დავეხმაროთ იცოცხლოს... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავეხმაროთ იცოცხლოს... |
ქრისტიანე |
Jun 20 2009, 12:01 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,907 |
24 წლის გიორგი მსხილაძეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. ორთვიანი აქტიური ქიმიოთერაპია უშედეგო აღმოჩნდა, ვიანიდან ვერ მოხერხდა რემისიის მიღწევა. გიორგი საჭიროებს ძვლის ტვინის გადანერგვის სასწრაფო ოპერაციას, რაც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი. გიორგის ოჯახს არანიარი საშუალება აღნიშნული ოპერაციის დასაფინანსებლად არ გააჩნია: მას დედა გარდაცვლილი ჰყავს, ჰყავს სამი უმცროსი და-ძმა და ხანშიშესული მამა, რომლებსაც გიორგი უწევდა პატრონობას (ის მუშაობდა და ოჯახი ფინანსურად მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული). დეტალური ინფორმაცია გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის დასკვნასთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ: http://gio.itcs.com.ge/index_eng.html
ვისაც რა საშუალება გვაქვს, იქნებ დავეხმაროთ გიორგის სიცოცხლის გადარჩენას. მისი მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა და ყოველ დღეს, ყველა ჩვენთაგანის თუნდაც მცირეოდენ გულისხმიერებასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად! საბანკო რეკვიზიტები ნახეთ ზემოთ მითითებულ ბმულზე. SMS ნომერი ჯეოსელიდან 700 610 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი). დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 899 160 189 (ეკა მსხილაძე) ღმერთმა შეგიწიროთ და გაგახაროთ! -------------------- "ეჰ, ვინ იცის, ეგებ ყველაფერი, რასაც მიველტვით, ეშმაკის მოჩმახული აღმოჩნდეს ერთ დღეს" (კ. გამსახურდია)
ამიტომ: "ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ". თუმცა: "ყოველსა, რომელსა უნდეს ქრისტიანე ყოფად, იდევნნენ". არ შედრკე, ვინაიდან არის ნუგეში: "სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევის სოფელსა!" |
ნათია |
Jun 24 2009, 09:47 AM
პოსტი
#2
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს
-------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი