იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 16 2009, 10:36 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა საინტერესოა, ისე ებრაელებისათვის ჩვენ გრუზინ-ები ვართ ხომ? საინტერესოა რატომ? აკი გრუზინ უფრო სლავური არაა? მე ვიცი რომ იაპონურად, კორეულად (ჩინურდაც?) გრუზიაა, რუსების გავლენით? გავლენა ცხადია რუსეთისაა. ისე კი: იაპონურად - გურუჟია კორეულად - კურუჯია ჩინურად - გელუჟია რაც შეეხება ებრაულს. ევროპელი ებრაელები გვეძახიან - გეორგიას (גורגיה) ხოლო სლავური ქვეყნების ებრაელები - გრუზიას (גרוזיה) ოფიციალურ დოკუმენტებში უფრო მეტად გრუზია წერია, თუმცა კი მეორეც გვხვდება. ქართველმა ებრაელებმა ქართველ ებრაისტებთან ერთად თურმე აღმოაჩინეს IV საუკუნის ხელნაწერი, სადაც საქართველო მოხსენიებულია გურგიად (იწერება ზუსტად ისე, როგორც გეორგია) და ეხლა მიდის ასე ვთქვათ, გადაწყობა გურგია-ზე ქართველი შესაბამისად არის "გრუზინი" (მდედრ. "გრუზინით"), ან "გურგი(თ)" როდესაც მინდა ვუთხრა მე ქართველი ვარ, აღარ ვიცი რომელი ვთქვა, რადგან მქონდა შემთხვევა, რომ ვუთხარი "ანი გურგი" და მეკითხება ეგ რა ქვეყანააო, ან "ანი გრუზინი" და ასევე - ეგ რა ქვეყანააო. როცა მეორე ვარიანტს ვეუბნები (შესაბამისად), იგებენ. ხვალ ამ სემინარების შესახებ დავდებ ფოტოებს და ცოტას მოგიყვებით. სხვათა შორის, დღეს საქართველოს პრეზენტაცია მქონდა და საკმაოდ წარმატებულად -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:42 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი