იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმ ეშკახეხ იერუშალაიმ - თუ დაგივიწყო იერუსალიმ..., წმინდა მიწაზე |
კანონისტი |
Jun 14 2009, 07:03 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ვიწყებ სურათების ატვირთვას და თან მოყოლას...
გუშინ ვიყავი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. საოცარი განცდაა მართლაც იერუსალიმში ასვლა. ვის არ აღუწერია, ვის ლექსად, ვის პროზად, ვის ნახატით და ვის სიმღერით, ყველა თითქოს რაღაცას გადმოსცემს, მაგრამ სამწუხაროდ, სრულად ვერავინ. შეუძლებელია სრულად გადმოსცე ის, რაც იგრძნობა ამ ქალაქში.... ძველი ქალაქის შესასვლელი, მორწმუნე იუდეველი: მეფე დავითის კოშკი: იერუსალიმის ჯვრის მონასტერი გზიდან: შოთა რუსთაველის ბარელიეფი მონასტრის შესასვლელთან: ყველა ქართველისთვის საამაყო წარწერა ადრე იდო ეს ფოტო და კაიროსმა იკითხა წვრილი წარწერის ტექსტი. იქ წერია, რომ უდიდესი ქართველი პოეტი, რომელიც ამ მონასტერში ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში მონასტრის შესასვლელი: საქართველოს საელჩოს მრჩეველთან ირაკლისთან ერთად, ტაძრის შესასვლელში: აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ირაკლის და დიპკორპუსს ჩვენთვის გაწეული უდიდესი დახმარებისთვის ჯვრის მონასტრის მაღაზიაში არაბი ქრისტიანები იყვნენ, რომლებიც სუვენირებისა და საეკლესიო ნივთების შეძენის შემდეგ იქვე, ჩვენთვის სახელდახელოდ გამოწურული ნატურალური წვენებით გაგვიმასპინძლდნენ. წვენს მალევე მოვრჩით, რადგან შოთა რუსთაველთან შეხვედრა გველოდა.... ქართველი მლოცველების მიერ შეწირული წმინდა ნინოს ჯვარი (ასე განგვიმარტეს ადგილობრივმა არაბებმა) მონასტრის ეზოში: ძელი ტაძრის შესასვლელთან (იქვე კედელზე, საბერძნეთის რესპუბლიკის გერბი და იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს დროშები): ტაძრის კარების თავზე: ლოთის ხატი, რომლის მიერ მორწყული სამი ხე ერთ ხედ შეერთდა, საიდანაც შემდეგ დამზადდა მაცხოვრის ჯვარი: ქართული წარწერა მონასტრის კარიბჭის თავზე: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Jun 22 2009, 07:26 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Ismail
კიბუცი ძალიან საინტერესო მოვლენაა, რეგისტრირდება როგორც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, მინიმუმ 10 კაცია საჭირო და გადაეცემა მიწის ფართობი. კიბუცს აქვს ერთიანი მეურნეობა და რამდენადაც ერთი იურიდიული პირია, მეურნეობით მიღებული მთელი შემოსავალი თანაბრად ნაწილდება კიბუცის მცხოვრებლებზე, ანუ ჰავერ კიბუცზე. კიბუცის მმართველობის ორგანო არის საერთო კრება, რომელიც ირჩევს კიბუცის მეთაურს. იგი ვალდებულია ურთიერთობა აწარმოოს ისრაელის მთავრობასთან. კიბუცის ქონება საერთოა და სახლებს შორის ღობეები არ არსებობს. როგორც სსრ კავშირიდან ამოსული ებრაელები იტყვიან, ეს არის ის, რაც უნდოდა კომპარტიას კოლმეურნეობების სახით. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Ismail |
Jun 22 2009, 07:28 PM
პოსტი
#3
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
Ismail კიბუცი ძალიან საინტერესო მოვლენაა, რეგისტრირდება როგორც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირი, მინიმუმ 10 კაცია საჭირო და გადაეცემა მიწის ფართობი. კიბუცს აქვს ერთიანი მეურნეობა და რამდენადაც ერთი იურიდიული პირია, მეურნეობით მიღებული მთელი შემოსავალი თანაბრად ნაწილდება კიბუცის მცხოვრებლებზე, ანუ ჰავერ კიბუცზე. კიბუცის მმართველობის ორგანო არის საერთო კრება, რომელიც ირჩევს კიბუცის მეთაურს. იგი ვალდებულია ურთიერთობა აწარმოოს ისრაელის მთავრობასთან. კიბუცის ქონება საერთოა და სახლებს შორის ღობეები არ არსებობს. უცნაური ხალხია ეს ებრაელები. ჩვენთანაც დავნერგოთ არ გამოვა? -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 11:24 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი