საქველმოქმედო აქცია კოჯრის ბავშვთა სახლში, აბა დავირაზმეთ :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საქველმოქმედო აქცია კოჯრის ბავშვთა სახლში, აბა დავირაზმეთ :) |
ნათია |
Jun 5 2009, 12:00 AM
პოსტი
#21
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
2009 წლის 14 ივნისს (კვირას) მოვინახულოთ კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელები
ციტატა 16. დაწესებულების დასახელება: კოჯრის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება (შშმპ) მისამართი: დაბა კოჯორი რუხაძის №10 ტელ: 899925278 საკონტაქტო პირი: 899925278 მაია ჩიტაიშვილი აღსაზრდელთა რაოდენობა: 21 სამწუხაროდ, ფონდს სპონსორი აღარ ჰყავს და ამიტომ ჩვენი ხარჯებით ვისაც რამდენი შეგვიძლია შევაგროვოთ და დავეხმაროთ ბავშვებს, შეიძლება ბევრით ვერაფრით დავეხმაროთ მაგრამ ის შეგრძნება რომ ისინიც ვიღაცას ახსოვს ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო სწორედ უპირველესია! ბავშვებსაც გავახარებთ და ჩვენც გავიხარებთ ერთმანეთის ნახვით, P.S. ერთი რაღაც მინდა გაგიმხილოთ, თქვენთან ერთად ყოფნა ისე მაძლიერებს... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
ნათია |
Jun 9 2009, 11:59 AM
პოსტი
#22
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
lingvo
ციტატა ფენილკეტონურია არსებობს დაავადება. ასე ხომ არ გითხრა ნათია? შეიძლება, თვითონ საჭესთან იჯდა და მისი მოადგილე მკარნახობდა.. კარგად ვერ გავიგე და იმიტომ დავწერე ეგ რომ დაახლოებით გაგვეგო რა დაავადებაა -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
lingvo |
Jun 9 2009, 06:07 PM
პოსტი
#23
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
lingvo შეიძლება, თვითონ საჭესთან იჯდა და მისი მოადგილე მკარნახობდა.. კარგად ვერ გავიგე და იმიტომ დავწერე ეგ რომ დაახლოებით გაგვეგო რა დაავადებაა ფენილკეტონურია ეტიოლოგია მემკვიდრეობითი დაავადება, გაპირობებული ფენილანინის ცვლის დარღვევით. ხასიათდება პროგრესირებადი გონებასუსტობით. ორგანიზმში მიმდინარე ბიოქიმიური რეაქციები დარღვეულია და საჭირო ფერმენტის გამომუშავება ვერ ხერხდება. ამის საპირისპიროდ ჭარბად გამომუშავდება სხვა ფერმენტი, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა. დაავადება განსაკუთრებით აზიანებს ნერვულ ქსოვილებს. სიმპტომები ვლინდება 2-3 თვის ასაკში. (გულისრევის შეგრძნება), შემდგობ ვითარდება ეგზემა, ფსიქიკურ და ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა, კრუნჩხვები... მკურნალობა მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული ცილების მკვეთრ შეზღუდვაში. მენიუდან ამოღებული უნდა იყოს ისეთი ცილით მდიდარი პროდუქტები როგორიცაა: ხორცი, თავზი, კვერცხი, ყველი, რძე, სოიო, ლობიო. ნებადართულია: შაქარი, ხილის წვენები, ნატურალური თაფლი, მცენარეული ზეთები. ცილების ჩანაცვლება ხდება სხვადასხვა პრეპარატებით, რომლებიც თითქმის არ შეიცავენ ფენილანინს. (ლოფენალაკი, ციმოგრანი, ბერლოფენი,მინაფენი). დიეტას იცავენ არანაკლებ 6-7 წლის განმავლობაში და მეტი. პროგნოზი უპირატესად კეთილსაიმედოა. თუ მკურნალობას პირველივე თვეებიდან იწყებენ, პრაქტიკულად ნორმალურად მიმდინარეობს განვითარების პროცესი. რაც უფრო გვიანაა დაწყებული მკურნალობა, მით უფრო ნაკლებეფექტურია. წყარო: დიდი სამედიცინო ენციკლოპედია 1986წ. -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 10:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი