მამა გაბრიელი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გაბრიელი |
A L U B A L A |
Dec 1 2006, 09:15 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 24-November 06 წევრი № 519 |
მამა გაბრიელი(ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე)დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს,თბილისში თეთრიწყაროს ქუჩის 11 ნომერში,წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად.მამა ადრე რაეღუპა და ახლობლები მის სახელს ეძახდნენ.დედა,შემდგომში მონაზონი ანა,გარდაიცვალა 200 წლის 26 აპრილს,დაკრძალულია წმინდა ნინოს სამთავროს დედათა მონასტერში.ძმა ადრევე გარდაეცვალა,ჰყავდა ორი და.ექვსი წელი სწავლობდა თბილისის 24-ე ვაჟთა სკოლაში.მეზობელი ჟენია ქობალაშვილი ასე იგონებს მის ბავშვობას:,,ერთად დავდიოდით საბავშვო ბაღში,არ მახსოვს მისთვის მასწავლებელს შენიშვნა მიეცა,დაჯდებოდა კუთხეში და ასანთის ღერებით აშენებდა ეკლესიას.მისი ერთადერთი გართობა ეს იყო.რომელი დღეები არ ვიცი,მაგრამ კარგად მახსოვს,ზოგჯერ რძიან ფაფას არ ჭამდა.შიმშილის წლები იყო და ყველას გვიკვირდა უჭმელი როგორ ძლებდა.ისედაც ძალიან ცოტას ჭამდა,მუდმივად ტოვებდა საჭმელს".
მამა გაბრიედმა 12 წლის ასაკში უკვე კარგად იცოდა სახარება და სწორედ ამ ასაკში გადადგა პირველი ნაბიჯები თავის საეკლესიო ცხოვრებაში. 1965 წლის პირველ მაისს მამა გაბრიელმა მინისტრთა საბჭოს შენობაზე გაკრული ლენინის 12 მეტრიანი სურათი დაწვა,რის გამოც იგი ანტისაბჭოური პროპაგანდის ბრალდებით დააპატიმრეს.დაკითხვაზე მან განაცხადა]:,,ეს ჩავიდინე იმისთვის,რომ რომ იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი,რას დაგიწერიათ ,,დიდება ლენინს",კაცს რად უნდა დიდება,უნდა ეწეროს ,,დიდება ქრისტე ღმერთს''.ამ სიტყვებმა საგამოძიებო ოგანოებში ეჭვი დაბადა,რის გამოც იგი გადაგზავნილი იყო ფსიქიატრიულ შემოწმებაზე.მან დაახლოებით ერთი თვე დაჰყო ფსიქიატრიულში იმიტომ,რომ ღმერთის სწამდა(!). მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული მოუვლინა ადამიანებს გარდაცვალების შემდეგ.მისი სასწაულმოქმედი ზეთის წყალობით მრავალი ადამიანი განიკურნა უკურნებელი სენისგან. თქვენ რას ფიქრობთ მამა გაბრიელზე და თქვენ თავზე თუ გამოგიცდიათ მისი სასწაულებრივი ძალა? |
მხევალი ნინო |
Jan 18 2007, 11:51 AM
პოსტი
#22
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
lashashar
ციტატა კანონიზირება? სანამ ადამიანის გონებამდე დავა თუნდაც რომელიმე წმინდანის წმინდანად შერაცხვა, უფალს და არსთა გამგებელს დადგენილიც აქვს და ჭერაცხულიც მე ლაშა აი ამ ციტატას ვგულისხმობდი, თეომ, რომ მოიყავან. არ არის საჭირო ასე გადარევა. დრო მოვა და შერაცხავენ წმინდანად. მე, როგორც ვიცი გრიგოლ ხანძთელის ხსენების Dრე დიდი ხანი არ არის, რაც დაადგინეს. მისი დაუჯდომელი დღემდე არ არსებობს. არ დაგავიწყდეს, რომ ეს ის წმინდანი იყო, რომელიც უფალს ნათლის სახით ხედავდა. ასეთები ძალიან ბევრი არ არიან. ციტატა საიდან იცი ეს ნინო? დავიჯერო უფლის განგებულების შეცნობის უნარი შენ ან ერთ ვინმე ცოდვილ ადამიანს გააჩნია? მე არანაირი უნარი არ გამაჩნია, უბრალოდ მისი ცხოვრებიდან, მის საფლავზე მომხდარი სასწაულებიდან და ჩვენი სიყვარულიდან გამომდინარე გამოვთქვი იმედი. ესეც იმიტომ ვთქვი, რომ ხალხი ძალიან განიცდის და ღიზიანდება ჯერ რომ არ არის წმინდანად შერაცხული. ხაზი გავუსვი, რომ ამით მისი მდგომარეობა არ მძიმდება. მისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი. მას ქრისტე უყვარდა და მის გვერდით უნდოდა ყოფნა, იმედს გამოვთქვა, რომ მიაღწია. ჩვენ თუ რაიმე გვჭირდება და რწმენით მივალთ საფლავთან შეწევნაც არ აყოვნებს. ამიტომ, არ არის საჭირო გაღიზიანება და ბრაზი გულში სამღვდელოების მიმართ, რატომ აყოვნებენ წმინდანად შერაცხვასო. ვფიქრობ, ეს ჩვენი საქმე არ არის. როცა დრო მოვა შერაცხავენ. თუ ეს სამღვდელოება არა სხვა. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 04:13 PM
პოსტი
#23
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მამა გაბრიელის სახეს რომ შეხედავ, მაშინვე მიხვდები, რომ ის ნამდვილად იყო კეთილშობილი ადამიანი და ასეთი კეთილშობილი სახის ადამიანი საერთოდაც რომ არ იყოს ქრისტიანული სარწმუნოების მიმდევარი, მე დარწმუნებული ვარ, თავისი სიკეთით დაიმსახურებს უფლის მიერ ცხონებას. ამიტომ მეც მჯერა, რომ მამა გაბრიელი ზეციური საქართველოს მკვიდრია.
მამა გაბრიელის სახე საკმარისია, რომ ყველაფერ მიხვდე, რაც არ უნდა გაცივებული გული გქონდეს... მე მინახავს მსგავსი სახის ადამიანები ჩემს სოფელში, ძირითადად 90 წელს გადაცილებულნი, პატიოსანი ცხოვრების წესით ნაცხოვრები ადამიანები, რომელთაც შეიძლება უკრძალავდნენ აღმსარებლობას, მაგრამ მათ ღმერთიც წამდათ და ქართული სინდის-ნამუსიც. ჩვენ დღეს გაცილებით გაბოროტებული სახეებით დავდივართ ქუჩაში, ვიდრე ჩვენი წინაპრების გულუბრყვილო და კეთილი მზერით გაცისკროვნებული სახეებია. მამა გაბრიელის სახეზე საოცარი უბრალოება და პატიოსნებაა აღბეჭდილი, მისი სახე ყველა სიტყვაზე მეტად ლაპარაკობს. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს მსგავსი მოღვაწეები! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი