IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ჯანმრთელი სხეული - ვარჯიშები,, რჩევები, კითხვები
guest
პოსტი Jun 4 2009, 01:07 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ამ თემის გახსნა ამ განყოფილებაში გადავწყვიტე, რამდენადაც ახლოს არის ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან.

ჩემი აზრით, ჯანმრთელი ორგანიზმი, ჯანსაღი სხეული ნებისმიერი ასაკის პიროვნებისთვის აქტუალურია. ამ თემაში ვისაუბროთ სხეულის გაჯანსაღების მეთოდებზე, გავიუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები, მივცეთ ერთმანეთს რჩევები , დავსვათ კითხვები და მსგავსი.

მე შევეცდები დავიწყო სურათებით, სადაც თვალნათლივ ჩანს ვარჯიშების სახეობები, რომლებიც საჭიროა მუცლის კუნთების განვითარება-გამაგრებისთვის. ასევე მეტად ეფექტურია ჭარბი წონის დაკლების დროსაც. ამ სურათებზე ძირითადად მოცემულია ვარჟიშები ტრენაჟორებზე, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, სახლის პირობებშიც შეიძლება ბევრი მათგანის გაკეთება, ტრენაჟორების კუსტარული , სხვა მეთოდებით შეცვლით. ძირითადად ქალებითვის არის აქ ნაჩვენები ამ სახის ვარჯიშები, მაგრამ ეს სრულიად იდენტურია მამაკაცებისათვისაც.

პ.ს. მე შემიძლია შემოგთავაზოთ მსგავსი სურათები ასევე ხელების, ბეჭების, მკერდის, ზურგის, ფეხების, საჯდომის კუნთებისთვის. ბევრი მათგანი დაკავვშირებულია ძალოსნურ ვარჯიშებთან, მაგრამ თუ მივდევრობით მივყვებით, არც გირები და არც შტანგები, თუნდაც ტურნიკი სიძნელეს არ წარმოადგენს.

დამწყებთათვის ჩემი რჩევა იქნება ვარჯიშების დაწყებამდე აფთიაქში შეიძინონ მაგნეზიუმის ტაბლეტები ან კომბინაცია მაგნეზიუმ+კალიუმი , რომელიც ხელს უწყობს მუსკულატურის და ნერვული სისტემის განვითარებას და თავიდან აცილებული იქნება არასასიამოვნო დაჭიმვები ან კიდურების დაკრუნჩხვები, მყისების თუ კუნთების ტკივილი. მოკლედ, ეს აუცილებლობაა და არავის არ ვურჩევ ამ პრეპარატის გარეშე ამ სახის ტრენინგზე შეჭიდებას smile.gif და რაც მთავარია, მინიმუმ 2-2,5 ლ (სასურველია მეტი) სითხე დღეში, იგულისხმება უგაზო მინერალური წყალი, ჩვეულებრივი წყალი, მტკნარი ჩაი . ტკბილი და კოფეინიანი სასმელები, როგორიცაა კოკა-კოლა და მსგავსები, მხოლოდ გარკვეული ხნის ვარჯიშის შემდეგ, როდესაც მიხვდებით რომ ხარჯავთ მინიმუმ იმდენ ენრგიას , რამდენსაც დღის რაციონში ღებულბთ.

პ.ს.ს. სურათებზე თუ კითხვები გაჩნდება, გიპასუხებთ, დავნომრავ ამისთვის წინასწარ. რაც დაუშვებელია, ისინი თვით სურათზე არის დატანებული და ვგონებ კომენტარებს არ საჭიროებს.

სურ. 1 აჩვენებს სწორედ მუცლის კუნთებს, რომლიც ძლიერდება ამ ვარჯიშების ინტენსიური შესრულების შემდეგ. სურათები, რომლებიც ტრენაჟორის გარეშე შესასრულებელია, თავისუფლად შეიძლება გააკეთოთ სახლის პირობებში. დროს მნიშვნელობა არ აქვს. როცა მოგიხერხდებათ და როდესაც გაგახსენდებათ smile.gif მთავარი შენიშვნა : ნელნელა უნდა მივყვეთ, თავის გამოდება და ზედმეტი არაქათის გამოცლა საწყის პერიოდში ყოვლად დაუშვებელია, ჯობია ცოტ-ცოტა და განმეორებით.

IPB-ს სურათი
სურ.1

IPB-ს სურათი
სურ.2

IPB-ს სურათი
სურ.3

IPB-ს სურათი
სურ.4

IPB-ს სურათი
სურ.5


პ.ს. სოლჯერს ვთხოვ დაპოსტოს რაიმე, რომ შევძლო სურათების დადების გაგრძელება .
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
guest
პოსტი Jun 8 2009, 01:59 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



poligloti
ციტატა
ჰოო ეს მართლა კარგი თემაა , მე აიკიდოს და ბოდბილდერზე ვარჯიშობ

ძალიან კარგია აიკიდო smile.gif მალადეც yvavilebi.gif

გავაგრძელებ მე ცოტა დეტალურად მინერალებზე:

-----

მაგნეზიუმი ყველას სჭირდება, განურჩევლად ჯანმრთელობის მდგომარეობისა. მაგნეზიუმს ჩვენ წესით საკვებიდანაც ვღებულობთ, მაგრამ როდესაც სპორტს მისდევ, გაქვს მუსკულატურის დატვირთვა ამ დროს, არ არის საკმარისი პროდუქტიდან მიღებული ეს ნივთიერება და საჭირო ხდება მისი მიმატება პრეპარატის სახით. აქ მოვიყვან რამდენიმე მაგალითს პროდუქტებისას, რომლებიც მაგნეზიუმს შეიცავს:

მარცვლეული , ანუ "შავი" და მარცვლოვანი ფქვილით დამზადებული პური, კაკლის სახეობები და შოკოლადი შეიცავენ საკმაო მაგნეზიუმს. მაგალითად, მზესუმზირა შეიცავს 100გ - 420 მილიგრამ მაგნეზიუმს, სეზამის მარცვლები (370 mg/100 g), კანიანი ბრინჯი (160 mg/100 g), თავთავი (250 mg/100 g), შოკოლადი (140 mg/100 g), ასევე მინერალური წყალი, ბევრი მათგანი 1 ლიტრზე 80 მილიგრამ მაგნეზუმს შეიცავს, ამიტომ მინერალურის ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ მაგნეზიუმის შემცველობას, რომელიც ეტიკეტზე იქნება დატანებული.

კალიუმი:
ქიმიურად კალიუმი წარმოადგენს ტუტე მეტალს, თუმცა ჩვენს სხეულში არასოდეს არ არის მეტალის სახით, არამედ როგორც სითხეში გახსნილი კალიუმის იონი. მიუხედავად ქიმიური ტერმინოლოგიის დამახინჯებისა, კლინიკურად იხმარება მაინც "კალიუმი" .

უჯრედებში კალიუმის დადებითი იონები ანუ კატიონები პასუხისმგებლები არიან ნერვული იმპულსების გადაცემისთვის, გულის რითმის მოწესრიგებისა და კუნთების "მუშაობისთვის", ასევე ორგანიზმში სითხის ბალანსის წონასწორობის შენარჩუნებისათვის.

თუ ოდესმე ორგანიზმს გადაჭრაბებული კალიუმი მიეწოდება, წუთების განმავლობაში ხდება მისი უჯრედებში გადანაწილება, ამას აწესრიგებს საკვების მიღების დროს "გამოფრქვეული" ინსულინი და ჰორმონი ალდოსტერონი. კალიუმის ნაკლებობა კი იწვევს სისხლში შაქრის შემცველობის შემცირებას, რამაც შეიძლება ჰიპოგლიკემიური შოკიც გამოიწვიოს, კალიუმის უკმარისობას იწვევს ასევე სპორტის და ტრენინგის ის სახეობები, რომლებიც კუნთების გადამეტებულ მუშაობას ითხოვს, ასევე ზედმეტი და მძიმე ფიზიკური შრომა, შედეგად ზედმეტი ოფლის გამოყოფა, კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობის დარღვევა და კუჭის აშლა , რომელიც ერთ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, აგრეთვე რომელიმე მედიკამენტის მიღება, რომელიც "თრგ8უნავს" კალიუმს ან იწვევს მის მომატებულ გამოყოფას ორგანიზმიდან. კალიუმი სასიცოცხლოდ აუცილებელია იმათთვის, ვინც გარკვეული დაავადებების გამო შარდმდენ მედიკამენტებს ხმარობენ (მაგალითად, მაღალი წნევის დროს). სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ორგანიზმში კალიუმის საკმაო რაოდენობის არსებობა , თუ ჩვენ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ვექვემდებარებით.

რას იწვევს კალიუმის ნაკლებობა:

ზოგადად:დაღლილობას, სისუსტეს;
კუნთები: კუნთების სისუსტე, პარალიზება, კუნთების უჯრედების დაზიანება - მოსპობას (ე.წ. რაბდომიოლიზი);
ნაწლავი: უმადობა, შეკრულობა, ნაწლავის კუნთის პარალიზება (პარალიტური ილეუსი);
თირკმლები: შარდის რაოდენობის მომატება (პოლიურია), წყურვილის მომატება (პოლიდიპსია);
გული: გულის რითმის მოშლა, პულსის აჩქარება, ექსტრა "დარტყმები", გულის მუშაობის უნარიანობის შემცირება, საბოლოოდ გულის გაჩერება; (ეს უკანასკნელი გამოვცადე მარტის დასაწყისში და ვიცი რაც არის!)

ბუნებრივად კალიუმით განსაკუთრებით მდიდარია ხილის წვენები, ხმელი ხილი, ავოკადო, კაკაო, კაკალი, ნუში, მზესუმზირა, პარკოსნები (ლობიო, სოია), ბოსტნეულის წვვენები, პომიდვრის "პასტა", კეჩაპი, კარტოფილი, ბანანი, აპრიკოსი, ვაშლი, მწვანილი.რაც შეეხება ნატრიუმის მარილის კომპლეტად შეცვლას სუფთა (და არა ნაწილობრივ!) კალიუმის მარილით ამას სიფრთხილე სჭირდება, რამდენადაც ნატრიუმი აუცილებელია ორგანიზმისთვის და მას ძირითადად სუფრის მარილით ვღებულობთ, არსებობს კალიუმ შერეული ნატრიუმის მარილი, რომელიც აფთიაქში იყიდება და ის დაშვებულია ყოველგვარი საფრთხის გარეშე. ვიმეორებ: მხოლოდ კალიუმის შემცველი ნატრიუმქლორი და არა სუფთა კალიუმ ქლორიდი , გარდა სპეციალური შემთხვევებისა, როდესაც ეს კალიუმის ექსტრემალური ნაკლებობისას რამდენიმე დღე უნდა მივიღოთ .

კალციუმს რაც შეეხება, ეს ნივთიერება აუცილებელია ძვლებისთვის და ამაზე მერე შევჩერდეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
staywhite   ჯანმრთელი სხეული - ვარჯიშები,   Jun 4 2009, 01:07 AM
Soldier   http://img208.imageshack.us/img208/1545/65968280.j...   Jun 4 2009, 01:13 AM
staywhite   გაგრძელება : http://img10.ima...   Jun 4 2009, 01:17 AM
staywhite   ჭარბი წონის შემთხვ...   Jun 4 2009, 01:32 AM
subterranean   აუ რჩევა მომეცით ხáƒ...   Jun 4 2009, 01:16 AM
staywhite   აუ რჩევა მომეცით ხá...   Jun 4 2009, 01:22 AM
likka   წინა ვარჯიშიდან ის...   Jun 4 2009, 01:19 AM
subterranean   ჩემი სხეული არც ისáƒ...   Jun 4 2009, 01:26 AM
staywhite   მოკლედ, წინა პოსტი á...   Jun 4 2009, 04:28 AM
KAIROS   სწორედ გუშინ ვფიქáƒ...   Jun 4 2009, 01:27 AM
staywhite   სწორედ გუშინ ვფიქáƒ...   Jun 4 2009, 04:14 AM
თემო   მუცლის პრესის ვარჯ...   Jun 4 2009, 10:36 AM
Giorgi-   staywhite ძალიან კარგი თá...   Jun 4 2009, 11:04 AM
ქევანა   staywhite :მპუა: კარგი თემ...   Jun 4 2009, 11:16 AM
subterranean   ოო დღეს მქონდა მაგáƒ...   Jun 4 2009, 06:01 PM
Adam   აქ კვების რეჟიმი წáƒ...   Jun 4 2009, 10:14 PM
სარდიონ   ეს რა უჟასებია?   Jun 5 2009, 10:27 PM
ნაინა   სარდიონ ვისთვის უáƒ...   Jun 5 2009, 10:34 PM
Adam   რამე კოკტეილი რომ áƒ...   Jun 5 2009, 11:03 PM
staywhite   Adam დავწერ კოქტეილეáƒ...   Jun 6 2009, 10:40 AM
poligloti   ჰოო ეს მართლა კარგáƒ...   Jun 6 2009, 10:59 AM
staywhite   poligloti ძალიან კარგია á...   Jun 8 2009, 01:59 AM
staywhite   რამდენადაც სურათეá...   Jun 18 2009, 06:12 PM
subterranean   ეს ორი დღეა ვვარჯიáƒ...   Jun 18 2009, 07:18 PM
staywhite   subterranean ყოჩაღ :მპუა: შáƒ...   Jun 20 2009, 01:45 AM
staywhite   აქ არ აქტიურობენ, მá...   Jun 20 2009, 06:15 PM
subterranean   staywhite გვერდით თემაში...   Jun 20 2009, 07:07 PM
staywhite   subterranean ძალიან გამიხáƒ...   Jun 20 2009, 07:25 PM
subterranean   subterranean თუ შენ სპორტუ...   Jun 21 2009, 06:00 PM
tinatin*   მე მაგალითად ყოველ...   Jun 21 2009, 02:54 PM
subterranean   ისე მგონი დილით ვაáƒ...   Jun 21 2009, 05:58 PM
staywhite   tinatin* :ყვავილები: ჩვეá...   Jun 21 2009, 06:00 PM
tinatin*   tinatin* :ყვავილები: ჩვე...   Jun 22 2009, 11:03 AM
staywhite   subterranean სა ნახე შენი ზ...   Jun 21 2009, 07:34 PM
subterranean   subterranean სა ნახე შენი áƒ...   Jun 21 2009, 09:38 PM
kato_Bato   staywhite მაინტერესებს. á...   Jun 21 2009, 09:38 PM
kato_Bato   staywhite ნანა, რამდენი დá...   Jun 22 2009, 01:59 PM
staywhite   kato_Bato გეიხარე, კატ :) თ...   Jun 22 2009, 03:05 PM
staywhite   აქ მოვიყვან გერმან...   Jun 22 2009, 04:17 PM
staywhite   ტიპიური კვირეული ს...   Jun 22 2009, 05:16 PM
subterranean   დღეს გვქონდა კიდევ...   Jun 22 2009, 06:52 PM
staywhite   subterranean რამდენია მანáƒ...   Jun 22 2009, 07:08 PM
subterranean   1 კმც გვარბენინეს, 400...   Jun 22 2009, 07:13 PM
iako   უფ რა კარგ თემას მიá...   Jun 23 2009, 01:54 AM
ნაინა   iako ნანას სუფრებზე ი...   Jun 23 2009, 02:51 AM
staywhite   iako :D ნუ, ახლა სტუმრეáƒ...   Jun 23 2009, 01:16 PM
iako   გაიახარე ნანა, დავáƒ...   Jun 23 2009, 05:33 PM
kato_Bato   ნანა ყველაფერი როგ...   Jun 23 2009, 05:35 PM
staywhite   kato_Bato იცოცხლე, კატო ... ...   Jun 23 2009, 05:40 PM
kato_Bato   staywhite :) :* სულ მაქეთ რო...   Jun 23 2009, 05:40 PM
staywhite   kato_Bato უფლის შეწევნით...   Jun 23 2009, 05:42 PM
staywhite   დავწერ კიდევ რამდე...   Jun 24 2009, 02:06 PM
subterranean   დაახლოებით 7 კილო რ...   Jun 24 2009, 07:25 PM
staywhite   subterranean ხორცი არ არის ...   Jun 24 2009, 07:33 PM
subterranean   დიდი მადლობა რჩევი...   Jun 24 2009, 07:38 PM
staywhite   subterranean თუნდაც კარაქáƒ...   Jun 24 2009, 07:39 PM
staywhite   ძალიან კარგი თვალნ...   Jun 25 2009, 03:36 PM
staywhite   კაით, თუ არ არის საი...   Jun 25 2009, 03:50 PM
staywhite   მუცლის პრესის ვარჯ...   Jun 25 2009, 04:01 PM
Giorgi-   staywhite კი საინტერესო...   Jun 25 2009, 04:20 PM
staywhite   Giorgi- ნახე აბა ესენი, áƒ...   Jun 25 2009, 05:24 PM
subterranean   რაო, პროტეინის ფხვáƒ...   Jun 25 2009, 07:01 PM
staywhite   subterranean მაქაც იშოვი, მ...   Jun 25 2009, 10:25 PM
staywhite   აქ იხილავთ ფეხის კáƒ...   Jun 26 2009, 03:29 PM
Lego   მჭირდება აშკარად ვ...   Jun 26 2009, 03:44 PM
staywhite   პ.ს. ძალოსნური სახიá...   Jun 26 2009, 04:07 PM
Irma   ძალიან ძალიან ძალი...   Jun 26 2009, 04:24 PM
staywhite   Irma :( წესით , როცა იღლá...   Jun 26 2009, 04:35 PM
kato_Bato   staywhite მე ვაკეთებ უკვáƒ...   Jun 26 2009, 04:47 PM
staywhite   kato_Bato საინტერესოა :) áƒ...   Jun 26 2009, 04:52 PM
kato_Bato   staywhite ცხადია :) უკვე :) á...   Jun 26 2009, 05:26 PM
staywhite   kato_Bato ეს ეფექტი ძალიá...   Jun 26 2009, 06:11 PM
staywhite   პ.ს აირჩიეთ თქვენთáƒ...   Jun 26 2009, 06:25 PM
Adam   staywhite სადაა დაპირებ...   Jul 1 2009, 06:47 PM
staywhite   Adam :) რამდენიმე წერიá...   Jul 1 2009, 07:34 PM
staywhite   Adam მოდი, ფანტაზია შáƒ...   Jul 4 2009, 09:56 PM
subterranean   იოგურტი როგორია ამ...   Jul 4 2009, 10:34 PM
staywhite   subterranean შენ შემოგევლე...   Jul 4 2009, 11:07 PM
subterranean   ესეიგიი ეგ იმიტომ áƒ...   Jul 4 2009, 11:09 PM
staywhite   subterranean არაა ცუდი, კარ...   Jul 4 2009, 11:10 PM
Adam   staywhite სპასიბა , გაიხა...   Jul 9 2009, 12:12 PM
staywhite   Adam არაფერის :) კი, მაá...   Jul 9 2009, 12:57 PM
ქევანა   ნან, ასე რომ შევძლო,...   Aug 9 2009, 12:16 AM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd October 2026 - 03:57 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი