სალა ღობო!, კაფიაობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალა ღობო!, კაფიაობა |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 03:52 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მოკლედ, აქ ვაშაიროთ ერთმანეთი ზრდილობიი ფორმებშია. მოდით იუმორით ვუთხრათ ერთმანეთს, როგორი წარმოგვიდგენია ნიკის იქეთ მყოფი ადამიანი. გავეხუმროთ.
კი ყველგანა ვხუმრობთ, ვხალისობთ, ვენამოსწრებობთ, მაგრამა აქ უფრო პირადად ვიხუმროთ, ერთმანეთსა ვეშაიროი... ველაღობოი და ვიფუნდრუკოი... შაირი და ტკბილ-მწარე სიტყვაც ხომ ჩვენი ისტორიაა და მემკვიდრეობა... ამბობენ დეპრესიაი შველისო... ერთი პირობითა: ამ პირველის გარდა ყველა გაურითმავი პოსტი დაექვემდებაროს რეინკარნაცია-დისკვალიფიკაციასა ესეც ეპილოგადაა: ,,შაირობა ოდითგანვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი!'' ალავერდი შენთანა ვაარ: ჰაიტ, შე გლახა! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
marine |
Feb 13 2007, 05:04 PM
პოსტი
#2
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შეხვეწილი
რა ვქნა რომ სატრფო უკვე მყავს, რა მოვუხერხო ამ გულსა, გვერდიდან ის არ მშორდება, ის ატრიალებს ფრანგულსა. -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 05:16 PM
პოსტი
#3
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
ციტატა არა, არ მიცნობთ ქალასა მე ვერ მანახება ძალასა. ჩემი საქმისა თავობა არაერთს უთქვმს კარგადა. t.l. ნახავ როგორი ქალიც ვარ, განახებ თუ ვარ კაციო! ცხვარი გადენე დედალი არ მოგიბრუნდეს ვაციო! ციტატა რა ვქნა რომ სატრფო უკვე მყავს, რა მოვუხერხო ამ გულსა, გვერდიდან ის არ მშორდება, ის ატრიალებს ფრანგულსა. marine არა გშორდება მიჯნური? ერთხელაც გნახო მარტონი ფრანგულის ტრიალს ვასწავლი, თუნდ იყვეს მუხრან-ბატონი! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი