ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფსევდო"ბიზანტიური" საგალობლები, სიახლე საქართველოს ეკლესიაში |
anuska |
Nov 25 2006, 01:43 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 367 |
ეს თემა გააქვრეს ფორუმიდან ამიტომ თავიდან გავხსნი, იმედია ამასაც იგივე ბედი არ ეწევა.
დიდი მადლობა ჯამბაკურს ასეთი ინფორმაციისათვის,მე მეგონა მარტო ვცოდვილობდი და უამრავი ჩემნაირი ყოფილა.რაც შეეხება მოძღვრების დავალებას,ჩვენ მხოლოდ პატრიარქისადმი მორჩილების კურთხევა გვაქვს და მეტი არაფერი და ამიტომაც მიკვირს კი რად განიკითხავთ. მისამართს თუ მასწავლით მეც სიამოვნებით მოგართმევთ კიდევ ერთ თხოვნის წერილს,რომელსაც აქვე "დავპოსტავ". "ჩვენო უწმინდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათალიკოს_პატრიარქო,უმორჩილე სად გევედრები ჩემი სახელით მე უღირსი და ერთი ცოდვილი ადამიანი თქვენი მრევლიდან,რომ აკრძალული გალობები დაგვიბრუნოთ. ჩვენ ეს გალობები სიწმინდედ მივიღეთ და ძალიან გვიჭირს მათი ნაგავში მოსროლა. ჩვენი მდაბიო გემოვნებისა და მუსიკის ნაკლებად მცოდნეობის გამო. შევიყვარეთ და შევისისხლხორცეთ. თაყვანს ვცემთ ქართულ გალობებსაც,მაგრამ შეჩვეულს ვარჩევთ. მოგვიტევეთ ასეთი უღირსი თხოვნისათვის თქვენო უწმინდესობავ. ნუ დაგვსჯით ჩვენი უღირსბის გამო. მარიამი " რაც შეეხება ბიზანტიურ გალობებს ვეშაპო მე მას ვისმენ,მაგრამ მის გაგებას უდიდესი მოთმინება და მორწმუნეობა უნდა ბერძნულის ცოდნასთან ერთად,რაც მე არცერთი არ გამაჩნია. ეხლა მიპასუხე თუ რა უნდა ვქნა როცა ეკლესიაში მრავალჟამიერის გალობისას ჩემს დაყრუებულ თავს საუკეთესო რესტორნები ან კონცერტები ახსენდება და ღვთისკენ მიმართული გონება მებნევა.იქნებ რესტორნებში მაინც აგეკრძალათ.? თქვენი მონა_მორჩილი, უსმენო და უგემოვნო "მარიამი" იოანე დამასკელზე ყველაფერი ვიცოდი,მაგრამ მე სამწუხაროდ წმინდანი არ ვარ.ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. გთხოვთ აღარ დახუროთ თემა |
კანონისტი |
Feb 14 2007, 01:04 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Iona
ციტატა მესმის რასაც ამბობთ მაგრამ, თუ ქართულ საგალობლებს ვინმე ინგლისური ტექსტით იგალობებს, რათა ინგლისელმაც გაიგოს, განა ამით გაუწმინდურდება საგალობელი?! რა თქმა უნდა ის ვერ იქნება როგორც ორიგინალი, მაგრამ ამის გამო არავის უფლება არ აქვს მას ყროყინი დაუძახოს. ასე რომ თუ ორიგინალური ბერძნული საგალობლების ლანძღვა არ შეიძლება ასევე არ შეიძლება მათი ქართული თარგმანის ლანძღვაც. მეთანხმებით? ყროყინი მხოლოდ ვირის მიერ გამოცემულ ბგერას უნდა დაუძახო... რაც შეეხება ბიზანტიურ გალობას ქართული ტექსტით. ინგლისური ტრადიცია ტყუილად მოიყვანე, ვინაიდან ინგლისელებს (და ამერიკელებს) მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ტრადიცია არ აქვთ და იძულებული არიან სხვებისგან აითვისონ. ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სულერთია ბერძნულ მელოდიაზე გააწყობენ ისინი გალობას, სლავურზე თუ ქართულზე... ხოლო ის, რომ ადამიანი შეგნებულად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება საქართველოს ადგილობრივი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებას, ეწინააღმდეგება უმდიდრეს და უძველეს ქართულ მართლმადიდებლურ ტრადიციას, პირდაპირი გაგებით წყალში ყრის ჩვენი ეკლესიის დიდი მნათობების ღვაწლს, და მეტიც, თავს უფლებას აძლევს რომ ამ გალობას არაკანონიკური თუ მიუღებელი უწოდოს, სრულიად სამართლიანად იწვევს განრისხებას მორწმუნეთა მხრიდან, რაც ზოგჯერ, სამწუხაროდ, დასაშვებ ფარგლებს ცილდება ხოლმე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 09:33 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი