ცოდვები და სათნოებები, ცოდვა,ძველი,ახალი და სათნოებები დღეს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ცოდვები და სათნოებები, ცოდვა,ძველი,ახალი და სათნოებები დღეს |
KAIROS |
Jun 21 2009, 03:39 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ესეც ახალი თემა, ჩემს დროებით წასვლამდე კიდევ ერთ თემას გთავაზობთ, რომელი ერთგვარი სამმაგი გამოკითხვაა, გვაქვს სამი კითხვა და თითო კითხვაზე 7+1 პასუხი ( 7 მთავარი და 1 სხვა) , ასეთი დიდი გამოკითხვა ალბათ პირველია ასეთ თემაზე ( ან საერთოდ) და კარგი იქნება თუ ბევრი მიიღებთ მონაწილეობას და ანონიმური ხმის მიცემის შემდეგ თქვენს ზოგად აზრსაც დააფიქსირებთ.
თემის მიზანი სამია 1. ვნახოთ სასიკვდინე ცოდვებიდან, რომელი გვებრძვის ყველაზე მეტად ( გამოკითხვა ხომ ანონიმურია) 2. ვნახოთ "ახალი" ცოდვებიდან, რომელია ყველაზე საშიში, ჩვენთვის, საქართველოსთვის, მსოფლიოსათვის 3. ვნახოთ რომელი სათნოების გაძლიერად თვლის ფორუმი, ყველაზე აუცილებლად ამ ცოდვებთან ბრძოლისას. ყველა კითხვას დავურთე "სხვა (დააზუსტეთ)", რაც გვაძლევს მეტი მანევრირების , ახალი იდეების გამოხატვის და ახალი ვარიანტების შემოთავაზების საშუალებას. სხვათაშორის ჩვენთან რელიგიური სახის გამოკითხვები ფაქტობრივად არ არსებობს, რა ვიცი, იქნებ პირველიც კია და ძალიანაც მიხარია (გამოკითხვა შევადგინე უცხოეთში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვებზე დაყრდნობით), შეიძლება შემდეგ ვინმე დაინტერესდეს კიდეც შედეგებით, ჩვენ ხომ ერის მცირე ნაწილის "საზოგადოებრივ აღსარებას" ვნახავთ, შემდეგ მორწმუნე საზოგადოების აზრს თანამედროვე ცოდვებზე და მათსავე რეცეპტს ამ ცოდვებისაგან განთავისუფლებისა. ამას გარდა გთავაზობთ ასევე სხვა სათნოებების ჩამონათვალს, რომელიც შეგიძლიათ დაურთოთ თან თქვენს პასუხს, რომელი ამათგან მიგაჩნიათ ზემოთ დასახელებულ ძირითად შვიდ სათნოებასთან ერთად დღეს ჩვენთვის, საზოგადოებისათვის და ზოგადად ადამიანებისთვის ყველაზე საჭიროდ? გულწრფელობა ღირსეულობა ალტრუიზმი უბრალოობა ზრდილობიანობა ტოლერანტიზმი შინაგანი კულტურა იხარეთ; კაიროსი! პ.ს. თემა იგი ღვთისმეტყველებაში განყოფილებაში გავხსენი, რადგან ცოდვებსა და სათნოებებს ეხება, თუ საჭიროდ ჩათვლით შეგიძლიათ გადაიტანოთ სასაუბროში. ჰო, პირველი მე მივეცი ხმა, ასე რომ საზოგადო აღსარებაც ჩაგაბარეთ -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
guest |
Jun 24 2009, 11:34 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
Ligia
ციტატა ისეთი ვისაც კი აქვს სიყვარული , მაგრამ ამპარტავნების ცოდვა მაინც აქვს, თუ სიმდაბლეში მყოფი ადამიანი (ნაწილობრივ სიმდაბლე არ გამაგონოთ და ნაწილობრივ ამპარტავნება) მხოლოდ მდაბალი ცხონდება, და არა ის ვისაც "ადამიანური სიყვარული მაინც შეუძლიათ, თუნდაც ახლობლების ." მე ცხონებაზე არ დამიწერია, ლიგია, არამედ იმაზე, რომ სიყვარული მოიცავს ყველა სათნოებას და + ამპარტავანი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას სიყვარული არ შეუძლია. ეშმაკზე არ ვსაუბრობ, არამედ ხორციელ ადამიანებზე. ამპარტავნებას სიყვარული დაგათმობინებს, სიყვარულის გამო ამპარტავანი პიროვნება დიდი ალბათობით მოსალოდნელია შეიცვალოს და ამის ბევრი მაგალითებია. |
Ligia |
Jun 24 2009, 11:59 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
Ligia ამპარტავანი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მას სიყვარული არ შეუძლია. ეგ არც მე მითქვამს ამპარტავნებას სიყვარული დაგათმობინებს, არ ვიცი, შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში დაგათმობინოს, სიტყვაზე ე.წ. ქალ-ვაჟურ სიყვარულზე, შვილზე, მშობელზე მაგრამ რასაც უფლის სიყვარული /ღვთაებრივი სიყვარული ქვია, მაგას მხოლოდ დამდაბლებული ადამიანი თუ მიაღწევს, ანუ უფალი ვერ გეყვარება თუ არ დამდაბლდი შეიძლება უფლის გეშინოდეს, ან სასყიდელის მიღება გინდოდეს და ამიტომაც ემსახურებოდე უფალს, მაგ დროს კი ბატონო შეიძლება ამპარტავნების ცოდვაში იყო და მაინც მეტ ნაკლებად უფალს ემსახურებოდე, (მაგაშიც ეჭვი მეპარება) მაგრამ აი სიყვარულით კი ვერა, მე ასე მგონია მხოლოდ მდაბალ ადამიანს უყვარს უფალი და მდაბალ ადამიანს უყვარს ყველანაირი ჯიშის და ჯილაგის ადამიანი (არა მარტო მოყვასი, არამედ მტერიც) მათი ნაცნობ-უცნობობისა და ცოდვიანობის მიუხედავად. მე ცხონებაზე არ დამიწერია, ლიგია, არამედ იმაზე, რომ სიყვარული მოიცავს ყველა სათნოებას მე კი ცხონებაზე დავწერე, ანუ სრულ სიმდაბლეზე და სრულ სიყვარულზე და არა რაიმე კონკრეტულ შემთხვევაზე ხო ისე მგონი სადაო არც არაფერია აქ, მე რომ მეკითხებიან კვერცხის გული გიყვარს თუ ციალო, ვპასუხობ კვერცხი თქო სიმდაბლე თუ სიყვარული მე ვეტყოდი ორივე ერთად |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:02 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი