იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 16 2009, 10:58 AM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა კანონ, "ვრაცებს" რატომ გვიძახიან იქნებ აგვიხსნა? ივერი ==> ივირ ==> ვირ "ვირ"-ს ემატება ძველსომხურში ქვეყნის საწარმოებელი სუფიქსი "-ქ" (მაგ. ჯავახქ, გუგარქ...) ==> ვირქ (ასე ერქვა საქართველოს ადრე) სადაურობის საწარმოებლად "ვირ"-ს ემატება "-(ა)ცი" (მაგ. სასუნცი, კალანკატუაცი...) ==> ვირაცი ==> (ი-ს შეკუმშვის შედეგად) ვრაცი ამ სიტყვიდან და სპარსული "-სტან"-ის დამატებით მიიღეს საქართველოს თანამედროვე სახელწოდება - ვრასტან. ბეშალომ, ჰაკანონისტ შეფაიმ, ისრაელ. განსაკუთრებით მძიმე რელიგიური იუდეველები ასე დადიან: არ დაგავიწყდეთ, რომ ამ დროს 34 C ტემპერატურა. ეხლა ცოტა სემინარების კურიოზი: "ადამიანი ხშირად კარგავს დროს იმაში, რომ სხვას უნდა უმტკიცოს რამე. დრო კი ფულია. ამიტომ ჩემი რჩევაა, რომ დაეთანხმეთ ყველას ყველაფერში, სანამ ფულს არ ითხოვს" ხმ!.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი