იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
უჩა |
Jun 15 2009, 11:05 PM
პოსტი
#2
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
ციტატა ისრაელის უშიშროების სამსახური smile.gif ეუჰ ამას უყურე რეებს ჩალიჩობს. გაიხარე ძამი. მართლა ძალიან წმინდა და ლამაზი ადგილებია. ჯერ მარტო სურათებიდან რა ენერგია მოდის და რეალურად რომ ნახავ ამ ყველაფერს და მოილოცავ წარმომიდგენია რა დიდი გრძნობაა. მოგვიხსენიე დათუჩ ჩვენცა. :წუბ: გაგაძლიეროს უფალმა. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 03:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი