![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
neo |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
მოკლედ რისი თქმა მინდა,
სხვადასხვა საიტებზე სესვლისას ინტერენტი ხსნის ეგრედ წოდებულ ,,პოპაპ"-ებს, და იყრება ხოლმე პორნოგრაფიული საიტები, ერთხელ ისეთ ბიძურ საიტზეც არმოვჩნდი სადაც ბავშვებზე იყო ფოტოები... ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ეს მიმართულება მეტნაკლებად გარკვეული საკანონმდებლო ნორმებით რეგულირებულია... ხომ არ შეიძლება ახალგაზრდა მართმადიდებელთა გაერთიანებამ თხოვნით მიმართოს საპატრიარქოს, რომ საპატრიარქომ შემდეგ სახელმწიფოსგან მოითხოვოს ადეკვატური ყურადრება... კარგი იქნებოდა თუ ევროპულ კანონმდებლობას გამოვიძიებდით ამ კუთხით და მაგალითისათვის მიმარტვაში ავსახავდით... მესმის რომ ასე ამოცანა ვერ გადაიჭრება მაგრამ, ნაწილობრივ მაინც შეიცვლება სიტუაცია... ეჭვი მაქვს საპატრიარქო კრიტიკულად ვერ აღიქვავს ამ პრობლემას... არასერიოზული ხალხი ნუ დაპოსტავთ -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
neo
ციტატა ეჭვი მაქვს საპატრიარქო კრიტიკულად ვერ აღიქვავს ამ პრობლემას... ცხადია საპატრიარქო კრიტიკულად უყურებს ამ პრობლემას, ან კი როგორ შეიძლება ამას სხვანაირად შეხედო? უბრალოდ, ზოგადად ინტერნეტს და ვირტუალურ სივრცეს არასათანადო ყურადღება ექცევა, როგორც საპატრიარქოს, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, რაც 21 საუკუნეში აშკარა შეცდომაა. დღეს ჩვენი თაობები, პრაქტიკულად ინტერნეტში და კომპიუტერში შემძვრალები იზრდებიან. ეს განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრებ მოზარდებს ეხებათ, რომელთაც არ აქვს საშუალება, თავიანთი ენერგია ბუნებაში გახარჯონ. ეს არასწორია, არ შეიძლება ამხელა დოზებით კომპიუტერი, ყველაფერს აქვს თავისი ზომა-წონა. ამ ინტერნეტში კი ზღვა მასალა ყრია, დიახ ყრია, განსაკუთრებუთ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რასაც არანაირი ყურადღება არ ექცევა. არის საიტები, სადაც მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები და პორნოგრაფია ერთად დევს. ბავშვი რომელიც თამაშის გადმოწერის მიზნით შედის იმ საიტზე, ის თვალს მოკრავს ისეთ სურათებს, რაც მისი ფსიქიკისათვის საზიანოა. განსაკუთრებით, როცა მშობლები ბავშვებს ყურადღებას არ აქცევენ, "იყოს ინტერნეტში, კომპიუტერს მაინც ისწავლისო და ქუჩაში არ იქნებაო"-ს პრინციპით და საკუთარ ოთახებში აქვთ მოზარდებს კომპიურეტი, არც ამას მივესალმები მე პირადად მოზარდის გარკვეულ ასაკამდე. ბავშვს ინტერესი აქვს და ამას ვერ შეცვლი, ყველა მოზარდი ცნობისმოყვარეა და ჩვენი, თითოეული ჩვენთაგანის და პირველ რიგში სახელმწიფოს ვალია, ცენზურა დააწესოს და გააკონტროლოს მეტ-ნაკლებად მაინც ქართული ინტერნეტ სივრცე. ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა არსებობდეს ე.წ. შერეული და ყველაფრის მომცველი ვიდეო საიტები. რომ მშობელმა იცოდეს, აი ეს საიტი ჩემი შვილისთვის არ შეიძლება და დავბლოკავო, ეხლა რას დაბლოკავ, ყველგან ყველაფერია. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:23 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი