IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ნების თავისუფლება, და ბედისწერა (?) ...
Atman
პოსტი May 25 2009, 07:55 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ჩემი მომდევნო ინტრიგნული კითხვა: თუ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, მაშინ სადღაა ადამიანის ნება? ვთქვათ მე რაღაც გავაკეთე, ეს ჩემი ნება იყო თუ ღმერთის?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი May 31 2009, 04:07 AM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ნების თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი და არსობრივად ადამიანურობის განმასზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.

თავისუფალი ნება

ეკლესიური გაგებით ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და ხშირად იგია საკუთარ მოქმედებაზე, თავის ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებზე პასუხისმგებელი. მარტო ზეციურ დაშვებაზე ან ჩვენგან დამოუკიდებელ გარეშე ფაქტორებზე კი არ არის დამოკიდებული, როგორი იქნება საკუთარი ყოფა, არამედ მასზეც, როგორ არჩევანს გავაკეთებთ: სწორს თუ მცდარს, საითკენ გადავიხრებით, ცოდვილი თუ ღვთისნიერი ქცევისკენ, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო. საკუთარი ცხოვრების წარმართვის სადავეები ჩვენს ხელშიც არის მოქცეული და ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი არის ის, რომ გაგვაჩნია თავისუფალი ნება, ნებისყოფა და თავად განვსაზღვრავთ როგორ გამოვიყენებთ ამ ღვთივბოძებულ უნარს.

ამ ეკლესიურ დაშვებას ერთგვარად ხაზს უსვამს ხალხში საკმარისად გავრცელებული აზრი ბედისწერის გარდუვალობის შესახებ. თითქოსდა მოინდომე, რაც გსურს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, გააკეთე რაც გინდა, დიდად მაინც ვერაფერს შეცვლი, ზემოთ უკვე თავიდანვე იციან, როგორ წარიმართება შენი ცხოვრება, როდის ავად გახდები, ცოდვების ჭაობში ჩაეფლობი თუ ღვთისნიერად იცხოვრებ, რა პროფესიას აირჩევ, ახალგაზრდა წახვალ იმქვეყნად - ტრაგიკულად აღესრულები თუ არა. ასეთუ მსჯელობა ერთი შეხედვით გასაგები და ლოგიკურია, თითქოს რაც ზეცაში სურთ, ის იქნება, ჩვენ განა რა შეგვიძლია, ვის რას შევაცვლევინებთ, ამიტომაც ამგვარი შეხედულებების გავრცელებას მრავლად ჰქონდა კაცობრიობის ისტორიაში ადგილი. ერთ-ერთი მათგანი ეკუთვნის შვეიცარიელ მისტიკოსს კალვინს, რომელიც გამოეყო რა კათოლიკურ სარწმუნოებას, თავისი რელიგიური მოძღვრება შექმნა. ამ მოძღვრების ქვაკუთხედი გახლავთ დაშვება ადამიანის ბედის წინასწარ განსაზღვრულობის შესახებ, რომლის მიხედვითაც ამქვეყნად არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, თავიდანვე არის განსაზღვრული და ისიც კი დაბადებამდე არის ცნობილი, სამოთხეში მოხვდები თუ ჯოჯოხეთში. კალვინის მოძღვრება ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მაგალითია ფატალისტური, ბედის წინასწარგანზრახულობის მაღიარებელი სხვადასხვა მიმდინარეობებისა. ამით ცნობილნი არიან სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებიც, ფეხმოკიდებულია ამგვარი აზრი უბრალო, რელიგიისგან შორს მდგომ ხალხშიც, არც თუ იშვიათად გაიგონებ, რომ ბედისწერას ვერ წაუხვალ. ალბათ ცხოვრების რაღაც წუთებში ეკლესიურად მაცხოვრებლებსაც გაჰკრავთ ასეთი აზრი, რომელიც ერთგვარად ხაზს უსვამს იმას, რომ ადამიანს გააჩნია თავისუფალი ნება და მისით განპირობებულ არჩევანზეც არის დამოკიდებული, როგორ წარიმართება საკუთარი ცხოვრება.

ჩვენს არსებობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული საკუთარი ნებისყოფის, თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება, ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომი ხალხისთვისაც. ამ კანონის შემჩნევა, გაცნობიერება კი საკუთარ და გარშემომყოფთა ყოფაზე დაკვირვების შედეგიცაა, რაზეც, რომც არ მოინდომო, მაინც მიგანიშნებს ცხოვრება. საკმარისად ხშირად ყველას დაუნახავს, გაუგონია, თუ როგორ ისჯებიან მძიმე ცოდვებისთვის. ცოდვების ჩადენა ხომ ადამიანზეა დამოკიდებული. მეზობლის კარები ღია რომ დაინახო, შეხვიდე და გაქურდო, შემდეგ კი ეს ბედისწერას გადააბრალო, თავიდანვე ასე მეწერაო, ყველა სასაცილოდ აგიგდებს და შენც არასერიოზულად ჩათვლი ასეთ ახსნას. თან თუ ღრმად არა აქვს მავნე ჩვევას ფესვები გამდგარი, განსაკუთრებით, როცა პირველად ხდება საძრახისი საქციელის ჩადენა, ჩვეულებრივ დიდ შინაგან ბრძოლას აქვს ხოლმე ადგილი. სინდისი ქეჯნით, ეშინიათ, რცხვენიათ, ყოყმანობენ, გადადგან თუ არა ეს ნაბიჯი, მაგრამ ზოგჯერ ვერ სჯობნიან საკუთარ თავს და სჩადიან უზნეო საქციელს. ამ დროს ნათლად ჩანს, რომ ჩვენზეა, საკუთარ ნებისყოფაზეა დამოკიდებული როგორ მოვიქცევით, დავეცემით თუ არა ცოდვით, შესაბამისად დავისჯებით თუ არა ამის გამო, შემდეგ მოგვეკითხება თუ არა პასუხი.

დიდი წმიდა მამა იოანე ოქროპირი წერს: „თუკი ცუდს და კარგს ბედი აყალიბებს, რატომ არიგებ და აძლევ რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ უსარგებლო და ამაოა? თუკი ბედი აქცევს კაცს ღარიბად ან მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ გამდიდრდე და საქმე ბედს მიანდე. მაგრამ ამას ვერ ბედავ... რატომ სჯი, თუკი ცუდი იმიტომაა, რომ ასეა შექმნილი - ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგან, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი სათნოება არ არის, ბედისწერისაა! აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა?“

ეკლესიურად მცხოვრებ ხალხთან, თუ ოდნავ დაკვირვებული თვალი გაქვს, კარგად შეიმჩნევა ერთი მეტად მნიშვნელოვანი კანონზომიერება: მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ცოდვით დაცემასა და უმეტეს შემთხვევაში მალევე უფლის მიერ დასჯას შორის. ღმერთი მკაცრად სჯის თავის საყვარელ შვილებს და რომ არა ეს, მაშინ ჩვენს სულიერ ზრდას, გამოსწორებას ადგილი არ ექნება. სამწუხაროდ, ადამიანის ბუნება ისეთია, რომ მარტო თეორიულად ვერ სწავლობს, მარტოოდენ ცოდნა არ შველის, რომ ამის გაკეთება ეკლესიურად დაუშვებელია. ხშირად სანამ ამა თუ იმ ცოდვის ჩადენის შემდეგ არ იგრძნობს ზეციური დასჯის მომენტს, კარგად არ მოხვდება არასწორი საქციელისთვის, ფიქრებისთვის, ისე არ სწორდება. ჩვეულებრივ, ყოველი ერთი და იგივე ცოდვით დაცემის შემდეგ იგრძნობა ამა თუ იმ ფორმით სამაგიეროს გადახდის მომენტი და ეს კი მრავალჯერ რომ შეიმჩნევა უკვე ხშირად, იმიტომ კი არ იკავებენ თავს ცოდვისაგან, რომ ასეთი ქმედება ეკლესიურად გაუმართლებელია, არამედ იმიტომ, რომ ეშინიათ ღვთისა. თანდათანობით ეს შიში უფრო და უფრო ღრმავდება, გაცნობიერებული ხდება და მძლავრი საშუალებაა არასწორი, სულისთვის საზიანო სურვილების დაკმაყოფილების წინააღმდეგ. გამოსწორებამდე კი თითქმის ყოველთვის შეიგრძნობა შინაგანი ბრძოლის სიმძაფრე. ცოდვას მომნუსხველი, მაჰიპნოტოზირებელი, მეტად მიმზიდველი ძალა აქვს, თავისკენ გიბიძგებს, მაგრამ შენზეა დამოკიდებული, სძლევ თუ არა მას. ხშირად დიდი ბრძოლა შეიმჩნევა ადამიანის არსებაში ამ დროს და ჩვენს ნებისყოფაზე, თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, რით დამთავრდება ეს პაექრობა. „სასუფეველი ცათა იიძულების“ - ვკითხულობთ სახარებაში და ეს სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

იზიდავს მმარხველს ნუგბარი საჭმელი, მისთვის ამ დროს აკრძალული გემრიელი კერძები, განსაკუთრებით მძიმე ამ მხრივ თანამედროვე სტილით ახალი წლის დღეებია, როცა სუფრაზე ბევრი რამ არის დახვავებული, მაგრამ თავი უნდა შეიკავო და არ დაარღვიო ეკლესიური წესი. მეტად სასტიკი, რთულია მრუშობის ვნებასთან ბრძოლა. განა ადვილია, თვალი არ გააყოლო ლამაზ ქალს, განდევნო გონებიდან ცოდვილი წარმოდგენები, ფიქრები, როცა გსიამოვნებს, გიზიდავს ისინი, დემონური სიტკბოების განმაცდეველია. მრისხანების შემოტევისას ძნელია თავი შეიკავო, არ გამოხვიდე წყობიდან, ხმას არ აუწიო, შეურაცხმყოფელი სიტყვები არ უთხრა სხვას. როგორ გინდა ებრძოლო ვნებებს, ცდუნებებს თუ არა ხშირად ნებისყოფის დიდი დაძაბვა. მძიმეა, რთულია სულიერი ცხოვრება და აქ განსაკუთრებით კარგად ჩანს, თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული.

უნდა ითქვას, რომ თავისუფალი ნების, ნებისყოფის გამოვლინება ცვალებადია და იგი შეიძლება შევადაროთ თოთო ბავშვს, რომელსაც მოვლა სჭირდება. თუ რომელიღაც ვნებას, საცთურს აყევი, შემოუშვი გონებაში ცოდვილი ფიქრები, წარმოდგენები და არ განდევნე ისინი თანდათანობით, ბრძოლა მათთან უფრო და უფრო ძნელი გახდება და ბოლოს შეუძლებელიც კი. ასეთ დროს კარგად ჩანს, თუ როგორ სუსტდება ადამიანის წინააღმდეგობის გაწევის უნარი და ეს, უპირველეს ყოვლისა, იმაში გამოიხატება, რომ სულ უფრო ნაკლებ ნებისყოფის სიმტკიცეს იჩენენ ცოდვის მარწუხებისაგან გასათავისუფლებლად. თუ ერთხელ გამოხვედი წყობიდან, გაღიზიანდი, წარმოთქვი მრისხანე სიტყვები, მეორედ ამას უფრო ადვილად შესძლებ. ასეთ შემთხვევაში თვალშისაცემია, თანდათან როგორ უფრო და უფრო უჭირთ ნებისყოფის დაძაბვა სიმშვიდის შესანარჩუნებლად. და პირიქით, თუ ერთხელ მოერიე თავს, გამოიჩინე ნებისყოფის სიმტკიცე, მერე უფრო გაგიადვილდება იმავე განსაცდელის შემთხვევაში ღირსეულად მოქცევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩავარდნების შემდეგ ხშირად მხოლოდ აღსარებაში მათი თქმის შემდეგ იგრძნობა, რომ უბრუნდებათ წინააღმდეგობის გაწევის ის უნარი, რომელიც დაცემამდე ჰქონდათ თავდაპირველად ამ თუ სხვა ცოდვასთან ბრძოლის მიმართულებით. მხოლოდ მაშინ იწმინდება სული იმ ჭუჭყისგან, დემონური განწყობისგან, რომელიც წინაპირობას, საფუძველს წარმოადგენდა ბოროტი ძალის ზემოქმედებისა ადამიანზე, მაშინ სუსტდება ბოლო დროს განმტკიცებული მიდრეკილება ამა თუ იმ ცოდვისაკენ.

წმინდა მამები, განმარტავენ რა ფსალმუნის სიტყვებს: „ბაბილოვნის ასულო, ნეტარ არს, რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა“, აქ სულიერი ბრძოლის ხერხს ხედავენ. ბაბილონი ჯოჯოხეთია, მისი სიმბოლო, ბაბილონის ჩვილები - ცოდვილი ფიქრები. ნეტარია ის, ვინც კედელზე შენარცხებით მოსპობს მათ, ვინც მაშინვე გაანადგურებს მავნე ფიქრებს. კედელი მაცხოვარს გულისხმობს, იესო ქრისტეს სახელის ძალას. როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ: დასაწყისში ცოდვილი ფიქრი ჩვილივით სუსტია, შემდეგ იგი ბუმბერაზად იქცევა - ჩვევაში გადასულ ცოდვად, რომლისგან განთავისუფლებაც მხოლოდ სხვისი დახმარებით, ეკლესიის ლოცვით შეიძლება. ამ ბოლო ეტაპზე ადამიანის თავისუფალი ნებისგან თითქმის აღარაფერი რჩება.

ეკლესიური სწავლებით, ბოროტ ძალას ნებელობით განცდებზე ზემოქმედების საშუალება აქვს და ეს ხშირად გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს ენერგია ერთმევა, სურვილი უქრება, ვითომდა სამომავლოდ დებს მისთვის მნიშვნელოვან საქმეთა განხორციელებას. ამგვარი სურათი განსაკუთრებით კარგად ეკლესიური წესების შესრულებისას იკვეთება. არცთუ იშვიათად გაიგონებ: აღსარება მინდა ვთქვა და ვერ ვახერხებ, დავაპირებ, მაშინვე რაღაც მიზეზი გამომიჩნდება და ვდებ, მიზეზს კი რა გამოლევს. ან კიდევ: თითქოს ხელს არაფერი მიშლის, მაგრამ მიჭირს ვაიძულო თავი მღვდელთან მისასვლელად, თუმცა სურვილი მაქვს, ამას ვერ ვაკეთებ. ლოცვა ყოველთვის შეიძლება, სადაც არ უნდა იყო და როცა გინდა, რა წინააღმდეგობაა! მაგრამ ზოგჯერ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენაა საჭირო. ვისაც გარკვეული სულიერების გამოცდილება აქვს, მას შეუმჩნევია, რომ მიუხედავად იმისა, რომ იცის, მძიმე წუთებში: სასოწარკვეთილების, უიმედობის შემოტევისას, ნერვიულობისას, გაღიზიანებისას ლოცვის დაწყება მეტად შეუმსუბუქებს მდგომარეობას, მაინც მეტად უჭირს, აიძულოს თავი გააკეთოს ეს, მთელ რიგ შემთხვევებში კი დაგვიანებით ან საერთოდ ვერ ახერხებს ამას. არცთუ იშვიათად შინაგანი პროტესტის განცდაც კი შემოდის ზეციური სამყაროს მიმართ: მე თუ ასე ცუდად ვარ, ეს იმის შედეგია, რომ საჭირო დახმარებას ვერ ვგრძნობ ზემოდან, ილოცე და ამჲთ მიდი და ისევ წადი იმ ძალის შემხვედრი მიმართულებით, ვინც მაინცდამაინც დიდ ყურადღებას არ გაქცევს! ზოგჯერ უნდათ ეზიარონ, ან ახლობელს გააკეთებინონ ეს, თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ბოლო მომენტში ეზარებათ ან სურვილი უქრებათ ამის. სნეული ახლობლის ზიარება სურდათ და მოძღვარს უნდა დაუკავშირდნენ ამისთვის, საქმე საქმეზე რომ მიდგა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდნენ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ავადმყოფისთვის, საოცარი სურვილი გაუჩნდათ, არ დახვედროდათ მღვდელი, ვერ მოეძებნათ იგი. სამწუხაროდ, დამორჩილდნენ ამ აუხსნელ შინაგან სწრაფვას, არ გამოიჩინეს საჭირო ძალისხმევა და ავადმყოფიც უზიარებლად წავიდა ამქვეყნიდან.

მართლმადიდებლური თვალსაზრისით ადამიანთა ორი სახე შეიძლება გამოიყოს დემონური ზემოქმედების მიხედვით: შეპყრობილობის და ეშმაკეულობის მდგომარეობა. შეპყრობილი თითოეული ჩვენგანი ხდება, როდესაც ჩვენს ვნებებს, ცოდვებს გაქანების საშუალებას ვაძლევთ. ამ დროს ბოროტისეულ ვნებას ვემორჩილებით და ვშორდებით უფალს. მაგ. წყობიდან გამოსვლისას, როცა მრისხანებაში ვვარდებით, ხშირად კარგად ჩანს, თუ როგორ ბატონდება ჩვენს არსებაში უცხო, სხვისი ნება. გრძნობ ღიზიანდები, გინდა თავი შეიკავო, ცდილობ, მაგრამ რაღაც ძალა გიჩიჩხინებს, გახსენებს, როგორ გაგაბრაზეს, რა ცუდად მოგექცნენ, როგორი სიტყვები გაკადრეს, გამოიჩინეს უყურადღებობა, მიზეზი ბევრია, ეს ყველაფერი გონებაში გიტივტივდება, ვეღარ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და გამოდიხარ წყობიდან. უხილავი ძალა თავისკენ გეწევა, გიმორჩილებს, გამწყვდევს ცოდვის მარწუხებში, შენც ფეთქდები, თითქოს საკუთარი ნება აღარ არსებობსო, ნებდები უცხო ზემოქმედებას.

მეორე მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. ზოგიერთთან მძიმე ცოდვების, დიდი სიამაყის თუ სხვა მიზეზის გამო უფლის დაშვებით ბოროტი ძალა შედის ადამიანის სხეულში, იქ დაივანებს და რაც სურს, იმას აკეთებინებს. ამ დროს იგი, მთელ რიგ შემთხვევებში დემონური ზემოქმედების შედეგად კარგავს რა ცნობიერებას, ვარდება ისტერიკაში, განსაკუთრებით სიწმინდეებთან (ხატთან, ჯვართან, საზიარებელ ბარძიმთან) ახლოს ყოფნისას, სჩადის მკრეხელურ, უზნეო საქციელს, ბილწსიტყვაობს, ილანძღება, უშვებს ცხოველურ ხმებს, ლაპარაკობს სხვა ადამიანის ხმით. ასეთ დროს სრული მორჩილებაა ეშმაკისეული ნების. შემდეგ თავად რცხვენიათ ამის, მეტად განიცდიან, მაგრამ უძლურნი არიან, წინააღდმეგობა გაუწიონ ბოროტს. მოციქული პავლე ამბობს: „ასეთი კაცნი გადაეცეს სატანას ხორცის დასაღუპავად, რათა სული გადარჩეს ჩვენი უფლის იესოს დღეს“ (1 კორ. 5,5).

ფსიქიატრიიდან სხვადასხვა ნებისყოფის პროცესის დარღვევასთან დაკავშირებული ფსიქიკური აშლილობებია ცნობილი. მაგ. გვხვდება დაავადება „აპრაქსია“, რომლის დროსაც ადამიანი კარგავს ნებისმიერი მოქმედების შესრულების უნარს. თუ ბუნებრივად მომწიფდა, შეუძლია მოიქცეს სიტუაციისდა შესაბამისად, მაგრამ იმავეს ვერ შეძლებს თუ ამის საჭიროება არ არის. შეიკრავს ღილებს შეცივებისას, მაგრამ თავს ძალა რომ დაატანოს და იგივე გააკეთოს სხვისი თხოვნით, როცა ამის საჭიროება არ არის, ვერაფრით მოახერხებს. გამოიყენებს დანა-ჩანგალს სუფრაზე, მაგრამ სხვა სიტუაციაში რომ მოსთხოვო, საკვების მიღების გარეშე გვიჩვენოს მათი ხმარების წესი, ვერ შეძლებს. არის დაავადება „აბულია“, როცა მეტად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება თუ როგორ მოიქცნენ, ხან ერთ მხარეს იხრებიან, ხან მეორე, მოჰყავთ არგუმენტები ამა თუ იმ მიმართულებით, მაგრამ საბოლოო დასკვნას მაინც ვერ აკეთებენ. ყოყმანი გადაწყვეტილების მიღებისას მეტნაკლებად ყველას ახასიათებს, მაგრამ „აბულიის“ დროს ეს ავადმყოფურ ხასიათს იღებს, ვერაფრით ახერხებენ გააკეთონ რაიმე არჩევანი. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ თუ სხვა ფსიქიკურ აშლილობათა დროს საკმარისად მძლავრობს ბოროტი.

როგორც მართლმადიდებლური, ისე ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფსიქიკურ განცდათა ერთ-ერთ ძირითად კლასად ნებელობითი განცდებია მიჩნეული. ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით გამოყოფილია ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს მათ გაჩენას ჩვენს არსებაში. ამ დროს აღნიშნავენ „მე მინდას“ სპეციფიკურ განცდას, სურვილს პიროვნულ სწრაფვას, შეასრულონ მიზანდასახული მოქმედება. შეინიშნება ასევე დაძაბულობის შეგრძნებები, გარკვეული სახის წარმოდგენების გაჩენა ცნობიერებაში. ნებელობით განცდათა თავისებურება მიუთითებს მათ თვითმყოფად, მნიშვნელოვან როლზე ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი, რითაც კაცი განსხვავდება სხვა ცოცხალი არსებებისგან არის ის, რომ მას აქვს ნებელობითი მოქმედების უნარი და არ გახლავთ თავისი იმპულსების მონა. ნებისყოფის დაძაბვით შეუძლია გააკეთოს არა მხოლოდ ის, რაც სურს, არამედ ხშირად საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების სრულიად საწინააღმდეგო, გამომდინარე იქიდან, მიზანშეწონილია თუ არა ეს მისთვის.

ერთგვარი ლოგიკა, თითქოსდა საღი აზრი იგრძნობა იმ დაშვებაში, რომ ყველაფერი, რაც ხდება, ზემოდან იშვება და ადამიანს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. უფალმა იცის თითოეულის წარსული, აწმყო და მომავალი, შეუძლებელია ღმერთმა რაიმე არ იცოდეს და ამით თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვება სრულად ნათლად მიუთითებს თუ რამდენი რამ არის ადამიანზე დამოკიდებული, კერძოდ კი მისი თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. თუ საღად შეაფასებ ამას ყველაფერს მიხვდები, ჩვენი ჭკუა არა მხოლოდ იმაში ვლინდება, ჩავწვდეთ ღვთის არსებობას და მისდა სათნოდ ვიცხოვროთ, არამედ მასშიც გავიგოთ, რომ არ ვართ მარიონეტები და ზეციურ სამყაროში სურთ, ეს კარგად შევიგრძნოთ.

დავით ციცქიშვილი
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგი
„მართლმადიდებლური ფსიქოლოგია“


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
cinemamu   ნების თავისუფლება   May 25 2009, 07:55 PM
VisualBB   cinemamu ღმერთმა მიანიჭá...   May 25 2009, 07:59 PM
cinemamu   ეგ შაბლონური ფრაზ...   May 25 2009, 08:07 PM
VisualBB   cinemamu ადამიანის ნება ...   May 25 2009, 08:12 PM
cinemamu   მაინც ვერ გავიგე კáƒ...   May 25 2009, 08:16 PM
VisualBB   cinemamu მე მგონია, რომ აá...   May 25 2009, 08:18 PM
afxazi   cinemamu ვინ გითხრა რომ áƒ...   May 25 2009, 08:24 PM
cinemamu   ანუ ადამიანს განწá...   May 25 2009, 08:31 PM
VisualBB   ნაცის მოკვლა და ასáƒ...   May 25 2009, 08:33 PM
cinemamu   ანუ ადამიანის არჩე...   May 25 2009, 08:36 PM
afxazi   cinemamu მოდით შევთანხმ...   May 25 2009, 08:37 PM
VisualBB   მემგონი მართალია, áƒ...   May 25 2009, 08:40 PM
cinemamu   ლოგიკურ მსჯელობა...   May 25 2009, 08:45 PM
VisualBB   აქ ვერავინ ვერ დამáƒ...   May 25 2009, 08:46 PM
afxazi   cinemamu მაგალითად? ეკლáƒ...   May 25 2009, 08:45 PM
afxazi   cinemamu გააჩნია ჩვენ ჭáƒ...   May 25 2009, 08:46 PM
VisualBB   ღმერთი სიყვარულია ...   May 25 2009, 08:47 PM
cinemamu   საიდან მოდის სული ...   May 25 2009, 08:50 PM
VisualBB   cinemamu როდესაც უფალმა ...   May 25 2009, 08:51 PM
cinemamu   მე ფრაზაში ღმერთიá...   May 25 2009, 08:52 PM
afxazi   cinemamu სულს ქმნის ღმეáƒ...   May 25 2009, 08:57 PM
cinemamu   მაშინ უნდა განისა...   May 25 2009, 08:57 PM
afxazi   cinemamu კიდევ ერთხელ გáƒ...   May 25 2009, 08:58 PM
cinemamu   ბოლომდე გეთანხმეá...   May 25 2009, 09:00 PM
afxazi   cinemamu მოდი ბევრი რომ áƒ...   May 25 2009, 09:03 PM
cinemamu   ინტუიცია + ერუდიცი...   May 25 2009, 09:06 PM
ავგუსტინე   cinemamu ნების პრობლემა...   May 25 2009, 09:08 PM
afxazi   cinemamu აბა მაშ აზრი აქá...   May 25 2009, 09:08 PM
ავგუსტინე   როგორ არ აქვს, სახáƒ...   May 25 2009, 09:10 PM
cinemamu   აბა რა აზრი აქვს საá...   May 25 2009, 09:16 PM
ავგუსტინე   +1 სიყვარული ყველაáƒ...   May 25 2009, 09:17 PM
cinemamu   +2 ეს ფორუმი უფრო მáƒ...   May 25 2009, 09:30 PM
ნაინა   cinemamu თემას არ დაგიხáƒ...   May 25 2009, 09:34 PM
მხევალი ნინო   cinemamu ამბობენ ყველაáƒ...   May 25 2009, 09:38 PM
cinemamu   ანუ ხან ემთხვევა áƒ...   May 25 2009, 09:45 PM
VisualBB   მაინც ჯობია სასული...   May 25 2009, 09:49 PM
cinemamu   ამ ფორუმზე ხომ არáƒ...   May 25 2009, 09:51 PM
მხევალი ნინო   cinemamu რაც არ უნდა იყáƒ...   May 25 2009, 09:53 PM
VisualBB   http://church.ge/index.php?showforum=31 აქ áƒ...   May 25 2009, 09:54 PM
ავგუსტინე   უფალს შევთავაზოთ á...   May 25 2009, 09:58 PM
cinemamu   დავსვი მანდაც შეკი...   May 25 2009, 09:59 PM
ავგუსტინე   კარგი მოცლილი ვინá...   May 25 2009, 10:01 PM
cinemamu   არადა ამ ყველაფერს...   May 25 2009, 10:02 PM
ავგუსტინე   არანაირი ნორმალუáƒ...   May 25 2009, 10:05 PM
მხევალი ნინო   cinemamu მოოუსმინე მერá...   May 25 2009, 10:05 PM
cinemamu   რად გინდა მანდ ძებ...   May 25 2009, 10:06 PM
მხევალი ნინო   cinemamu მთავარია პრობá...   May 25 2009, 10:07 PM
ავგუსტინე   არა, უდავოდ საყვაáƒ...   May 25 2009, 10:10 PM
cinemamu   რელიგიებზე მეტად ...   May 25 2009, 10:14 PM
ავგუსტინე   მრავალ მათგანს ვიá...   May 25 2009, 10:17 PM
cinemamu   ბედნიერი კაცი ხარ...   May 25 2009, 10:21 PM
ავგუსტინე   ეჰ, რომ იცოდე რა შეá...   May 25 2009, 10:22 PM
cinemamu   მოდი ერთ კითხვაზე ...   May 25 2009, 10:26 PM
ავგუსტინე   არ ვიცი რა არის აწáƒ...   May 25 2009, 10:32 PM
cinemamu   არ გეწყინოს მაგრაá...   May 25 2009, 10:35 PM
ავგუსტინე   cinemamu "the secret" ნანახáƒ...   May 25 2009, 10:36 PM
cinemamu   ავგუსტინე კარგი ფáƒ...   May 26 2009, 09:30 AM
cinemamu   ხალხო თქვენი აზრით...   May 29 2009, 10:05 AM
მნათე   რა "აქ და ახლა" áƒ...   May 29 2009, 12:51 PM
cinemamu   საკუთარი თავის შეá...   May 29 2009, 10:12 PM
BOO   ჩემი მომდევნო ინტáƒ...   May 30 2009, 01:46 PM
cinemamu   კი მაგრამ გვაქვს სáƒ...   May 30 2009, 02:28 PM
BOO   ყველანი ცოტ-ცოტა შ...   May 30 2009, 02:50 PM
KAIROS   ნების თავისუფლება ...   May 31 2009, 04:07 AM
cinemamu   აქ ცოდვის შერჩენა...   May 31 2009, 08:32 AM
cinemamu   პ.ს. თუ ბედისწერა არ...   May 31 2009, 08:48 AM
KAIROS   მოდი შეეშვი ხო ეკლá...   May 31 2009, 08:25 PM
cinemamu   კარგი. აღარ ვკამათáƒ...   May 31 2009, 09:23 PM
KAIROS   იმდენად რამდენადა...   May 31 2009, 11:38 PM
cinemamu   სოფიზმ :D   Jun 1 2009, 06:10 AM
KAIROS   ნწუ, დოგმატ :D "ეკლ...   Jun 1 2009, 11:10 AM
cinemamu   ზომიერი ზღვარი უნდ...   Jun 1 2009, 03:31 PM
KAIROS   ნუ არ ეშვება მართლá...   Jun 1 2009, 09:16 PM
cinemamu   შენ გადამრევ მე :D á...   Jun 2 2009, 07:18 AM
KAIROS   ვააახ :D მდას... კითხá...   Jun 2 2009, 11:58 AM
cinemamu   იმდენად მაინც ვიცá...   Jun 2 2009, 08:26 PM
KAIROS   ა, ელაპარაკე ახლა ა...   Jun 2 2009, 10:02 PM
ნაინა   cinemamu KAIROS მე მომწონს თá...   Jun 2 2009, 10:10 PM
KAIROS   ეგ სინამამუს დამსა...   Jun 2 2009, 10:14 PM
cinemamu   არადა მანდილს უნდ...   Jun 3 2009, 06:31 AM
ნაინა   KAIROS :D cinemamu აჰა, ახალი áƒ...   Jun 3 2009, 07:19 AM
cinemamu   მექნება შენი იმედá...   Jun 3 2009, 08:04 AM
KAIROS   ფრანცისკოს მე რომ áƒ...   Jun 3 2009, 12:11 PM
cinemamu   დოგმა ყველა შემთხვ...   Jun 3 2009, 12:44 PM
KAIROS   ეგ კი, იმიტომ რომ რáƒ...   Jun 3 2009, 01:03 PM
cinemamu   ღმერთი არსებობაზáƒ...   Jun 3 2009, 01:06 PM
KAIROS   :D კარგი მერე დაგიწáƒ...   Jun 3 2009, 01:07 PM
cinemamu   არააა გმადლობ, შეáƒ...   Jun 3 2009, 03:08 PM
KAIROS   მაგითვის რად მინდáƒ...   Jun 3 2009, 11:53 PM
cinemamu   ნაინაააა მიშველეეá...   Jun 4 2009, 12:14 AM
ნაინა   cinemamu რაო, საჭიდაოდ გá...   Jun 4 2009, 12:16 AM
ქევანა   ჭიდაობას რა უნდა, ფá...   Jun 4 2009, 12:20 AM
KAIROS   წესებს არ დავარღვე...   Jun 4 2009, 01:36 AM
cinemamu   ვედები არ უარყოფე...   Jun 4 2009, 10:33 AM
KAIROS   :D ეგ არ გინდა :D მაგა...   Jun 4 2009, 01:25 PM
cinemamu   ქვეცნობიერს ახსოá...   Jun 4 2009, 04:06 PM
cinemamu   ეს ვისაც აინტერესე...   Jun 4 2009, 04:38 PM
cinemamu   სხვათა შორის ნების...   Jun 4 2009, 05:44 PM
cinemamu   დაწერეთ ვინმემ რამ...   Jun 4 2009, 07:27 PM
cinemamu   კაიროს, სიტყვებს ცáƒ...   Jun 4 2009, 09:18 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th October 2026 - 07:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი