![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...
მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს: 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი: 34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც: 14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ნეემია 6 : 14 14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მხევლებთან წოლა ღალატი არ გამოდის? ქევან კარგი ჩაძიებაა, უცნაურიათქო რომ ვიმეორებ ძველი აღთქმა ესაა სწორედ, აქ რაღაც უნდა ამოხვიდე ზოგადი აზროვნებიდან, კონკრეტული შემთხვევის ასახსნელად, ხშირად იდეას უნდა ჩავწვდეთ, განა მარტო მხევლები, მამამთილისაგან რომ დაორსულდა რძალი (თამარი) და ამისათვის არ დაისაჯა, პირიქით სიმრავლე მიეცა, ეს არაა გასაოცი? უბრალოდ ესაა უკიდურესი გამონაკლისები, და ვნახოთ რა იყო მოტივი და მიზანი მხევლების, თამარის და სხვა უცნაურ შემთხვევებში? ვნება? არა! ანუ არ მომხდარა არცერთ შემთხვევაში ურთიერთობა ვნების გამო, ღალატი კი ესაა, ანუ ღალატიც არ მომხდარა, არამედ სწორედ ცოლის შემოთავაზებით, და მხოლოდ ერთიდაერთი მიზნით, გამრავლებისათვის დაეშვა ეს გამონაკლისი, თავად ლევიტანის წესით გამრავლებაც ხომ მიუღებელია ჩვენთვის? ძმამ როგორ უნდა აღადგინოს ძმის თესლი? მაგრამ ეს ადრე იყო, და არ ითვლებოდა რაიმე მრუშობად ან რაიმე ინცესტად, მაშინ მითუმეტეს არც მხევლებთან დაწოლა იქნებოდა მრუშობა, თუკი მისი მიზანი იქნებოდა გამრავლება, მაგრამ ეს ვიმეორებ მხოლოდამხოლოდ ძველ ახასიათებს და ახალ აღთქმაში მსგავსი არაფერია... რაც შეეხება იმ ადგილს აუცილებლად დავძებნი და დავდებ ![]() სალომეაზეც ვისაუბროთ მალე ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 01:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი