რეინკარნაცია, მხევალ ნინოს თხოვნით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რეინკარნაცია, მხევალ ნინოს თხოვნით |
შეხვეწილი |
Feb 12 2007, 03:10 PM
პოსტი
#21
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 |
მოკლედ, რას ფიქრობთ ამაზე?
-------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
iako |
Feb 14 2007, 02:07 PM
პოსტი
#22
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ვამბობთ რომ უფალს უყვარს თავისი შექმნილი ადამიანი და ნუთუ მას ცხოველად გადაქცევის საშუალებას მისცემს, რომელიც ყოველგვარ მადლს მოკლებულია?
რეინკარნაცია ვისაც სწამს, მათ მიხედვით, ეს არის საკუთარი ცოდვების გამოსწორების კიდევ ერთი შესაძლებლობა და როგორ გგონიათ ღორად მოსვლით რომელ ცოდვებს ვინანიებთ და ვასწორებთ. ან თუნდაც სხვა ადამიანად მოსვლის შემთხვევაში, ისედაც მრავალ ცოდვებს კიდევ უამრავს უმატებთ და როდესმე ხომ უნდა იყოს საშველი ამ ლაბირინთიდან თავის დასაღწევად. მაშინ უფალთან მიახლოების პერსპექტივა თითქმის ეკარგება ადამიანს, თუ მუდმივ დედამიწაზე მოსვლაში იქნები. ან ჯოჯოხეთს რა დატვირთვა აქვს, თუ გამოსასწორებლად დედამიწა და მეორედ მოსვლა გვაქვს დადგენილი. ერთხელ თუ უფალმა ქრისტიანად მოგავლინა უფალმა , რომ გი შეგეცნო, მეორედ დაუშვებს იგი რომ შეიძლება სულაც ღვთისმგმობად მოევლინო? მე მაინც მგონია რომ ამის დაჯერება აწყობთ ადამიანებს, ვინც სასოწარკვეთილებას მოუცავს თავიანთი ცოდვების გამო და უფლის მოწყალების არ სჯერათან ,ან პირიქით ძალიან მიჯაჭვული არიან ამ ცხოვრებას და სულზე ფიქრი დღეს ეზარებათ და ხვალინდელ დღისთვის გადადება ესაჭიროებათ. ან სულაც არ სწამთ უფლის და კიდევ ერთხელ ამ ქვეყანაზე დასაბრუნებლად ეს მეთოდი გამოუგონეს საკუთარ თავს. -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 01:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი