იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
guest |
Jun 17 2009, 11:37 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კანონისტი
ციტატა ხვალ ამ სემინარების შესახებ დავდებ ფოტოებს და ცოტას მოგიყვებით. სხვათა შორის, დღეს საქართველოს პრეზენტაცია მქონდა და საკმაოდ წარმატებულად smile.gif მიხარია ძალიან , დავით, რომ კარგად მიდის შენთან საქმეები ციტატა ოფიციალურ დოკუმენტებში უფრო მეტად გრუზია წერია, თუმცა კი მეორეც გვხვდება. ქართველმა ებრაელებმა ქართველ ებრაისტებთან ერთად თურმე აღმოაჩინეს IV საუკუნის ხელნაწერი, სადაც საქართველო მოხსენიებულია გურგიად (იწერება ზუსტად ისე, როგორც გეორგია) და "გურგ" ბერძნული "გეო" -მიწიდან მოდის, წმინდა გიორგისგან თუ "გორგ" ებრაულადაც მგელს ნიშნავს, როგორც სპარსულად? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი