![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]() ![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ესეც ახალი თემა, ჩემს დროებით წასვლამდე კიდევ ერთ თემას გთავაზობთ, რომელი ერთგვარი სამმაგი გამოკითხვაა, გვაქვს სამი კითხვა და თითო კითხვაზე 7+1 პასუხი ( 7 მთავარი და 1 სხვა) , ასეთი დიდი გამოკითხვა ალბათ პირველია ასეთ თემაზე ( ან საერთოდ) და კარგი იქნება თუ ბევრი მიიღებთ მონაწილეობას და ანონიმური ხმის მიცემის შემდეგ თქვენს ზოგად აზრსაც დააფიქსირებთ.
თემის მიზანი სამია 1. ვნახოთ სასიკვდინე ცოდვებიდან, რომელი გვებრძვის ყველაზე მეტად ( გამოკითხვა ხომ ანონიმურია) 2. ვნახოთ "ახალი" ცოდვებიდან, რომელია ყველაზე საშიში, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის 3. ვნახოთ რომელი სათნოების გაძლიერად თვლის ფორუმი, ყველაზე აუცილებლად ამ ცოდვებთან ბრძოლისას. ყველა კითხვას დავურთე "სხვა (დააზუსტეთ)", რაც გვაძლევს მეტი მანევრირების , ახალი იდეების გამოხატვის და ახალი ვარიანტების შემოთავაზების საშუალებას. სხვათაშორის ჩვენთან რელიგიური სახის გამოკითხვები ფაქტობრივად არ არსებობს, რა ვიცი, იქნებ პირველიც კია და ძალიანაც მიხარია (გამოკითხვა შევადგინე უცხოეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვებზე დაყრდნობით), შეიძლება შემდეგ ვინმე დაინტერესდეს კიდეც შედეგებით, ჩვენ ხომ ერის მცირე ნაწილის "საზოგადოებრივ აღსარებას" ვნახავთ, შემდეგ მორწმუნე საზოგადოების აზრს თანამედროვე ცოდვებზე და მათსავე რეცეპტს ამ ცოდვებისაგან განთავისუფლებისა. ამას გარდა გთავაზობთ ასევე სხვა სათნოებების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ თან თქვენს პასუხს, რომელი ამათგან მიგაჩნიათ ზემოთ დასახელებულ ძირითად შვიდ სათნოებასთან ერთად დღეს ჩვენთვის, საზოგადოებისათვის და ზოგადად ადამიანებისთვის ყველაზე საჭიროდ? გულწრფელობა ღირსეულობა ალტრუიზმი უბრალოობა ზრდილობიანობა ტოლერანტიზმი შინაგანი კულტურა იხარეთ; კაიროსი! პ.ს. თემა იგი ღვთისმეტყველებაში განყოფილებაში გავხსენი, რადგან ცოდვებსა და სათნოებებს ეხება, თუ საჭიროდ ჩათვლით შეგიძლიათ გადაიტანოთ სასაუბროში. ჰო, პირველი მე მივეცი ხმა, ასე რომ საზოგადო აღსარებაც ჩაგაბარეთ ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
guest |
![]()
პოსტი
#2
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 ![]() |
KAIROS
ციტატა შინაგანი კულტურა ეს მომეწონა ![]() არ ვიცი, რა ტერმინი ვიხმარო ამის გამოსახატავად, მაგრამ თუ მივამატებთ სიჯიუტის საწინააღმდეგო განმარტებას კარგი იქნება. ეს მეტად აქტუალურია ჩემთვის ![]() ![]() სხვა მხრივ დასამალი რა მაქვს, მე მოვნიშნე -> ანგარება, უსამართლობა და სათნოებებიდან კი სიყვარული, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოიცავს ყველას ანუ სიყვარულის შედეგია სხვა დანარჩენები, ჩემთვის ასეა, სხვა არ ვიცი ![]() ანგარება - იმიტომ "მოვხაზე", რომ ჩემდა სამწუხაროდ ჩემს ირგვლივ მყოფ ქართველთა თუ არაქართველთაგან ხშირად მინახავს ეს თვისება, რაც ჩემს წარმოდგენებს ძალიან სცილდება და ძალიან ვწუხვარ ამის გამო მუდამ ![]() ![]() ანგარების გამო ინგრევა ოჯახები, უბედურდებიან პიროვნებები, ხდება ომები და ატასი საშინელება... ანგარების გამო ართმევენ ქალს ან კაცს სიყვარულს და ღალატობენ, ყიდიან მათ... ჩემთვის ყველაზე , ყველაზე გავრცელებული ცოდვა დღეისათვის ეს არის. საზოგადოებრივი უსამართლობა - ყველას გვხვდება ინტენსიურად : ცხადად თუ დაფარულად. ეს რომ გამოსწორდეს, ბევრი რამ უკეთესობისკენ წავა. ისე, არც ისე ახალია ეს ტერმინი და ვგონებ, მუდამ არსებობდა, წარსულში ალბათ უფრო აშკარად, ახლა კი შენიღბულად და მზაკვრულად. დანარჩენებს მერე მივამატებ ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2024 - 06:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი