კიდე ერთი "სამოთხე" საქართველოში... :), უდიდესი მადლი ტრიალებს ტაბაკინის მონასტერში. არაჩეულებრივი იყოოო... :r |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კიდე ერთი "სამოთხე" საქართველოში... :), უდიდესი მადლი ტრიალებს ტაბაკინის მონასტერში. არაჩეულებრივი იყოოო... :r |
მაკუნა |
Oct 26 2007, 04:36 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,495 რეგისტრ.: 18-March 07 წევრი № 1,409 |
ტაბაკინის მონასტერი
ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის ჩხეიძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო მონასტერი მდებარეობს ზესტაფონის რაიონის (მონასტერი რაიონული ცენტრიდან 8კმ-ით არის დაშორებული), ამავე სახელწოდების სოფელ ტაბაკინში. სოფლიდან მონასტრამდე მიდის გზა, რომელიც გადის მდინარე აჯამურაზე, გზის ბოლოში ერთ-ერთ მოსახვევიდან იშლება ტყეში ჩაფლული მონასტრისა და სამრეკლოს ხედი, მონასტერს გზა ჩრდილოეთის მხრიდან მიუდის. ამ მონასტრის ულამაზესი ადგილმდებარეობა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ისტორიკოსს ვახუშტის აქვს აღნიშნული “ტაბაკინს არს მონასტერი –კეთილს შუენიერს ადგილს და აწ უქმად”-მაგრამ კონკრეტულ ცნობებს ამ მონასტრის შესახებ გარდა იმისა, რომ მონასტერი იმ დროისთვისუკვე აღარ მოქმედებდა არ გვაწვდის. მონასტერი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ორიგინალური ნიმუშია, ტაძარს არ აქვს რაიმე წარწერა მონასტრის ამშენებლის ან აშენების თარიღთან დაკავშირებით. არც ისტორიულ წყაროებშია რაიმე ცნობა მოცემული. ტაძარი წარმოადგენს დარბაზულ ტიპის სამნავიან ბაზილიკას, რომელიც თაღებითაა გახსნილი ჩრდილოეთის ნავში. აქვს დამოუკიდებელი თაღებიანი სამხრეთის სადგომი-სტოა. სტოას ჩვეულებრივი კავშირი ეკლესიასთან არ გააჩნია. მაგრამ მისი დასავლეთის კედელი ფართო თაღებითაა გახსნილი. მაშასადამე კავშირი შესაძლებელია ამ თაღებისა და ეკლესიის დასავლეთის კარის საშუალებით სტოად გაფორმებულ დამოუკიდებელი ეკვდერის ასეთ შეფასებას ეკლესიასთან ჯერჯერობით პარალელი არ მოეპოვება და ამიტომ ტაბაკინის მაგალითი უნიკალურია. ეკლესიის ქვეშ დასაკრძალი ორი სათავსოა. ეს საძვალეა აღმოსავლეთიდან შესასვლელით. იგი ეკლესიის ქვეშ არ შენდებოდა მოწიფულ შუასაუკუნეებში, მაგრამ ადრეული ხანის ხუროთმოძღვრებაში მსგავსი გადაწყვეტა კარგად არის ცნობილი. მონასტრის ინტერიერი მთლიანად მოხატულია, რომელიც მე-16 საუკუნეს განეკუთვნება. გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ტაძარმა გაიარა განახლებისა და შეკეთების ოთხი ეტაპი; 1) მე-6 მე-7 საუკუნე 2) სავარაუდოდ მე-11საუკუნე 3) განახლებისა და მოხატვის 1510-1529 წელი 4) 1529 წლის შემდეგ. ტაძარი საკმაოდ დაზიანდა მე-20 ს.-ის დასაწყისში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ. სარესტავრაციო სამუშაოები ტაბაკინის მონასტერში ზესტაფონის რაიონის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის მამუკა ასლანიკაშვილის ინიციატივით 1980-1986წ. მიმდინარეობდა. სამუშაოები ხელის შეწყობის მიზნით მონასტრამდე გაყვანილი იქნა სამანქანო გზა. 1984წელს ტაბაკინის მონასტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს ასრულებდნენ ქუთაისის ძეგლთა დაცვის სარესტავრაციო #1 უბანი. მონასტერს მოეხსნა კრამიტის სახურავი და მთლიანად დაიხურა, დაიგო შავი მარმარილოს ფილები, ჩატარდა კედლის აღდგენითი სამუშაოები. ოთხივე გვერდიდან აღდგენილ იქნა საძვალეს ფასადი და თაღები, დახურული იქნა სამრეკლო. 1986 წელს არქიტექტორთა ჯგუფმა ი. გრემელაშვილის ხელმძღვანელობით სტოას დაუბრუნეს თავდაპირველი სახე. მონასტერმა განახლებისა და შეკეთების ეტაპების გარდა რამდენჯერმე განიცადა დაუქმების სიმწარე და აღორძინების მადლიც. მონასტერი ახალ სიცოცხლეს იწყებს 1992წ. გიორგობიდან, როცა მარგვეთის მიტროპოლიტმა მეუფე კონსტანტინემ და არქიმანდრიტმა ანდრიამ ტაძარი ხელახლა აკურთხეს. ამ დღიდან მოყოლებული დღემდე უფლის მადლითა და იღუმენ იაკობის(ჭოხონელიძის) წინამძღოლობით ტაძარი მოქმედია და მონასტრის ძმობასთან ერთად ემსახურება მრევლს. 1998-2000 წლებში აქვე აშენდა და მოიხატა 12 მოციქულის სახელობის პატარა კარის ეკლესია. 2000წ. შემოდგომაზე ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიეს მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის ინიციატივით ტაბაკინის მონასტერში ჩატარდა გარეგანი აღდგენითი სამუშაოები. მეორე ეტაპი შინაგანი აღდგენითი სამუშაოებისა გათვალისწინებულია 2007 წლისათვის. დღეისათვის ფუნქციონირებს ტაბაკინის მონასტრის ინტერნეტ ვებ გვერდი www.tabakini.ge მონასტრის მთავარი ტაძარი სამრეკლო ახლად აშენებული პატარა ტაძარი, რომელიც ძალიან ლამაზადაა მოხატული... აქ ტარდება ძირითადად წირვა-ლოცვა. თუ ბევრი ხალხია მაშინ დგება დიდ ტაძარში მსახურების ჩატარების აუცილებლობა, თუმცა ეს თითქმის არ ხდება, რადგან მოსასტერს ყველაზე მეტი 15 ადამიანი ყავს მრევლი, (მიუხედავად იმისა რომ ტაძარი სოფელთან ახლოს მდებარეობს) ისინიც იშვიათად ესწრებიან მსახურებას. ეს არის სანათლავი, რომელშიც წლების წინ მიმდინარეობდა ხალხის მონათლა. სანათლავი გაკეთებულია მდინარეზე, არის ჩაღრმავებული ადგილი, სადაც წყალი ჩაედინება და ქმნის ბუნებრივ ემბაზს, ამ ემბაზში, ჩასასვლელია კიბით. -------------------- ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება, თუმცა ჭეშმარტი ბედნიერება სწორედ იმაშია, თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე...
ადამიანს უფლება აქვს უყუროს მეორეს ზემოდან ქვემოთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება... არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმსახურებს ის არასოდეს აგატირებს... |
მატასი |
May 27 2009, 09:52 PM
პოსტი
#22
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ციტატა ხომ არ მოგველოცა ახლო მომავალში? ტაბაკინი ზესტაფონში რომ ვიყავით მაშინ მოვილოცეთ ფორუმელებმა ულამაზესი ადგილია, განსაკუთრებით სანათლავია ზალიან ლამაზი და ორიგინალური კიდევ...უსათნოესი და უკეთილშობილესი წინამძღვარი ყავს ტაბაკინის მონასტერს, ისე, დაპატიჟებულები კი ვართ (ვისაც გახსოვთ ) -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th May 2024 - 07:17 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი