სალა ღობო!, კაფიაობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სალა ღობო!, კაფიაობა |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 03:52 PM
პოსტი
#1
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მოკლედ, აქ ვაშაიროთ ერთმანეთი ზრდილობიი ფორმებშია. მოდით იუმორით ვუთხრათ ერთმანეთს, როგორი წარმოგვიდგენია ნიკის იქეთ მყოფი ადამიანი. გავეხუმროთ.
კი ყველგანა ვხუმრობთ, ვხალისობთ, ვენამოსწრებობთ, მაგრამა აქ უფრო პირადად ვიხუმროთ, ერთმანეთსა ვეშაიროი... ველაღობოი და ვიფუნდრუკოი... შაირი და ტკბილ-მწარე სიტყვაც ხომ ჩვენი ისტორიაა და მემკვიდრეობა... ამბობენ დეპრესიაი შველისო... ერთი პირობითა: ამ პირველის გარდა ყველა გაურითმავი პოსტი დაექვემდებაროს რეინკარნაცია-დისკვალიფიკაციასა ესეც ეპილოგადაა: ,,შაირობა ოდითგანვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი, კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი, გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი!'' ალავერდი შენთანა ვაარ: ჰაიტ, შე გლახა! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
ნიკოლოზ_V |
Feb 13 2007, 06:16 PM
პოსტი
#2
|
მეფე ჯგუფი: Members პოსტები: 3,664 რეგისტრ.: 26-September 06 მდებარ.: London წევრი № 221 |
შეხვეწილი
არ მაეშვები მაგ ბავშვსა?!! იცოდე დაგიგებ ხაფანგსა, და ვინც ხაფანგში ებმევა ვეგარ წასულა ლაღადა. ნუ დაიმედებ თავსაო არ გამოგივა მართლაო, ჯობია დაამუხრუჭო მიხედე საკუთარ თავსაო. იცოდე მეფე ფიცხია, არ გააბრაზო ფრთხილადა გავაგრძელოთ pm_ში? -------------------- ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს! |
შეხვეწილი |
Feb 13 2007, 06:28 PM
პოსტი
#3
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მეფე-სეფეს ნიკოლოზს თათი უნდებავ? მე ვარ მურმანის ეკალი?! ხელს არ შეგიშლით ჭირიმე ქალისთვის ვის შევეკალი?! ქარი ვარ ლაღი, უკადრი! ხაფანგით, როგორ მიჭერო! ჩვენ შორის ყოვლი გათავდა, თუ გინდა არ დაიჯერო აწი შენია ეგ ქალი, კარგად უთოხნე ძირიო, არ ვარ მურმანის ეკალი, ვტყუოდე - მომხვდეს ჭირიო! -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 01:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი