![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#1
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ჩემი მომდევნო ინტრიგნული კითხვა: თუ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება, მაშინ სადღაა ადამიანის ნება? ვთქვათ მე რაღაც გავაკეთე, ეს ჩემი ნება იყო თუ ღმერთის?
-------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
Atman |
![]()
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 ![]() |
ციტატა ჩვენს არსებობაზე დაკვირვება ნათლად მიუთითებს, თუ რამდენი რამ არის დამოკიდებული საკუთარი ნებისყოფის, თავისუფალი ნების გამოვლინებაზე. ცოდვა არავის შერჩენია, ადრე თუ გვიან ყველას მოეკითხება, ბევრისთვის ეს ცხოვრების დაუწერელი კანონია, მათ შორის რელიგიისგან შორს მდგომი ხალხისთვისაც. აქ ცოდვის შერჩენა არშერჩენაზე არაა ლაპარაკი. მე თუ ვიღაცას ვცემ მეც მცემს ვიღაც, ეს გარდუვალი კანონია, მაგრამ მთავარია ამას როგორ შევხედავ. ზოგს არ უყვარს და ეშინია ჩხუბის, ზოგისთვის ეს სპორტია, ზოგს საერთოდ სიამოვნებს კიდეც რომ ცემენ ![]() ![]() ციტატა როგორც მართლმადიდებლური, ისე ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით ფსიქიკურ განცდათა ერთ-ერთ ძირითად კლასად ნებელობითი განცდებია მიჩნეული. ფსიქოლოგიური კვლევა-ძიების მიხედვით გამოყოფილია ის თავისებურებები, რომლებიც ახასიათებს მათ გაჩენას ჩვენს არსებაში. ამ დროს აღნიშნავენ „მე მინდას“ სპეციფიკურ განცდას, სურვილს პიროვნულ სწრაფვას, შეასრულონ მიზანდასახული მოქმედება. ფსიქოლოგია ძალიან ვიწროდ ხედავს მოვლენებს და მითუმეტეს ადამიანის ქვეცნობიერს. თანაც ეკლესიას არ აქვს უფლება ფსიქოლოგია მოიშველიოს დამამტკიცებელ არგუმენტად, იმიტომ რომ რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიისვე მტკიცებულებებს არ ითვალისწინებს. თუ ხართ მეცნიერებასთან ბოლომდე იყავით, როცა გაწყობთ ეგრე სადაა ![]() ციტატა მართლმადიდებლური თვალსაზრისით ადამიანთა ორი სახე შეიძლება გამოიყოს დემონური ზემოქმედების მიხედვით: შეპყრობილობის და ეშმაკეულობის მდგომარეობა. შეპყრობილი თითოეული ჩვენგანი ხდება, როდესაც ჩვენს ვნებებს, ცოდვებს გაქანების საშუალებას ვაძლევთ. ამ დროს ბოროტისეულ ვნებას ვემორჩილებით და ვშორდებით უფალს. მაგ. წყობიდან გამოსვლისას, როცა მრისხანებაში ვვარდებით, ხშირად კარგად ჩანს, თუ როგორ ბატონდება ჩვენს არსებაში უცხო, სხვისი ნება. გრძნობ ღიზიანდები, გინდა თავი შეიკავო, ცდილობ, მაგრამ რაღაც ძალა გიჩიჩხინებს, გახსენებს, როგორ გაგაბრაზეს, რა ცუდად მოგექცნენ, როგორი სიტყვები გაკადრეს, გამოიჩინეს უყურადღებობა, მიზეზი ბევრია, ეს ყველაფერი გონებაში გიტივტივდება, ვეღარ ახერხებ სიმშვიდის შენარჩუნებას და გამოდიხარ წყობიდან. უხილავი ძალა თავისკენ გეწევა, გიმორჩილებს, გამწყვდევს ცოდვის მარწუხებში, შენც ფეთქდები, თითქოს საკუთარი ნება აღარ არსებობსო, ნებდები უცხო ზემოქმედებას. ჯობდა ავტორს აქ მოეშველებინა ფსიქოლოგია და არა ეშმაკები. დიალექტიკის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ! ![]() -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 05:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი