სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| damiane80 |
Jun 11 2009, 11:51 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
ხალხო
მაინტერესებს თქვენი აზრი "შაბათის დაცვისა და წმინდაყოფის შესახებ" ეს ცნება ძალაშია, თუ სახეცვლილია ჩემთვის. გასაგებია, რომ "შაბათის დაცვა" არ გულისხმობს მასზე დამოკიდებულებას "შაბათი შეიქმნა ადამიანისათვის და არა ადამიანი შაბათისათვის". მაგრამ რამდენად სწორია მისი ფაქტობრივად დაუცველობა |
![]() ![]() |
| KAIROS |
Jun 12 2009, 10:23 PM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
მოკლედ დავწერ, ყველა მცნების უკან ჩვენ ვხედავთ შინაარს, ანუ აზრს, იდეას, ანუ პასუხს კითხვაზე რატომ? რატომ უნდა მოხდეს ამათუიმ მცნების დაცვა, და რას ნიშნავს თავად ეს მცნება, რად უნდა მოიხსენოს და წმიდა ყოფს ადამიანმა შაბათი?
ძველ აღთქმაში იყო ორი პასუხი ამაზე 1) ადამიანის შექმნა 2) ებრაელთა განთავისუფლება მაშ შობა და თავისუფლება, თუკი ამოვალთ ამ ორი იდეისაგან, მაშინ ახალი აღთქმის დღე, დღე იგი ერთ -შაბათისა, რომელსაც ყველა ქრისტიანმა ერმა სხვა, სულიერი სახელით შემოსა, მაგალითად სლავებმა "აღდგომა" (Воскресение) დაარქვეს, ლათინებმა და აქედან ლათინურმა ენების დიდმა ნაწილი დომენიკა ანუ უფალი, უფლის დღე, სხვა ენებში აისახება კვალი წინა წარმართული აზროვნებისა მაგ : სანდეი ანუ კვირა ანუ მზის დღე... ჩვენ კვირა დავარქვით დღესაც და შვიდეულსაც, რადგან ყველაფერი იწყება უფალში (ბერძნულად კირიოს) და მთავრდება უფალში, არის უფალში და რაც მთავარია, აღდგომილ უფალში, ესაა მნიშვნელოვანი რომ აღდგომის დღე იქცა განახლების დღედ, იქცა ახალ შაბათად, ზეშაბათად. მაშ ჩვენთვის 1) აღდგომის დღეს არის უფრო აღმატებული შექმნის დღეზე, რადგან დაცემული ადამი ახლიდან შეიქმნა აღდგომით, ვართ დაბადებული ახალ ადამში-ქრისტეში. რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს. ქრისტე შეგვიმოსიეს ვამბობთ ახალ დაბადებისას ანუ ნათლისღებისას. 2) აღდგომის დღე კი არის უფრო აღმატებული ვიდრე რჩეული ერის გამოსვლა ეგვპიტიდან, ესაა დღე კაცობრიობის გამოსვლისა ეშმაკის და ცოდვის ტყვებოდან. და ჩვენი განსვენებაც, განსვენებაა ქრისტეში, მასთან ზიარებაა და მასში სიხარული. ანუ როგორც ამბობს იოანე დამასკელი: და ვდღესასწაულობთ ადამიანური ბუნების სრულ „დასვენებას“ (ვამბობ - აღდგომის დღეს), როდესაც უფალმა იესომ, სიცოცხლის წინამძღვარმა და მაცხოვარმა, შეგვიყვანა ჩვენ იმ სამემკვიდროში, რაც ღვთისადმი სულიერად მსახურთათვის იყო აღთქმული, სადაც შევიდა თვით ჩვენი წინამორბედი, რომელიც აღდგა მკვდრეთით და, განეღო რა მას ცის კარიბჭენი, სხეულებრივად დაჯდა იგი მამის მარჯვნივ. იქვე შევლენ ისინი, რომლებიც იცავენ სულიერ რჯულს იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
damiane80 მოიხსენე და წმინდა ჰყვენ დღე იგი შაბათი... Jun 11 2009, 11:51 AM
VisualBB თუ შაბათი შეიქმნა ... Jun 11 2009, 12:58 PM
კანონისტი როგორც წმინდა თორა... Jun 11 2009, 01:01 PM
შოთა კანონისტი
შენ მაგი... Jun 11 2009, 01:11 PM
მაშიკო მე როცა უქმეს ვარღ... Jun 11 2009, 01:19 PM
შოთა VisualBB
გაჩნია რას ეძახ... Jun 11 2009, 01:19 PM
VisualBB შოთა
უფჰ :D
დაცვა მე... Jun 11 2009, 01:26 PM
damiane80
შოთა
უფჰ :D
დაცვა მე ... Jun 11 2009, 02:20 PM
კანონისტი შოთა
ვეცდები :D Jun 11 2009, 01:32 PM
damiane80 სად არიან ფორუმის ... Jun 11 2009, 04:00 PM
damiane80 ძალიან გთხოვთ გამო... Jun 12 2009, 02:35 PM
afxazi damiane80
კაიროსზე შეიძ... Jun 12 2009, 05:17 PM
damiane80 ამას გვამცნებს ჩვე... Jun 12 2009, 05:42 PM
მხევალი ნინო KAIROS
ვერ ვიტყვი, რომ ... Jun 12 2009, 10:41 PM
KAIROS
მიახლოებით ხომ მა... Jun 12 2009, 10:57 PM
კანონისტი აგერ შაბათის ზეიმს... Jun 12 2009, 11:14 PM
ლია
აგერ შაბათის ზეიმ... Jun 13 2009, 02:00 PM
მხევალი ნინო KAIROS
გავიგე, როგორჩ ... Jun 12 2009, 11:32 PM
damiane80
თემაში იგულისხმე... Jun 13 2009, 11:26 AM
კანონისტი შოთა
უკვე მიწევს. მ... Jun 13 2009, 12:07 PM
KAIROS კანონ, მოგვიყევი რ... Jun 13 2009, 12:40 PM
კანონისტი KAIROS
ებრაული საღმრთ... Jun 13 2009, 12:47 PM
damiane80 კაიროს მადლობა, ჩე... Jun 13 2009, 03:33 PM
კანონისტი ლია
შალომ ლახ
ქალ... Jun 15 2009, 08:56 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th August 2026 - 08:11 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი