იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 15 2009, 09:12 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
დღეს მოულოდნელად და დაუგეგმავად აღმოვჩნდი იერუსალიმში. მქონდა რამდენიმე ოფიციალური შეხვედრა.
მარცხნიდან: დავიდ აბბადი, ისრაელის სახელმწიფოს წითელი დავითის ვარსკვლავის საზოგადოების კოორდინატორი ამოს ავგარი, მსოფლიო ებრაული თანამშრომლობის ორგანიზაციის (JDC) ნიუ-იორკის ოფისის ხელმძღვანელი ნანა ყეინიშვილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი და მე ამის შემდეგ ებრაელმა მასპინძლებმა ასევე მოულოდნელად წაგვიყვანეს აღდგომის ტაძარში... გზად ტაძრისკენ ძველ ქალაქში აღდგომის ტაძრის ხედი შესასვლელშივე არის ქვა, სადაც დაასვენეს ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარი. ქვას ასდის ენითაუწერელი სურნელება იქვე, კედელზე არის გარდამოხსნის ფრესკა. იწყება მარჯვნიდან, რადგან იქითა მხარეს არის გოლგოთა თავად კუვუკლია, ანუ მაცხოვრის საფლავი არის ტაძრის დასავლეთ ნაწილში. მის წინ არის აღდგომის ტაძარში შესასვლელი, საიდანაც აღმოჩნდებით ტაძრის მთავარ - ბერძნულ საკურთხეველთან აღდგომის ტაძარი: კუვუკლია სამხრეთიდან: კუვუკლიის შესასვლელი (ფოტო აღმოსავლეთიდან): კუვუკლია კი, როგორც იცით, იყოფა ორ ნაწილად: ანგელოზის ეკვდერად და თავად საფლავად ანგელოზის ეკვდერი, სადაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა მენელსაცხებლე დედებს პირველებს უთხრა: "რად ეძიებთ ცოცხალს მკვდართა შორის? არ არის აქ, არამედ აღდგა..." ეკვდერიდან საფლავზე შესასვლელი (ახლოდან). კარის მარცხნივ მოჩანს დედები ნელსაცხებლით, ხოლო მარჯვნივ - მთავარანგელოზი გაბრიელი: უფალო, გვიხსენ და გვილხინე ჩვენ ცოდვილთ...... უბედნიერესი წუთები გრძელდება.... ეხლა უფრო დაწყნარებით შეგიძლია ილოცო.... გოლგოთისკენ..... გოლგოთა. ამ ადგილას იყო აღმართული მაცხოვრის ჯვარი: გოლგოთის ქვემო ნაწილი, კლდის ნახეთქი, რომელიც მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოსულმა სისხლმა გააპო... აღდგომის ტაძრის უძველესი საკურთხეველი: დღეს ეს იყო. იგეგმება ჩვენი გაყვანა იერუსალიმში უკვე ორგანიზატორთა მიერ. შემდეგ კვლავ დავდებ ახალ-ახალ ფოტოებს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 07:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი