პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პასუხების დაზუსტება, დასმულ კითხვებზე |
KAIROS |
Feb 7 2007, 09:23 PM
პოსტი
#161
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ვიწყებ მარიამის მიერ დასმული კითხვაზე ფიქრით...
http://church.ge/index.php?showtopic=576 "ლოცვა უცნობი ადამიანისათვის" მამაო პასუხში რამოდენიმე საინტერესო საკითხს აყენებს, განიხილავს რა ზოგადად ლოცვის არსს და აუცილებლობას, სცდება "უცნობი" ადამიანის თემას და "ნაცნობი " ანუ ჩვენს მიერ ნაცნობ ადამიანებს ახარისხებს, ვისზე უნდა ვილოცოთ და ვისზე არა, ბრძანებს: "... ადამიანები, რომელთაც იციან ჭეშმარიტება და ნებით ეწინააღმდეგებიან მას, ვერ იქნებიან მოხსენიებულნი ლოცვაში..." და სხვაგან: " ... (თუ) ადამიანი შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ცხადია, განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით." ჯერ ერთი ამ ორ თეზისს შორის დაპირისპირებაა, რამეთუ სხვაა "ვერ იქნებიან მოხსენიებულნი" და სხვაა "განსაცდელის წინაშე ვაყენებთ თავს მისთვის ლოცვით", რადგან მოყვასისათვის განსაცდელს რად უნდა ვერიდოთ? მაგრამ ყველაზე საინტერესოა ის ლოცვები, რომლებსაც ჩვენ დილა-საღამოს ვკითხულობთ: "უარისმყოფელნი მართლმადიდებელისა სარწმუნოებისანი და ჭეშმარიტებისა გზათაგან შეცდომილნი, წვალებათაგან დაბნეულნი ნათლითა ცნობისა შენისათა განანათლენ და მოაქციენ იგინი მართალსა სარწმუნოებასა ზედა და ზიარ-ყვენ იგინი წმიდისა შენისა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიისა, რათა გიცნან შენ მხოლოდ-ჭეშმარიტი ღმერთი და თაყუანი-გცენ. (მეტანია)" რამეთუ მწვალებლები თავისუფლად თავსდებიან იმათ რიცხვში ვინც " შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას", მაშინ რატომ ვლოცულობთ მათზე? თუ მხოლოდ სახელის ხსენება- არ ხსენებაზეა ყველაფერი დამოკიდებული? ... საკითხი ისევ ღიაა და დიდად დამავალებთ, თუკი მამებზე დაყრდნობით მშვიდად განვიხილავთ ამას, რამეთუ მაგ სიაში მოსახსენებელი ნაცნობები ბევრსა გვაყვს... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 14 2007, 01:51 PM
პოსტი
#162
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
პასუხის პასუხი
დიდი მადლობა მამა ანდრია, გავკადნიერდები და ისევ დავუბრუნდები იმ საკითხს, ამის შემდეგ შეიძლება კიდევ ერთხელ შეგაწუხოთ და შემდეგ ამ თემაზე აღარ შეგეკითხებით, იმედია გამიგებთ, რომ ეს კითხვები, სწორი პასუხის ძებნას ემსახურება. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა! ახლა, ყოველგვარი ჩემი კომენტარის გარეშე, დავსვამ ორ კითხვას, რომელიც თქვენი პასუხიდან გამომდინარეობს: 1) ციტატა ჩვენ ვიხსენიებთ მათ, ვინც შეცდა და დაიბნა ... არის განსხვავება მათ შორის, ვინც ცდება და ვინც შეგნებულად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ე.ი. თქვენ ამბობთ, რომ მწვალებელთა ერთი ნაწილი უნდა მოვიხსენოთ, მეორე კი არა? და როგორ განვასხვავოთ ისინი? ციტატა აწყობთ სიცრუის არათუ მიღება, არამედ ქადაგებაც კი ასე ვერ განვასხვავებთ, რადგან სექტაში ყველა მქადაგებელია... და სად წერია, რომელ მამასთან, ის რომ "მქადაგებელი ან თავი სექტანტთა ლოცვებში არ მოიხსენოთო"?2) ციტატა ლოცვა სასიკვდინედ მცოდველთათვის ... ვერ იქნება აღვლენილი ციტატა სხვაა ის, ვინც იცის და თვალს ხუჭავს. მათთან შეიძლება საუბარი, უფრო იმისათვის რომ გული მოვულბოთ, მაგრამ ლოცვა ვერ (ანუ – არ) აღესრულება. სასიკვდინე ცოდვებში საერთო საეკლესიო გამოცდილებით იგულისხმება მცნებისეული ცოდვების დარღვევა, გავამარტივებ, მრუშობა, ქურდობა და ა.შ. რა ვქნათ მამაო, არ მოვიხსენოთ ჩვენი ერში მყოფი ძმები, რომლებიც შეიძლება მრუშობენ ( ან თუნდაც ქურდობენ) , აკი ორივემ შესანიშნავად იცის, რომ ქრისტიანული თვალსაზრისით არ შეიძლება, მაგრამ მოსაქცევები არიან და ახლა არც ვილოცოთ მათზე, რომ მოექცნენ? სად წერია, ის რომ მათთან საუბარი შეიძლება,თხოვნით რომ მოექცნენ, და იგივე თხოვნით ღმერთთან საუბარი არ შეიძლება? ვფიქრობ საკმარისად ნათლად დავწერე ჩემი აზრი, კიდევ ერთხელ დიდად გმადლობთ! დაგვლოცეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი