![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ნათია |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 ![]() |
თემა მზადაა! შეგიძლიათ დაწეროთ რეცეპტები, გააკეთოთ და "დააგემოვნოთ"
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
ინაინას თხოვნით თემა ში ->
http://church.ge/index.php?showtopic=4498&...25entry509732 აქ ვატავსებ რამდენიმე რეცეპტს, სურათებიც გადმომაქვს: უნგრელი ქალი - მაჯარიცა სურ.1-ზე მარცხნივ არის ტორტის მაჯარიცა-ს ნაჭერი (*” Мађарица” ნიშნავს ”უნგრელ ქალს” , მაგრამ რატომ ქვია ამ ტორტს,ეს არ ვიცი) . მარჯვნივ კი ე.წ. ლოკოკინები ანუ пужица -ები : ![]() სურ.1 600 გ პურის ფქვილი ავურიოთ 1 ცალ ნამცხვრების ასაფუებელ ფხვნილში (თუ არ გვაქვს კლასიკურად : სოდა და ძმარი), 50 გ კარაქი, 2 ც კარგად ათქვეფილი კვერცხი, 200 გ შაქარი , 200 გ არაჟანი შევურიოთ, ოდნავ მარილი. კარგად მოვზილოთ ეს ცომი, სასურველია ოდნავ ცივ სამზარეულოში და გაცივება აღარ დაგვჭირდება შემდეგ. ცომი უნდა იყოს ელასტიური, ხელზე არ უნდა გვეწებებოდეს. უკვე გამზადებული ცომი დავყოთ 5 ნაწილად, დავაგორგვალოთ და გავიყვანოთ ცალკ-ცალკე ფენებად. ისე რომ "ჟარონაზე" ბოლომდე განთავსდეს, დაახლოებით 30x40 სმ. ჟარონას მოვაყაროთ ოდნავ ფქვილი ან დავაფაროთ ნამცხვრის საცხობი ქაღალდი და ეს გაყვანილი ფენები თითოეული გაზქურაში შევწვათ. გამოცდილებით 200 გრადუს მხურვალებაზე სჭირდება 10-15 წუთი. თუმცა, ჯობია ყურადღების მიქცევა დროულად, რომ არ დაიწვას. კრემად ესაჭიროება ჩვეულებრივი ე.წ. მოხარშული კრემი. ჩვეულებრივი წესით დაამზადეთ მოხარშული კრემი , გადმოდგით, კარგად აურიეთ, რომ არ დაკურკუშდეს. დადგით გასაცივებლად. ჯობს თავიდანვე გადაიტანოთ ემალის თასში და ისე გააცივოთ. გაცივებულ კრემში ჩავამატოთ 200 გ კარაქი, სასურველია უკვე ათქვეფილი, 50 გ მწარე კაკაოს ფხვნილი და ვანილი გემოვნებით. საბოლოოდ კი სურვილის მიხედვით 3 ცლ (ცენტილიტრი) რომი . ყველაფერი ეს კიდევ ერთხელ კარგად ავთქვიფოთ. 4 ცალ შემწვარ ფენას წავუსვათ საბოლოოდ მიღებული კრემი და ზედა ფენა ჯერ უკრემოდ დავტოვოთ. გავაჩეროთ მინიმუმ 6 საათი ასე (მეტიც შეიძლება), დავფაროთ ალუმინის ფოლიით. ბოლოს ზედა ფენაც გავკრემოთ სერვირებამდე მინიმუმ 1 საათით ადრე. ზემოდან კი მოვასხათ შოკოლადის გლაზური. ბაიადერა სურ.2-ზე მარცხნივ წითელი 1-ით ავღნიშნე ჩემთვის ყველაზე გემრიელი ნამცხვარი Бајадера - ბაიადერა: ![]() სურ.2 300 გ შაქარი, 300 გ "შავი" შოკოლადი (ნამცხვრების, დასადნობი , კუვერტურა), 125-150 გ (საუზმისთვის განკუთვნილი ) მარგარინი , 12 სუფრის კოვზი წყალი, 150 გ დაფქვილი ნიგოზი, 150 გ დაქვხვნილი "პეჩენია", ვანილი გემოვნებით, თუმცა ზედმეტი არ უხდება. ავადუღოთ წყალი პატარა ქვაბში, ჩავამატოთ შაქარი და ისევ ოდნავ წამოვადუღოთ. გადავდგათ ცეცხლისგან და შევურიოთ მარგარინი. როცა მარგარინი დადნება, ჩავყაროთ დაფხვნილი ბისკვიტი და ნიგოზი. ავზილოთ კარგად, მივამატოთ ვანილი და კიდევ ავზილოთ. მიღებული მასა გავანახევროთ, ერთს შევურიოთ 2 ს/კ კაკაო და კარგად ავზილოთ. ჟარონაზე გავაბრტყელოთ კაკაოიანი ნაწილი და ზემოდან დავაბრტყელოთ ღია ფერის დარჩენილი მასა და კარგად მოვასწოროთ. ცალკე ქვაბში დავადნოთ შოკოლადი . ამ ყველაფერს ზემოდან გადავასხათ. გავაცივოთ და სასურველი ფორმით დავჭრათ. არის სამარხო ნამცხვარი, თუ მარგარინი მცენარეულია. პ.ს. დანარჩენებსაც დავწერ. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd June 2024 - 10:51 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი