![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...
მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს: 19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში. 20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული. 21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში. არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი: 34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც: 14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას. 15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ. ნეემია 6 : 14 14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ. და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა 36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა. გავაგრძელებ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ველოდები გაგრძელებას არის ბატონო ![]() ახლა უნდა გაგამხიარულოთ ცოტა, ნახეთ როგორ არიგებს დედამთლი რძალს, თუ როგორ უნდა "შეაბას" კაცი ![]() ანუ როგორ უნდა გათხოვდეს ![]() ახლა მთლად ნუ გადაიღებთ, მაგრამ ქალის აქტიურობა როგორ საჭიროა ნახეთ ![]() რუთი თავი მესამე ციტატა 1. უთხრა მას ნაყომიმ, მისმა დედამთილმა: შვილო, მყუდრო ადგილი მინდა მოგიძებნო, რომ ბედნიერი იყო. 2. აი, ბოყაზი, ჩვენი ნათესავი, რომლის მსახურ ქალებთანაც ნამყოფი ხარ, აი, ამ ღამით ქერს ანიავებს კალოზე. 3. გაიბანე, ზეთი იცხე, გამოეწყვე და კალოზე გადი. არ დაენახო იმ კაცს, სანამ ჭამა-სმა არ მორჩება. 4. როცა დასაწოლად წავა, გაიგე, სად წევს. მიდი, გადაუწიე ფეხებთან წამოსასხამი და მიუწექი. თავად გეტყვის, როგორც უნდა მოიქცე. 5. უთხრა: ისე მოვიქცევი, როგორც მეუბნები. 6. გავიდა კალოზე და ისე მოიქცა, როგორც დედამთილმა დაარიგა. ჰო, მაგარია? ![]() ჰოდა ასეც მოხდა, მაგრამ ნახეთ რა საინტერესო, ლამაზი და საოცარი ისტორიაა და რა ღირსეული კაცია ბოაზი ![]() ციტატა 7. ჭამა და სვა ბოყაზმა, გახალისდა და წავიდა ზვინებთან დასაწოლად. უჩუმრად მივიდა რუთი, გადაუწია ფეხებთან წამოსასხამი და მიუწვა. 8. შუაღამისას შეკრთა კაცი, რაღაცას შეეხო და, აჰა, ქალი უწევს ფეხთით. 9. თქვა: ვინა ხარ? მიუგო: რუთი ვარ, შენი მხევალი, გადააფარე ფრთა შენს მხევალს. შენ ხომ ნათესავი ხარ. 10. თქვა: დალოცვილი იყავ უფლისაგან, შვილო. რაც ახლა მადლი ჰქვნი, წინანდელზე უკეთესია. ყმაწვილთაგანს ვინმეს რომ არ წაჰეევი, არც ღარიბს, არც მდიდარს. 11. ახლა ნუ გეშინია, შვილო. ყველაფერს შეგისრულებ, რასაც მეტყვი, რადგან მთელმა ჩემმა ხალხმა იცის, რომ ღირსეული ქალი ხარ. 12. ახლა, მართალია ნათესავი ვარ, მაგრამ ჩემზე ახლობელი ნათესავიც გყავს. 13. გაათიე ეს ღამე და, თუ დილით მან გინათესავა, ხომ კარგი, გინათესავოს. თუ არ ისურვა და არ გინათესავა, მაშინ მე თავად გინათესავებ, უფალს ვფიცავ. იწექი დილამდე. 14. იწვა ქალი მის ფეხთით დილამდე და ადგა დილაბნელზე. თქვა ბოყაზმა: არავინ გაიგოს, ქალი რომ იყო კალოზე. 15. უთხრა: აიღე ეგ თავშალი, რომ გახურავს, და ხელში დაიჭირე. მანაც დაიჭირა ხელში და ჩაუყარა ბოყაზმა ექვსი საწყაული ქერის მარცვალი, ზურგზე მოჰკიდა, თავად კი ქალაქში წავიდა. მთვრალ თუ არა კარგად ნაჭამ-ნასვამ ( გამხიარულებული წერია ბიბლიაში) კაცზეა საუბარი, რომელის შუაღამით ახალგაზრდა ქალს აღმოაჩენს და არ კარგავს ღირსებას და განსჯის უნარს, კანონით თუ კაცი მოკვდა უშვილოდ, მაშინ მას ლევიტის წესით თესლი უნდა აღუდგინოს მისმა ძმამ, თუ ძმა არ ყავს, მაშინ უახლოესმა ნათესავმა, ამიტომ უთხრა ბოაზმა, სხვა ვიღაც არის უფრო ახლო ნათესავი, თუ ის არ მიგიღებს, მაშინ მე მიგიღებო, მანამ კი იძინე მშვიდადო, უმაგარესი კაცი იყო ბოაზი, ნაღდი კაცი ![]() მოგვიანებით გავაგრძელებ, კარგი ისტორიაა და არ ვიჩქაროთ; იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 02:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი