენ მას ანგელოზები, ლოცვა თხოვნაა ღვთისადმი და დასაბამისად მადლს ითხოვენ მისგან, და ლოცვა მინდობაა მასზე და დასაბამიდგან მასზე არიან მინდობილნი ანგელოზნი და ყველა წმიდანი და ცხონებულნი. იქნებ აჯობებდეს, სანამ შენ წინადადებებს მისცემდე თხრობით სახეს, ჯერ კითხვები დაგესვა? თან უნდა დააზუსტო, რომ შენ გაინტერესებს მართლმადიდებლური აზრი, თუ იგი შენთვის მიუღებელია, მაშინ გადავიდეთ აპოლოგეტიკაში და ვისაუბროთ რატომაა მიუღებელი, თუ გაუგებარია, კი არ უნდა შეეწინააღმდეგო შენი იდეებიდან გამომდინარე, არამედ კითხვები დასვა, სად რა ვერ გაიგე, ასე მივალთ მხოლოდ დიალოგის შედეგამდე, სხვანაირად მართლა ტუფტაა ეს თემაც ![]() იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:32 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი