სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| guest |
Jun 4 2009, 01:07 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ამ თემის გახსნა ამ განყოფილებაში გადავწყვიტე, რამდენადაც ახლოს არის ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან.
ჩემი აზრით, ჯანმრთელი ორგანიზმი, ჯანსაღი სხეული ნებისმიერი ასაკის პიროვნებისთვის აქტუალურია. ამ თემაში ვისაუბროთ სხეულის გაჯანსაღების მეთოდებზე, გავიუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები, მივცეთ ერთმანეთს რჩევები , დავსვათ კითხვები და მსგავსი. მე შევეცდები დავიწყო სურათებით, სადაც თვალნათლივ ჩანს ვარჯიშების სახეობები, რომლებიც საჭიროა მუცლის კუნთების განვითარება-გამაგრებისთვის. ასევე მეტად ეფექტურია ჭარბი წონის დაკლების დროსაც. ამ სურათებზე ძირითადად მოცემულია ვარჟიშები ტრენაჟორებზე, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, სახლის პირობებშიც შეიძლება ბევრი მათგანის გაკეთება, ტრენაჟორების კუსტარული , სხვა მეთოდებით შეცვლით. ძირითადად ქალებითვის არის აქ ნაჩვენები ამ სახის ვარჯიშები, მაგრამ ეს სრულიად იდენტურია მამაკაცებისათვისაც. პ.ს. მე შემიძლია შემოგთავაზოთ მსგავსი სურათები ასევე ხელების, ბეჭების, მკერდის, ზურგის, ფეხების, საჯდომის კუნთებისთვის. ბევრი მათგანი დაკავვშირებულია ძალოსნურ ვარჯიშებთან, მაგრამ თუ მივდევრობით მივყვებით, არც გირები და არც შტანგები, თუნდაც ტურნიკი სიძნელეს არ წარმოადგენს. დამწყებთათვის ჩემი რჩევა იქნება ვარჯიშების დაწყებამდე აფთიაქში შეიძინონ მაგნეზიუმის ტაბლეტები ან კომბინაცია მაგნეზიუმ+კალიუმი , რომელიც ხელს უწყობს მუსკულატურის და ნერვული სისტემის განვითარებას და თავიდან აცილებული იქნება არასასიამოვნო დაჭიმვები ან კიდურების დაკრუნჩხვები, მყისების თუ კუნთების ტკივილი. მოკლედ, ეს აუცილებლობაა და არავის არ ვურჩევ ამ პრეპარატის გარეშე ამ სახის ტრენინგზე შეჭიდებას პ.ს.ს. სურათებზე თუ კითხვები გაჩნდება, გიპასუხებთ, დავნომრავ ამისთვის წინასწარ. რაც დაუშვებელია, ისინი თვით სურათზე არის დატანებული და ვგონებ კომენტარებს არ საჭიროებს. სურ. 1 აჩვენებს სწორედ მუცლის კუნთებს, რომლიც ძლიერდება ამ ვარჯიშების ინტენსიური შესრულების შემდეგ. სურათები, რომლებიც ტრენაჟორის გარეშე შესასრულებელია, თავისუფლად შეიძლება გააკეთოთ სახლის პირობებში. დროს მნიშვნელობა არ აქვს. როცა მოგიხერხდებათ და როდესაც გაგახსენდებათ ![]() სურ.1 ![]() სურ.2 ![]() სურ.3 ![]() სურ.4 ![]() სურ.5 პ.ს. სოლჯერს ვთხოვ დაპოსტოს რაიმე, რომ შევძლო სურათების დადების გაგრძელება . |
![]() ![]() |
| subterranean |
Jun 4 2009, 01:26 AM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
ჩემი სხეული არც ისე დიდი წონისაა =)) მაგრამ არც მაინცდამაინც მუსკულები მაზის ხელებზე რომ ავქაჩო
|
| guest |
Jun 4 2009, 04:28 AM
პოსტი
#3
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მოკლედ, წინა პოსტი დაიკარგა, კაიროსს რომ ვუპასუხე
-----ბოდიშს მოვიხდი და ახალად დავპოსტავ --- კაიროს, ესაა სწორედ პრესის ვარჯიშები. სმა-ჭამა აქვე განვათავსოთ, ეხება თემას და ჩემი და ჩემი ბიჭების გამოცდილებიდან ბევრის დაწერა შემიძლია ასე თუ ისე. სხვებიც შემოგვიერთდებიან. რაც შეეხება ამ ვარჯიშებს, ერთი დღის შემდეგაც თვალნათლივ იგრძნობთ, როგორ გაუმჯობესდება საჭმლის მონელების სისტემა, დამიჯერეთ, შემიძლია დავიფიცო , ნაწლავი ხდება "ელასტიური", ამას აუცილებლად შენიშნავთ. სურათებზე ტრენაჟორებმა არ დაგხიოთ უკან, რამდენიმეა უტრენაჟორო და ისინი გააკეთეთ, სულერთია როდის და რამდენჯერ დღეში smile.gif ქალებს ნუ უყურებ ალმაცერად biggrin.gif იგივეა მამაკაცებისთვისაც, სრულიად იდენტურია. ------------------------- ჭარბი წონის შემთხვევაში ბევრი ჩვენგანი მიმართავს სხვადასხვა დიეტას და ძალიან ხშირად ასევე შიმშილს. ეს უკანასკნელი ყოვლად დაუშვებელია ელემენტარული მიზეზის გამო: ცხადია, უჭმელობა იწვევს წონის დაკლებას, მაგრამ არა პრობლემატურ ადგილებზე, არამედ სწორედ იქ, სადაც არ არის აუცილებელი. სხეულს სჭირდება ენერგია და როდესაც მას ეს საკვების სახით საკმარისად არ მიეწოდება, ის კუნთებისგან იღებს ამ ენერგიას, ენერგიის წვა ხდება კუნთების ენერგიის ხარჯზე და რაც შეეხება მაგალითად მუცლის ქონს, ამას ორგანიზმი რაღაც დაპროგრამებულივით რეზერვად ინახავს უფრო "მძიმე შემთხვევების" დროს. ამიტომაც სრულიად უჭმელობა იმ შედეგეს არ იძლევა, რაც ჩვენ გვსურს: ხდება კუნთები ატროფირებული და მუცლის ქონი თითქმის ადგილზეა მაინც თავიდან შევჩერდები ე.წ. ბალასტურ ნივთიერებებზე (მგონი ასეა ქართულად). ამ მეტად საჭირო ნივთიერებას შეიცავს ძირითადად მცენარეული საკვები: შავი და მარცვლიანი პური, მიწის თხილი, ქიშმიში, ქერი, ქლიავის ჩირი, მოხარშული "გაროხი", ლეღვის ჩირი, მაკარონი დამზადებული "შავი" ფქვილისგან, მუსლი და სხვა. რას აკეთებს ახლა ეს ნივთიერება კაის 1. ორგანიზმში "ახვევს" ყოველგვარ შხამიან და მავნე ნივთიერებას, რომელიც საკვებთან ერთად გადადის ნაწლავში და შემდეგ გამოიყოფა; 2. მალე ანაყრებს და ამით ხდება სხეულის წონის რეგულირება; 3. არეგულირებს ასევე ქოლესტერინს (სისხლის ცხიმი) და შაქარს სისხლში; 4. წარმოადგენს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სასარგებლო ბაქტერიიისთვის ხელსაყრელ ნიადაგს და ამით ხელს უწყობს ნაწლავის ჯანმრთელი ფლორის არსებობას. 5. აჩქარებს და აწესრიგებს საჭმლის მონელებას. ერთი კლასიკური მაგალითი აუცილებელი რაოდენობით (40 გ) ბალასტური ნივთიერების მიღებისა: ----------------------------- 5 ნაჭერი მარცვლიანი შავი პური (250g) -> 20g 3 კარტოფილი (200g) -> 3,5g 1 გაუთლელი ვაშლი (150g)-> 3g , 1 მსხალი (150g) -> 5g, ჟოლო (50g) -> 2,5g მოხარშული ლობიო (150g)-> 3,5g სალათი სიმინდით(120g) -> 2,5g -------------------------------- აუცილებელი ოქროს კანონი : საკმაო რაოდენობით სითხე! სურათზე ნაჩვენებია სპორტის დროს განსაკუთრებით რომელი აუცილებელი ნივთიერებები უნდა მივიღოთ და რომელი პროდუქტი შეცავს მათ: ![]() 1. მარცვლეული, კარტოფილი - ნახშირწყლები, ბალასტური ნივთიერებები, ცილები, ვიტამინი B; 2. რძის პროდუქტები - კალციუმი, ცილები, ვიტამინი B; 3. თევზი, ხორცი, კვერცხი - ცხიმები, ცილები, რკინა, ვიტამინი D, იოდი; 4. ცხიმები, ზეთები - ცხიმმჟავები (მგონი ასეა ქართულად), ვიტამინები; 5. ბოსტნეული, პარკოსნები - ვიტამინები, ცილები, ბალასტ. ნივთ., ნახშირწლები, მინერალები; 6. წვენები - მინერალები, სითხე; 7. ხილი - ვიტამინები, მინერალები. წონის რეგულირებისათვის (და ისედაც აუცილებელია) მეტად გამოსადეგია , თუ ჩვეულებრივ ცხიმებს, როგორიცაა კარაქი, მარგარინი, სუფრის ზეთი ჩვეულებრივი და მსგავსებს ჩავანაცვლებთ ზეითუნის ზეთით, სპეციალური მცენარეული ზეთით ასევე, რომელიც ქოლესტერინს არ შეიცავს და ე.წ. ომეგა3 სახის ზეთით ( ამ უკანასკნელს ორგანიზმი მხოლოდ გარეგანი მიწოდებით იღებს,უხვადაა თევზში და შეიცავს აგრეთვე ზოგიერთი მცენარეც), ეს ზეთები იყიდება თითქმის ყველა დიდ სუპერმარკეტში. ჩემი რჩევა იქნება, მითუფრო მაღალი წნევა მიდრეკილებისათვის და ასევე მათთვის, ვისაც ქოლესტერინი მომატებული აქვს (და ჯანმრთელსაც არ ვნებს წესით) ჩვეულებრივი სუფრის მარილი (ნატრიუმქლორი) შეცვალოს კალიუმის მარილით ანუ კალიუმის ქლორიდით, იმედია საქართველოში იყიდება ეს პრეპარატი, გემო იგივეა. კალიუმიანი მარილი შეიცავს ორგანიზმისათვის საჭირო ნატრიუმსაც და ასე რომ, წესით ყველასთვის განკუთვნილია. პ.ს. შემდგომში დავწერ რეცეპტებსაც, რომელიც მეტად ეფექტურია და ასევე ორგანიზმსაც ამარაგებს აუცილებელი რაოდენობა საჭირო ნივთიერებით, თუმცა არ ხდება ზედმეტი ცხიმის შექმნა ორგანიზმში. პ.ს.ს. ვისაც სურს სასწრაფო წესით გააუმჯობესოს საჭმლის მონელება ან მიდრეკილია შეკრულობისკენ, შეუძლია სასწრაფოდ გამოსცადოს უშაქროდ დამზადებული ქლიავის ჩირი და მირთმევის შემდეგ დააყოლოს მინიმუმ 200 გრამი წყალი. ნაწლავის მოქმედება რამდენიმე წუთში გარანტირებულია, თან ბუნებრივი მეთოდებით, ხდება მისი გაწმენდა და ტაქტში მოყვანა. |
staywhite ჯანმრთელი სხეული - ვარჯიშები, Jun 4 2009, 01:07 AM
Soldier http://img208.imageshack.us/img208/1545/65968280.j... Jun 4 2009, 01:13 AM
staywhite გაგრძელება :
http://img10.ima... Jun 4 2009, 01:17 AM
staywhite ჭარბი წონის შემთხვ... Jun 4 2009, 01:32 AM
subterranean აუ რჩევა მომეცით ხ... Jun 4 2009, 01:16 AM
staywhite
აუ რჩევა მომეცით ხ... Jun 4 2009, 01:22 AM
likka წინა ვარჯიშიდან ის... Jun 4 2009, 01:19 AM
KAIROS
სწორედ გუშინ ვფიქ... Jun 4 2009, 01:27 AM
staywhite
სწორედ გუშინ ვფიქ... Jun 4 2009, 04:14 AM
თემო მუცლის პრესის ვარჯ... Jun 4 2009, 10:36 AM
Giorgi- staywhite
ძალიან კარგი თ... Jun 4 2009, 11:04 AM
ქევანა staywhite
:მპუა: კარგი თემ... Jun 4 2009, 11:16 AM
subterranean ოო დღეს მქონდა მაგ... Jun 4 2009, 06:01 PM
Adam აქ კვების რეჟიმი წ... Jun 4 2009, 10:14 PM
სარდიონ ეს რა უჟასებია? Jun 5 2009, 10:27 PM
ნაინა სარდიონ
ვისთვის უ... Jun 5 2009, 10:34 PM
Adam რამე კოკტეილი რომ ... Jun 5 2009, 11:03 PM
staywhite Adam
დავწერ კოქტეილე... Jun 6 2009, 10:40 AM
poligloti ჰოო ეს მართლა კარგ... Jun 6 2009, 10:59 AM
staywhite poligloti
ძალიან კარგია ... Jun 8 2009, 01:59 AM
staywhite რამდენადაც სურათე... Jun 18 2009, 06:12 PM
subterranean ეს ორი დღეა ვვარჯი... Jun 18 2009, 07:18 PM
staywhite subterranean
ყოჩაღ :მპუა: შ... Jun 20 2009, 01:45 AM
staywhite აქ არ აქტიურობენ, მ... Jun 20 2009, 06:15 PM
subterranean staywhite
გვერდით თემაში... Jun 20 2009, 07:07 PM
staywhite subterranean
ძალიან გამიხ... Jun 20 2009, 07:25 PM
subterranean
subterranean
თუ შენ სპორტუ... Jun 21 2009, 06:00 PM
tinatin* მე მაგალითად ყოველ... Jun 21 2009, 02:54 PM
subterranean ისე მგონი დილით ვა... Jun 21 2009, 05:58 PM
staywhite tinatin* :ყვავილები:
ჩვე... Jun 21 2009, 06:00 PM
tinatin*
tinatin* :ყვავილები:
ჩვე... Jun 22 2009, 11:03 AM
staywhite subterranean
სა ნახე შენი ზ... Jun 21 2009, 07:34 PM
subterranean
subterranean
სა ნახე შენი ... Jun 21 2009, 09:38 PM
kato_Bato staywhite
მაინტერესებს.
... Jun 21 2009, 09:38 PM
kato_Bato staywhite
ნანა, რამდენი დ... Jun 22 2009, 01:59 PM
staywhite kato_Bato
გეიხარე, კატ :) თ... Jun 22 2009, 03:05 PM
staywhite აქ მოვიყვან გერმან... Jun 22 2009, 04:17 PM
staywhite ტიპიური კვირეული ს... Jun 22 2009, 05:16 PM
subterranean დღეს გვქონდა კიდევ... Jun 22 2009, 06:52 PM
staywhite subterranean
რამდენია მან... Jun 22 2009, 07:08 PM
subterranean 1 კმც გვარბენინეს, 400... Jun 22 2009, 07:13 PM
iako უფ რა კარგ თემას მი... Jun 23 2009, 01:54 AM
ნაინა iako
ნანას სუფრებზე ი... Jun 23 2009, 02:51 AM
staywhite iako
:D ნუ, ახლა სტუმრე... Jun 23 2009, 01:16 PM
iako გაიახარე ნანა, დავ... Jun 23 2009, 05:33 PM
kato_Bato ნანა ყველაფერი როგ... Jun 23 2009, 05:35 PM
staywhite kato_Bato
იცოცხლე, კატო ... ... Jun 23 2009, 05:40 PM
kato_Bato staywhite
:)
:*
სულ მაქეთ რო... Jun 23 2009, 05:40 PM
staywhite kato_Bato
უფლის შეწევნით... Jun 23 2009, 05:42 PM
staywhite დავწერ კიდევ რამდე... Jun 24 2009, 02:06 PM
subterranean დაახლოებით 7 კილო რ... Jun 24 2009, 07:25 PM
staywhite subterranean
ხორცი არ არის ... Jun 24 2009, 07:33 PM
subterranean დიდი მადლობა რჩევი... Jun 24 2009, 07:38 PM
staywhite subterranean
თუნდაც კარაქ... Jun 24 2009, 07:39 PM
staywhite ძალიან კარგი თვალნ... Jun 25 2009, 03:36 PM
staywhite კაით, თუ არ არის საი... Jun 25 2009, 03:50 PM
staywhite მუცლის პრესის ვარჯ... Jun 25 2009, 04:01 PM
Giorgi- staywhite
კი საინტერესო... Jun 25 2009, 04:20 PM
staywhite Giorgi-
ნახე აბა ესენი, ... Jun 25 2009, 05:24 PM
subterranean რაო, პროტეინის ფხვ... Jun 25 2009, 07:01 PM
staywhite subterranean
მაქაც იშოვი, მ... Jun 25 2009, 10:25 PM
staywhite აქ იხილავთ ფეხის კ... Jun 26 2009, 03:29 PM
Lego მჭირდება აშკარად ვ... Jun 26 2009, 03:44 PM
staywhite პ.ს. ძალოსნური სახი... Jun 26 2009, 04:07 PM
Irma ძალიან ძალიან ძალი... Jun 26 2009, 04:24 PM
staywhite Irma
:( წესით , როცა იღლ... Jun 26 2009, 04:35 PM
kato_Bato staywhite
მე ვაკეთებ უკვ... Jun 26 2009, 04:47 PM
staywhite kato_Bato
საინტერესოა :) ... Jun 26 2009, 04:52 PM
kato_Bato staywhite
ცხადია :) უკვე :)
... Jun 26 2009, 05:26 PM
staywhite kato_Bato
ეს ეფექტი ძალი... Jun 26 2009, 06:11 PM
staywhite პ.ს აირჩიეთ თქვენთ... Jun 26 2009, 06:25 PM
Adam staywhite
სადაა დაპირებ... Jul 1 2009, 06:47 PM
staywhite Adam
:) რამდენიმე წერი... Jul 1 2009, 07:34 PM
staywhite Adam
მოდი, ფანტაზია შ... Jul 4 2009, 09:56 PM
subterranean იოგურტი როგორია ამ... Jul 4 2009, 10:34 PM
staywhite subterranean
შენ შემოგევლე... Jul 4 2009, 11:07 PM
subterranean ესეიგიი ეგ იმიტომ ... Jul 4 2009, 11:09 PM
staywhite subterranean
არაა ცუდი, კარ... Jul 4 2009, 11:10 PM
Adam staywhite
სპასიბა , გაიხა... Jul 9 2009, 12:12 PM
staywhite Adam
არაფერის :)
კი, მა... Jul 9 2009, 12:57 PM
ქევანა ნან, ასე რომ შევძლო,... Aug 9 2009, 12:16 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 01:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი