![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ვხსნი ახალ თემას, რომელიც ძალიან მომცველი უნდა იყოს და ვფიქრობ, უნდა შემოუერთდეს ერთი-ორი პატარა თემა, ოღონდ ვთხოვ დავითს, პირველ პოსტად ეს დატოვოს ჩემი და ავტორობაც შემინარჩუნოს ( სხვა თემაში კი გთხოვთ გამოასწოროთ მსგავსი პრობლემა ), ახლა ახალი თემის შესახებ; აქამდე ჩვენ ვსაუბრობთ როგორ გვესმის საკუთარი რელიგია და ვსწავლობთ მას, ვარჩევთ რა ფსევდოს ნამდვილისაგან, ამ თემაში კი იგივე გავაკეთოთ ოღონდ სხვა დიდ რელიგიებთან დაკავშირებით ( სექტებზე ცალკე თემაა გახსნილი ) ...
ხორცის საკითხი ისლამში და იუდაიზმში ... ჰალალი ( ნებადართული) მუსულმანობის ერთერთ ტრადიცია ხორცთან დაკავშირებით უმჭიდროესად უკავშირდება იუდაიზმს, რადგან მუჰამედმა ზუსტად გადმოიღო ძველი აღთქმის კანონები და მოარგო არაბულ გარემოს... ვნახოთ რა კანონები აქვთ მათ;ახლა შევჩერდეთ ისლამის პოზიციაზე(რასაც ქვემოთ დავწერ წყაროდ გამოვიყენებ აბდელაჰ მეჩნუინს, ისლამის ექსპერტს და პრეზიდენტს ისლამური ორგანიზაციისა ევროპაში და არაბეთში, გაზ. მეტროპოლი 20.04.2008 გვ. 11), ეს ექსპერტი 12 საკითხად აყალიბებს, ცხოველის დაკვლის და მიღების ცერემონიალს 1. საჭმელად გამოყენება შეიძლება მხოლოდამხოლოდ ჯანმრთელი ცხოველისა, არც უნდა იყვნენ ნაკლულნი, დაჭრილნი და ავადმყოფნი 2. მკაცრად არის აკრძალული ცხოველთა ცემა და დაშინება ( ![]() ![]() 3. ცხოველისათვის ჭრილობის მიყენება ანუ დაჭრა მკაცრად არის აკრძალული, მხოლოდ უნდა დაიკლას. ახლა როგორ უნდა დაიკლას 4. ჰალალით დაკვლას უნდა ახორციელებდეს, მხოლოდ ჰალალით დამკვლელი, არაჰალალით დამკვლელს არა აქვს უფლება ჰალალით დაკლას ( ანუ რიტუალურ დაკვლას მხოლოდ სპეცყასაბი ახორციელებს, რომელიც მხოლოდ ამ საქმითაა დაკავებული) 5. ასეთი სპეცყასაბი უნდა იყოს აუცილებლად ზრდასრული მუსულმანი ( მამაკაცი რათქმაუნდა ), გონებით და ფიზიკურად ჯანსაღი, და კარგად უნდა იცნობდეს ყველა პროცედურას 6. შესაბამად ჰალალით დაკლულის უფლება მხოლოდ მუსულმანს აქვს 7. დაკვლისას ცხოველი გონზე უნდა იყოს ( ან არ შეიძლება დაძინება, გათიშვა და ა.შ.) 8. მერე იქ წესში ჩამოთვლილია ხელის როგორ მოძრაობით ზუსტად სად უნდა მიაყენოს ჭრილობა და რა ნაწილი უნდა გადაჭრას, თავის მოჭრა არ შეიძლება, 9. დაკვლა უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დატყმით, ანუ მეორეჯერ დანის აწევა არ შეიძლება ( ![]() 10. დაკვლა ისე უნდა მოხდეს, რომ მთავარი სისხლსადინარები გადაიხსნას და მთლიანად მოხდეს სისხლისგან დაცლა 11. ცხოველის აკუწვა და ნაწილებად დაჭრა, გატყვება და ა.შ. მხოლოდ მაშინ უნდა მოხდეს, როცა დარწმუნდებიან მის სიკვდილში 12. და რათქმაუნდა დაკვლა და ჭამა შეიძლება მხოლოდ "წმინდა" ცხოველებისა ( მცოხნელი და ჩლიქგაყოფილი), ღორი ყველაზე უწმინდურია... ,,,,,,,,,,,,,,, აი ასეა დაწვრილმანებული "ჰალალის" ტრადიცია, ქრისტიანობას მსგავსი შეზღუდვები არ გააჩნია, იუდაიზმში მსგავსი სიტუაციაა, გახსნილია სპეციალური საყასბოები, სადაც ასეთად გამზადებული ხორცი იყიდება... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
დამიანე, აკაკი,
ძმებო, ეს იუზერები დავით 23(ნუ მარჩიელობ ერთი, იმიტომ დაწერა და ამიტომ ![]() ჩვენ ამ პირებთან საკმარისზე მეტი ვიკამათეთ, უნაყოფოდ და ზედმეტი დაძაბულობითაც, ვიცნობთ უკვე და ვიცით სად მიყავთ საუბარი, ამიტომ დავუწერე, რომ ეს თემაა არა საკამათო და არ აქვს მიზნად განჩინებების გამოტანა, არამედ ინფორმაციული გაცნობა სხვა რელიგიებისა. პარიზის სქიზმის ხალხს კი ვთხოვ არ გინდათ ახალი კამათის აგორება, არაა აქ ამის ადგილი, მაინც არ წამოგყობით, და აქ კი ყველა ოფფი გაქრება. ![]() ვიმეორებ ციტატა ვენ აქ განაჩენი კი არ გამოგვაქვს (ან რა უფლება გვაქვს) ვინ ვინაა, არამედ ვსაუბრობთ სხვა რელიგების კანონებზე და ტრადიციებზე, გთხოვთ ნუ გააოფებთ თემას. განაჩენებისათვის არაა თემა, არამედ სასაუბროდ, თან იმაზე სასაუბროდ დოკუმენტალურად და უბრალოდ გვინდა გავეცნოთ სხვა რელიგიებს. ეს ჩასაფრებული კითხვები, დამახასიათებელია მათთვის ვისაც კამათზე უნდა წამოგება მოპირისპირე მხარესი, ასე გააკეთა იეღოველმა და აწ IPბანდადებულმა, პროვოკატორმა "მოყვასმა", რომელმაც თითქოსდა ჩვეულებრივი კითხვა დასვა წმ. წერილის "გამარკვიეთ"-ში, ვისზეა საუბარი იგავთას ამადაამ მუხლშიო, მაგრამ ცბიერმა იცოდა ორივე პასუხი; თუ ვიტყოდით "ძე ღმერთზეო", მაშინ იქ შავით თეთრზე წერია სიტყვა "შემქმნა" ქართულად და გამოდიოდა, რომ ძე შექმნილია, როგორც ეს წამთ ამ ბნელ სექტანტებს, ხოლო თუ ვიტყოდით სხვა ვინმეზე, შევცდებოდით, რადგან მართლაც ძეზეა საუბარი, მთავარი პრობლემა კი ამ ტერმინის გაგებას ეყრდნობოდა, და არა მხოლოდ ერთი ტერმინისა არამედ მთელი ტექსტის შინაარსიდან ამოსვლა იყო საჭირო, მოკლედ ასე იეღოველმა ჩაგვირტყა ვითომ ჩამჭრელი კითხვა და იქ ამბავი ატყდა თავადაც შეგიძლიათ ნახოთ, მსგავსი კითხვა დაუსვეს უფალსაც ფარისეველები, მივცეთ თუ არა ხარკი კეისარსო, თუ იტყოდა კიო, მაშინ ცილსდასწამებდნენ რომაელებს ემხრობაო და ხალხი მოიძულებდა, როგორც მოღალატეს, თუ იტყოდა არაო, მაშინ თავადვე დაასმენდნენ რომაელებთან და ისინი, როგორც მოჯანყეს დააპატიმრებდნენ, უფლის პასუხით "მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა ღმერთს", ნაცარში ჩაუვარდათ კოვზი, ასეთია შენი კითხვა დავით, გვინდა გვათქმევინო რომ ან არაა ქრისტიანი და მერე ააგო შენი სქიზმატური იდეები, ან კია ქრისტიანი და მერე მოგვდგე და გვლანძღო , ამას დემაგოგია და პროვოკაცია ქვია, თუ გაქვს რაიმე კითხვა, უნდა დასვა სრულად, ამან და ამან აქა და აქ აი დოკუმენტი ასე და ასე თქვა და თქვენ რას ფიქრობთო, თან შენ მხოლოდ კამათი გინდა, და არა სხვა რაიმე, გიცნობთ უკვე კარგა ხანია, შეგახსენებთ რომ: თქვენთან სქიზმატებთან, სხვა კონფესიის, სხვა რელიგიის ხალხთან, ათეისტებთან და სექტანტებთან გვაქვს ეს ქვეგანყოფილება აპოლოგეტიკა და აქვე შეგიძლიათ გახსნათ თემა და იქ ვარჩიოთ და განვაჩინოთ ( ![]() თუმცა შეგახსენებთ რომ აქ ქვეგანყოფილებასაც აქვს წესები და როგორც კი შეურაცხყოფას მიაყენებთ რომელიმე ეკლესიის საჭეთმპყრობელს (კონსტანტინეპოლის,იერუსალიმი ს,საქართველოს, რუსეთის ...) მაშინვე დაისჯებით, ამიტომ ეკლესიის და მისი იერარქების სალანძღავად ფორუმში ადგილი არა გვაქვს. აქ კი მხოლოდ ინფორმაციულად ვსაუბრობთ და ნუ ურევთ თემას. ნებისმიერი თემიდან გადახვეული პოსტი ოფფად ჩაითვლება. კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th July 2025 - 06:39 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი