იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 14 2009, 08:26 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მაცხოვრის შობის ადგილი:
მდებარეობს ტაძრის ტრაპეზის ქვეშ. როგორც წესი, ჩადიან მარჯვენა კიბით და ამოდიან მარცხნივ. შობის ადგილიდან ოდნავ უკან და მარჯვნივ არის ბაგა, სადაც რამდენიმე წუთის დაბადებული განხორციელებული სიტყვა ღმრთისა მიაწვინა ყოვლადწმინდა დედამ: ულამაზესი და განცდით აღსავსე წამი. ეხები წმინდა ადგილს და არ იცი, რა თხოვო უფალს, საიდან დაიწყო ან რა თქვა, რომელი ერთი შეჰვედრო. თითქოს ყველა ლოცვა ერთად დაგავიწყდა და მხოლოდ "უფალო" თუ გაკრთება ბაგიდან... გაივლის ეს წამი და მერე უკვე ყველაფერი მოდის, მოდის თავისით და უწყვეტად, თითქოს ტვინი გვერდზე გასწია სულმა და თავად ალაპარაკდა.... ჩასასვლელ კიბესთან დასვენებულია ბეთლემისად წოდებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი: გარეთ, ტაძრის შესასვლელიდან მარცხნივ ცალკე არის აღმართული ლათინთა ეკლესია. მის თავზე - ვატიკანისა და ფრანცისკანული (იერუსალიმური) დროშები: ეს იყო სულ, რაც საინტერესო მინდოდა მეთქვა და მეჩვენებინა. წინ მელოდება გალილეაში, სამარიასა და ჩრდილო ისრაელში გასვლა, ქ. ნაზარეთი, მდ. იორდანე და რაღა თქმა უნდა იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია. მადლი და მშვიდობა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, თქვენ თანა, ძმებო წმინდა მიწიდან. ამინ ჰაბარუხ ვეჰაშალომ ადონეინუ იეშუა ჰამეშიახ, ლეხემ, ახიმ შელი მაარეც ჰაკადოშ. ამენ ი ხარის კე ი ირინი ტუ კირიუ იმონ იისუ ხრისტუ, მეტა იმონ, ადელфი მუ აპო ტონ აღიონ ტოპონ. ამინ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი