ცოდვები და სათნოებები, ცოდვა,ძველი,ახალი და სათნოებები დღეს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცოდვები და სათნოებები, ცოდვა,ძველი,ახალი და სათნოებები დღეს |
KAIROS |
Jun 21 2009, 03:39 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ესეც ახალი თემა, ჩემს დროებით წასვლამდე კიდევ ერთ თემას გთავაზობთ, რომელი ერთგვარი სამმაგი გამოკითხვაა, გვაქვს სამი კითხვა და თითო კითხვაზე 7+1 პასუხი ( 7 მთავარი და 1 სხვა) , ასეთი დიდი გამოკითხვა ალბათ პირველია ასეთ თემაზე ( ან საერთოდ) და კარგი იქნება თუ ბევრი მიიღებთ მონაწილეობას და ანონიმური ხმის მიცემის შემდეგ თქვენს ზოგად აზრსაც დააფიქსირებთ.
თემის მიზანი სამია 1. ვნახოთ სასიკვდინე ცოდვებიდან, რომელი გვებრძვის ყველაზე მეტად ( გამოკითხვა ხომ ანონიმურია) 2. ვნახოთ "ახალი" ცოდვებიდან, რომელია ყველაზე საშიში, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის 3. ვნახოთ რომელი სათნოების გაძლიერად თვლის ფორუმი, ყველაზე აუცილებლად ამ ცოდვებთან ბრძოლისას. ყველა კითხვას დავურთე "სხვა (დააზუსტეთ)", რაც გვაძლევს მეტი მანევრირების , ახალი იდეების გამოხატვის და ახალი ვარიანტების შემოთავაზების საშუალებას. სხვათაშორის ჩვენთან რელიგიური სახის გამოკითხვები ფაქტობრივად არ არსებობს, რა ვიცი, იქნებ პირველიც კია და ძალიანაც მიხარია (გამოკითხვა შევადგინე უცხოეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვებზე დაყრდნობით), შეიძლება შემდეგ ვინმე დაინტერესდეს კიდეც შედეგებით, ჩვენ ხომ ერის მცირე ნაწილის "საზოგადოებრივ აღსარებას" ვნახავთ, შემდეგ მორწმუნე საზოგადოების აზრს თანამედროვე ცოდვებზე და მათსავე რეცეპტს ამ ცოდვებისაგან განთავისუფლებისა. ამას გარდა გთავაზობთ ასევე სხვა სათნოებების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ თან თქვენს პასუხს, რომელი ამათგან მიგაჩნიათ ზემოთ დასახელებულ ძირითად შვიდ სათნოებასთან ერთად დღეს ჩვენთვის, საზოგადოებისათვის და ზოგადად ადამიანებისთვის ყველაზე საჭიროდ? გულწრფელობა ღირსეულობა ალტრუიზმი უბრალოობა ზრდილობიანობა ტოლერანტიზმი შინაგანი კულტურა იხარეთ; კაიროსი! პ.ს. თემა იგი ღვთისმეტყველებაში განყოფილებაში გავხსენი, რადგან ცოდვებსა და სათნოებებს ეხება, თუ საჭიროდ ჩათვლით შეგიძლიათ გადაიტანოთ სასაუბროში. ჰო, პირველი მე მივეცი ხმა, ასე რომ საზოგადო აღსარებაც ჩაგაბარეთ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ქევანა |
Jun 23 2009, 12:25 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
რომელი ცოდვა გვებრძვის? - ამპარტავნება. მე ამას უფრო ხშირად წავწყდომივარ ყველგან.. თვით ჩემშიც კი მაპატიეთ, ხშირად მეუბნებიან, ქედმაღალი ხარო.... მართლაც
"ახალი" ცოდვებიდან საზოგადოებრივი უსამართლობა, თუმცა ეს არახალია, ძველია, მაგრამ დანამდვილებით ვიცი რომ საზოგადოება აყალიბებს გაბოროტებულ ადამიანებს (ან ასრულებს მათ ჩამოყალიბებას)... რა ვქნათ, ზოგი სუსტია და საზოგადოებისგან ფრთხილი რეაქციაა საჭირო, თორემ უფსკრულამდე ბევრი კი არ უკლია და მესამე, რომელი სათნოება გვჭირდება... ერთმნიშვნელოვნად სიყვარული... იგი ყველფერს მოიცავს, თავმდაბლობასაც, ქველმოქმედებასაც, სიკეთესაც და ა.შ. ღმერთი თავად სიყვარულია -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
Ligia |
Jun 23 2009, 12:45 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
ერთმნიშვნელოვნად სიყვარული... იგი ყველფერს მოიცავს, თავმდაბლობასაც, ქველმოქმედებასაც, სიკეთესაც და ა.შ. გეთანხმები, მაგრამ სიმდაბლის გარეშე სიყვარული უკვე სიყვარული აღარ არის ასე რომ მე მაინც მიმაჩნია რომ სიმდაბლეა ყველა სათნოების თავი და თავი, სიმდაბლისგან მოდის სიყვარული ამპარტავნება და სიყვარული არ მგონია ერთად მოთავსდეს , აუცილებლად ამპარტავნება გადაძალავს ხოლოდ სიმდაბლესთან ვერანაირი ცოდვა ვეღარ ჩერდება, უფრო სწორად ბოროტი ვეღარ ჩერდება (ჩემი სიტყვები არ არის ) მე ასე ვფიქრობ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 02:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი