ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
თათი87 |
Jan 25 2007, 04:18 PM
პოსტი
#2
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
თათი87 უბრალოდ სიტყვაციასაც გააჩნია. ვთქვათ ვიღაც კაცს უნდა თავის მოკვლა (ღმერთმა დაიფაროს) გაიფიქრა თავის მოკვლა დიდი ცოდვააო, ხოდა ნახა ეგრედ წოდებული კილერი და უთხრა მომკალიო. იმანაც მოკლა. იგივე თვითმკვლელობა არ გამოდის?ფაკტიურად გამოდის რომ ღმერთს ატყუებ. რაც შეუძლებელია დამეთანხმებით. რავი მე ასე ვფიქრობ. ხოლო რაც შეეხება ისეთ ადამიანებს რომლებიც აპარატებზე არიან შეერთებული და ძალიან ცუდად, უიმედო მდგომარეობაში არიან (შენ უფრო ამ შემთხვევას გულისხმობ ალბად) რავიცი მაგ შემთხვევაში ვერაფერს ვერ ვიტყვი. უბრალოდ არ ვიცი რა ვთქვა... მაგ შემთხვევაში საერთოდ არ არი სახეზე ევთანაზია!!! შენ ვერ მიხვდი ზუსტად მე რას ვგულისხმობ! ევთანაზია იმას კი არ ნიშნავს ნებისმიერ "მსურველს" დაეხმარო თავის მოკვლაში, არამედ იმას ვისაც ეს ჭირდება!!! (ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) judi გეთანხმები.. ფიზიკურ უძლურებას უფალი გვიგზავნის იმიტომ, რომ მათი დათმენით სამოთხეში მოხვედრის ღირსნი გავხდეთ.. ევთანაზია გაუმართლებელია!!!!!!!! ევთანაზია რომ გაუმართლებელია ეს მეც ავღნიშნე დასაწყისშივე! ასე რომ სრულიად ვეთანხმები ამ მოსაზრებას! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
teo.. |
Feb 14 2007, 02:44 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 256 რეგისტრ.: 17-November 06 მდებარ.: USA წევრი № 486 |
შენ ვერ მიხვდი ზუსტად მე რას ვგულისხმობ! ევთანაზია იმას კი არ ნიშნავს ნებისმიერ "მსურველს" დაეხმარო თავის მოკვლაში, არამედ იმას ვისაც ეს ჭირდება!!! (ვთქვათ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო) თათია ის ფაქტი რომ მკვლელობა უდიდესი ცოდვაა ღვთისთვის ეს ფაქტია და ამის ახსნა აქ ზედმეტიც იქნება მაგრამ რაც შეეხება ევთანაზიას, ესეც უდიდესი ცოდვაა ჩემი აზრით და რატომ... 1) ადამიანი რომელიც თვითმკვლელობით ამთავრებს ამქვეყნიურ ცხოვრებას ღვთისთვის იმდენად მიუღებელია და უდიდეს ცოდვად გვითვლის, (ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლის ხელყოფის გამო) რომ მასზე ეკლესია არ ლოცულობს... 2) ადამიანი რომელიც სხვას კლავს ანუ ართმევს ღვთისგან ნაბოძები სიცოცხლეს... და 3) ევთაიზია რომელიც ჩემი აზრით ორმაგად დიდი ცოდვაა. ადამიანი ჯერ სულიერად სასოწარკვეთის ცოდვაში ეცემი, შემდეგ გონებრივად თვითმკვლელობის სურვილის ცოდვაში ვარდები და მეტიც სხვას აგდებ უდიდეს ცოდვაში ამით არა მარტო საკუთარ უმძიმეს ცოდვას არამედ სხვის (სულის მომაკვდინებელ)ცოდვასაც იდებ მხრებზე. შენ რამდენიც გინდა შესცოდე, შენ თავად გასცემ პასუხს უფალს მაგრამ შენს გამო რომ სხვა ცოდვაში ჩავარდება მე მგონი რომ ეს უფრო დიდი ცოდვაა, თუ იმიტომ სთხოვ სხვას მოგკლას რომ შენ თვითმკვლელობა აიცილო თავიდან ეს ხომ საკუთარი თავის და უფლის მოტყუებაა... ისე რომ ევთანაზია უფრო გაუმართლებლად მიმაჩნია ვიდრე თვითმკვლელობა რომელიც შეიძკლება სულიერი დაავადების შედეგად იქნას ჩადენილი. იქნებ მე არასწორად ვმსჯელობ ან ჩემი ეს აზრიც განკითხვაში მეთვლება ?? უფალს ვთხოვ პატიებას -------------------- სასოება ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველად ჩემდა სულიწმიდა, სამებაო წმიდაო დიდება შენდა.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 09:31 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი