იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 17 2009, 10:21 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
საინტერესო დეტალი:
სასტუმროს შესასვლელზე, ყველა ნაგებობის კარებზე და თვით ცალკეული ნომრების კარებებზეც არის მიკრული ასეთი რამ: მასზე გამოსახულია ებრაული ასო ש (შ) - ანუ შალომ (მშვიდობა) და შიგნით დევს სახლის დალოცვის იუდეური ლოცვა. ეს არის გახსენება კარების წითხრილზე წაცხებული იმ სისხლისა, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლის წინ გააკეთა ყველა ებრაელმა, ნიშნად იმისა, რომ ამ სახლში ებრაელი ცხოვრობდა. აქ არის ამგვარი ტრადიცია, რომ ყველა კარებზე უკეთდება ეს ნიშანი იმის აღსანიშნად, რომ მასში მცხოვრები ყველა ებრაელია. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
.:Lela:. |
Jun 17 2009, 11:01 PM
პოსტი
#3
|
.:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 |
საინტერესო დეტალი: სასტუმროს შესასვლელზე, ყველა ნაგებობის კარებზე და თვით ცალკეული ნომრების კარებებზეც არის მიკრული ასეთი რამ: მასზე გამოსახულია ებრაული ასო ש (შ) - ანუ შალომ (მშვიდობა) და შიგნით დევს სახლის დალოცვის იუდეური ლოცვა. ეს არის გახსენება კარების წითხრილზე წაცხებული იმ სისხლისა, რომელიც ეგვიპტიდან გამოსვლის წინ გააკეთა ყველა ებრაელმა, ნიშნად იმისა, რომ ამ სახლში ებრაელი ცხოვრობდა. აქ არის ამგვარი ტრადიცია, რომ ყველა კარებზე უკეთდება ეს ნიშანი იმის აღსანიშნად, რომ მასში მცხოვრები ყველა ებრაელია. მაგარიაააააა მიხედე რა რიონისსამოთხისტებს დავიღალე კაი იყო რაააა -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:01 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი