![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
guest |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ამ თემის გახსნა ამ განყოფილებაში გადავწყვიტე, რამდენადაც ახლოს არის ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან.
ჩემი აზრით, ჯანმრთელი ორგანიზმი, ჯანსაღი სხეული ნებისმიერი ასაკის პიროვნებისთვის აქტუალურია. ამ თემაში ვისაუბროთ სხეულის გაჯანსაღების მეთოდებზე, გავიუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები, მივცეთ ერთმანეთს რჩევები , დავსვათ კითხვები და მსგავსი. მე შევეცდები დავიწყო სურათებით, სადაც თვალნათლივ ჩანს ვარჯიშების სახეობები, რომლებიც საჭიროა მუცლის კუნთების განვითარება-გამაგრებისთვის. ასევე მეტად ეფექტურია ჭარბი წონის დაკლების დროსაც. ამ სურათებზე ძირითადად მოცემულია ვარჟიშები ტრენაჟორებზე, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, სახლის პირობებშიც შეიძლება ბევრი მათგანის გაკეთება, ტრენაჟორების კუსტარული , სხვა მეთოდებით შეცვლით. ძირითადად ქალებითვის არის აქ ნაჩვენები ამ სახის ვარჯიშები, მაგრამ ეს სრულიად იდენტურია მამაკაცებისათვისაც. პ.ს. მე შემიძლია შემოგთავაზოთ მსგავსი სურათები ასევე ხელების, ბეჭების, მკერდის, ზურგის, ფეხების, საჯდომის კუნთებისთვის. ბევრი მათგანი დაკავვშირებულია ძალოსნურ ვარჯიშებთან, მაგრამ თუ მივდევრობით მივყვებით, არც გირები და არც შტანგები, თუნდაც ტურნიკი სიძნელეს არ წარმოადგენს. დამწყებთათვის ჩემი რჩევა იქნება ვარჯიშების დაწყებამდე აფთიაქში შეიძინონ მაგნეზიუმის ტაბლეტები ან კომბინაცია მაგნეზიუმ+კალიუმი , რომელიც ხელს უწყობს მუსკულატურის და ნერვული სისტემის განვითარებას და თავიდან აცილებული იქნება არასასიამოვნო დაჭიმვები ან კიდურების დაკრუნჩხვები, მყისების თუ კუნთების ტკივილი. მოკლედ, ეს აუცილებლობაა და არავის არ ვურჩევ ამ პრეპარატის გარეშე ამ სახის ტრენინგზე შეჭიდებას ![]() პ.ს.ს. სურათებზე თუ კითხვები გაჩნდება, გიპასუხებთ, დავნომრავ ამისთვის წინასწარ. რაც დაუშვებელია, ისინი თვით სურათზე არის დატანებული და ვგონებ კომენტარებს არ საჭიროებს. სურ. 1 აჩვენებს სწორედ მუცლის კუნთებს, რომლიც ძლიერდება ამ ვარჯიშების ინტენსიური შესრულების შემდეგ. სურათები, რომლებიც ტრენაჟორის გარეშე შესასრულებელია, თავისუფლად შეიძლება გააკეთოთ სახლის პირობებში. დროს მნიშვნელობა არ აქვს. როცა მოგიხერხდებათ და როდესაც გაგახსენდებათ ![]() ![]() სურ.1 ![]() სურ.2 ![]() სურ.3 ![]() სურ.4 ![]() სურ.5 პ.ს. სოლჯერს ვთხოვ დაპოსტოს რაიმე, რომ შევძლო სურათების დადების გაგრძელება . |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
რამდენადაც სურათების ირგვლივ შეკითხვები არ გაქვთ (ისედაც მარტივი ვარჯიშებია და მჯერავს არ საჭიროებს ბევრ განხილვას), ცოტას გავაგრძელებ.
მაგალითად ერთი დღის ფიტნეს-რეცეპტები: საუზმე: მაწონი ხილით 150 გ შეძლებისდაგვარად ნაკლებცხიმიანი მაწონი ან იუგურთი, 1 ცალი ბანანი ან 100 გ მარწყვი, 1/2 სუფრის კოვზი თაფლი. ხილი დავჭყლიტოთ და შევურიოთ მაწონს, დავამატოთ თაფლი და ავურიოთ კიდევ. ჩავასხათ ჭიქაში და ვისაც უყვარს, წვრილად აკეპილი პიტნის ფოთლებიც მიამატოს. სადილი: ბრინჯიანი ხორცი 1 ჩაის ჭიქა კანგაუცლელი ბრინჯი, თუ არ გაქვთ ჩვეულებრივი, 200 გ - ქათმის ან ინდაურის თეთრი ხორცი, ხახვი - 1 თავი, ბულგარული წიწაკა -1 ცალი, ყაბაყი -1 ცალი , საშუალო ზომის. ოხრახუში, მარილი, წიწაკა. ხორცი მოვხარშოთ, ამოვიღოთ ნახარშიდან და ცივი წყალი გადავავლოთ. დავჭრათ პატარა "კუბიკებად". ბრინჯი გავრეცხოთ და დავწუროთ. დავკეპოთ ბოსტნეული საშუალო ზომის ნაჭრებად. საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ 1 სუფრის , სასურველია ომეგა3 ტიპის ზეთი, თუ არა და მცენარეული ზეთი, ოღონდ სუფთა მზესუმზირის არანაირად. რომ გაცხელდება ჩავყაროთ ბოსტნეული და ოდნავ მოვხრაკოთ, ბევრი არ არის საჭირო. ჩავაყაროთ დაჭრილი ხორცი და ზემოდან ბრინჯი. დავფაროთ ცხელი წყლით ისე, რომ დაიფაროს და 2 თითის დადება ასცდეს წყალი ამ მასას. ჩავყაროთ მარილი, შავი წიწაკა და დაფქვილი ყვითელი ყვავილი (*ჩვენთან რომ ზაფრანს ეძახიან შეცდომით) . დავახუროთ თავი და მოხარშვას რომ მიაუხლოვდება, ქვაბის სახურავი გავახვიოთ სამზარეულოს ტილოში და ისე დავახუროთ თავზე. მივცეთ ყველაზე დაბალი ცეცხლი, რასაც თქვენი გაზი ან ელექტრო ქურა გთავაზობთ. თუ ელექტრო ქურაა, საერთოდ გამორთეთ, არსებული სიმხურვალე უკვე საკმარისია ბოლომდე მოშუშდეს. სერვირებისას მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში. თუ აუცილებლად წვნიანი გსურთ, + 1 ჩაის ჭიქა ბოსტნეულის ბულიონი. ვახშამი: კარტოფილის სალათი 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი მოხარშეთ, გაცივების მერე დაჭერით დაახლოებით 5-მმ სისქის რგოლებად და მოათავსეთ ფაიფურის ან შუშის თასში. ცალკე აკეპეთ მწვანე ხახვი, ოხრახუში, დაამატეთ მარილი და შავი წიწაკა. პატარა თასში ცაასხით 1 ჩაის კოვზი მდოგვი და დაასხით გემოვნების მიხედვით 1-2 ს/კ ძმარი (*სასურველია ვაშლის), პატარა ყავის ჭიქით წყალი და ძალიან კარგად ათქვიფეთ ეს ყველაფერი. ბოლოს ჩაასხით დაჭრილ კარტოფილიან თასში და აურიეთ. ვისაც აქვს იმედი, რომ საღამოს ბევრად არ მოშივდება, კარტოფილის სალათი შეუძლია მეორე დღის სადილისთვის გადადოს და საღამოს მიიღოს კიტრის სალათი მწვანილეულთან ერთად. მისაყოლებლად შავი პურის ნაჭერი. დღის დარჩენილ პერიოდში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დალიოთ იმდენი ჭიქა მაგალითად, ბალახეულის ოდნავ დატკბობილი ჩაი, რამდენიც გსურთ. აუცილებელია მინიმუმ 1,5 სითხის მიღება , საუკეთესო ვარიანტში უგაზო მინერალური წყალი. პ.ს. მოსინჯეთ აბა ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 08:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი