![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
zura27 |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,775 ![]() |
ვინმეს ხომ არ აქვს შიოლა ღუდუშაურზე სიმღერა
|
![]() ![]() |
ეკატო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ეკატერინე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 ![]() |
Amuza
ციტატა საინტერესოა, რამე წიგბი ხომ არ იცი სრულად, რომ წავიკითხო. მაინტერესებს. წიგნები სამწუხაროდ ვერ ვნახე, მარა ეს ინფორმაცია სპეციალურად შენთვის მოვიძიე: ვახტანგ გორგასლის მადლის მატარებელი ღუდუშაურები გამორჩეულნი იყვნენ ხევში. ხალხურ პოეზიასა და ისტორიული ძეგლებიდან ჩვენთვის ცნობილია ღუდუშაურების გვარის რამდენიმე წარმომადგენელი, ესენია: შიოლა, შარამბალი, პაპაჲ, მამუკა, გივი, შამახალა და მარტია. ყველაზე უხვი ცნობები ზეპირსიტყვიერებაში მოიპოვება შიოლა ღუდუშაურის შესახებ. იგი ცხოვრობდა XVI ს -ის ბოლოსა და XVII ს-ის პირველ ნახევარში. შიოლა თეიმურაზ I, გიორგი სააკაძის, ნუგზარ და ზურაბ არაგვის ერისთავების თანამედროვეა. ეს არის ერთ-ერთი უმძიმესი პერიოდი საქართველოს ისტორიაში, დრო შინააშლილობისა და ბაზალეთის ბრძოლისა. ეს აისახა როგორც ისტორიულ დოკუმენტებში, ისე ხალხურ პოეზიაშიც. ბუნებრივია, რომ ხევიც ვერ ასცდა ამ პროცესებს. და აი, ვხვდებით ასეთ ხალხურ ლექსებს: “ხევსურების გალაშქრება არშასა და სნოს”, “თუშებმა უთხრეს თუშებსა”, “თუშნო, ფშაველნო, ხევსურნო” და ა.შ. ის უარყოფითი დამოკიდებულება შიოლა ღუდუშაურის მიმართ, რაც აისახა ძირითადად ხალხურ პოეზიაში შედეგია სწორედ იმ მძიმე მდგომარეობისა, რომელშიც შიოლას უხდება ცხოვრება, როდესაც ის ხევის ასაოხრებლად მომხდურ მოძმეებს ისევე მედგრად უნდა დახვდეს, როგორც გადამთიელ მტრებს: “თუშნო, ფშაველნო, ხევსურნო, ლაშქარი შავაზიაროთ... ცხენი დავსჭედოთ უკუღმა, ჴევისკენ ჩავაგრიალოთ, სნო, ახალციხე გავსტეხათ, კარკუჩა გავატიალოთ“. როდესაც ნუგზარ და ზურაბ ერისთავებმა ხევი არაგვის საერისთავოში გააერთიანეს, შიოლა ღუდუშაურს აზნაურობა უბოძეს და ხევის მოურავად დანიშნეს. ერთგულების განსამტკიცებლად ნუგზარ ერისთავმა მას ქალიშვილი მიათხოვა. შიოლა ხევის პირველი მებატონეა და გამომდინარე მისი ვალდებულებებიდან საერისთავოს წინაშე (ლაშქრის შეგროვება ომიანობის დროს, გადასახადების აკრეფა და ა.შ.) თავისუფალ მეთემეებში უკმაყოფილებას იწვევდა. იგივე ხალხური პოეზია ახასიათებს რა მას, როგორც მკაცრ პიროვნებას, გვერდს ვერ უვლის მის დადებით თვისებებსაც, რომ იგი არის ჭკვიანი და გაბედული, თვით ზურაბ ერისთავიც კი რჩევას ეკითხება მას. “კითხავდა ღუდუშაურსა: სიტყვაჲ შენი ჯდებისა”. ხოლო სამტროდ წამოსული თუშები ამბობენ: “თუშებმა უთხრეს თუშებსა, გადვიდეთ ხევის მთაზედა, სნოს რომ აქებენ შიოლას იმას მიუხტეთ კარზედა... ბევრ ვაჟკაცს უთამაშია, შიოლას მოკლე მკლავზედა“. გადმოცემის თანახმად შიოლას მარაბდის ბრძოლაში მიუღია მონაწილეობა. თავი გამოუჩენია და მამაცობისათვის ვერცხლის საბრძოლო აღჭურვილობა დაუმსახურებია. შიოლას დროს შენდება ციხე სნოში, ვახუშტი ბატონიშვილი მას ღუდუშაურის ციხედ მოიხსენიებს — “აქ არს ციხე ღუდუშაურისა მცირე არამედ ფრიად მაგარი”. სნოს ციხე ![]() ![]() სნოს ხეობა და სნოს მდინარე გვიანდელ დოკუმენტებსა და რუკებში იხსენიება, როგორც ღუდუშაურის ხეობა და ღუდუშაურის წყალი. ეს კი იმას მიუთითებს, რომ შიოლა ღუდუშაური სამემკვიდრეოდ თუ სამოხელეოდ ფლობდა სნოს ხეობას, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსათვის, ვინაიდან ამ ხეობაზე გადიოდა უმოკლესი გზა დამაკავშირებელი ჩრდილოეთ კავკასიისა თბილისთან, რომლის საიმედო დაცვა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. შიოლას ოთხი შვილიდან მხოლოდ შარამბალის სახელია ცნობილი, და ცნობილია აგრეთვე ის, რომ მან აღზარდა თავისი ობოლი ძმისშვილი ისმაილა, რომლის შთამომავლობაც ყველაზე მრავალრიცხოვანია ღუდუშაურების გვარში. შემზარავია შიოლა ღუდუშაურის მკვლელობის ფაქტი, რომელიც ცნობილ ხალხურ ლექსში აისახა, როდესაც საეჭვო პიროვნული ღირსებების მქონე მკრეხელი კლავს მოხუც შიოლას.ის აზრი, რომ თითქოს თემი აღუდგა შიოლას და მოისყიდა მკვლელი — მცდარია და აიხსნება იმ ტრაფარეტული მიდგომით, რაც ახასიათებდა კომუნისტური რეჟიმის დროს გავრცელებულ ტენდენციას, როდესაც კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი აუცილებლად მჩაგვრელი და ტირანი უნდა ყოფილიყო, ხოლო უბრალო ადამიანი მის მიერ დაჩაგრული. თემის მოღალატეებისათვის თემს თვითონ გამოჰქონდა განაჩენი. იგი იკლებდა და აოხრებდა არა მარტო მოღალატის ოჯახს, არამედ მთლიანად გვარსაც კი. შიოლას სიკვდილი, რომ თემის გადაწყვეტილება ყოფილიყო, არა მარტო შიოლას, არამედ მთელს მის ოჯახს ააოხრებდა ხალხი. ხოლო მისი სახელის უკვდავ საყოფლად შიოლას შთამომავლები მის სახელს გვარად არ აიღებდნენ. შიოლას ერთ-ერთი შვილი შარამბალი ღირსეულად აგრძელებს მამის მიერ დაწყებულ საქმეს. როგორც ჩანს თავის სიმამაცით ის მამას არ ჩამოუვარდება “შარამბალ ღუდუშაური, კაცი გამოხველ რა ხელი? შენ მაჰკალ ლეკის ბელადი, კარზე გეკიდა თავ-ხელი”. ამ გმირობისათვის ერისთავს შარამბალისთვის სოფელ კარკუჩის მესამედი უჩუქებია. ერეკლე II პერიოდში, კერძოდ 1744 წლის არაბეთის ბრძოლაში ლეკ-ოსმალთა წინააღმდეგ იბრძვის მამუკა ღუდუშაური, 1743 წლის არაგვის საერისთავოს გლეხთ აჯანყების ერთ-ერთი მეთაურია პაპა ღუდუშაური ხევიდან, ხოლო 1744 წლის არაგვის ხეობის ხალხის აღწერის დავთარში სნოს ხეობის მოურავად მოხსენიებულია ღუდუშაური მარტია. ასე მოდიან ღუდუშაურები საუკუნეებიდან დღემდე ერისა და ღმერთის სამსახურში. ღუდუშაურებისათვის დიდი სიხარული იყო შიოლა ღუდუშაურის “დაბრუნება“. როდესაც მისმა დიდმა შთამომავალმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ღუდუშაურის წყლის პირას, ღუდუშაურის ციხის პირდაპირ აღმართა მისი ძეგლი. შიოლა ღუდუშაურის ძეგლი სნოს საპატრიარქოს ეზოში ![]() -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2025 - 07:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი