ალექსანდრე მაკედონელი საქართველოს წინააღმდეგ., მაკედონელი და საქართველოს პირველი მეფე. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ალექსანდრე მაკედონელი საქართველოს წინააღმდეგ., მაკედონელი და საქართველოს პირველი მეფე. |
iveria. |
Jun 26 2009, 03:03 PM
პოსტი
#1
|
ივერია ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 18-March 09 წევრი № 6,677 |
მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტეს დაბადებამდე ალექსანდრე მაკედონელმა შეკრიბა საბერძნეთის საუკეთესო ჯარი, მშვენივრად შეიარაღებული და გადმოვიდა აზიაში სპარსეთის დასაპყრობად. ალექსანდრე რამდენჯერმე შეებრძოლა სპარსეთის მეფეს და სასტიკად დაამარცხა. მან დაიპყრო მთელი სპარსეთი და სხვა მრავალი ქვეყანა. ამ დიდ ბრძოლაში სპარსელებს ეხმარებოდნენ ქართველები. განრისხებულმა ალექსანდრე მაკედონელმა საქართველოს დასაპყრობად გამომზავნა ა ზ ო დიდი ჯარით. აზომ დაიპყრო მთელი ივერია და დაადო მონობის მძიმე უღელი. ბრძოლაში მოჰკლეს ქართლის მამასახლისი ს ა მ ა რ ა და მისი ძმა მ ი ტ რ ი დ ა ტ ი. დიდი სასტიკობა გამოიჩინა აზომ საქართველოში: დაანგრია მრავალი ციხე, ხოლო ოთხ საუკეთესო ციხეში ჩააყენა თავისი ლაშქარი. მანვე მძიმედ დაბეგრა ქართველი ხალხი და დაუწყო მას უდიერად მოქცევა. ბევრ საუკეთესო ქართველს მტარვალებმა უმიზეზოდ მოუღეს ბოლო. ბევრი დამცირება, წვალება და უსამართლობა ხვდათ წილად ქართველებს მაკედონელთაგან. ქართველი ერი აღშფოთდა ბატონობის წინააღმდეგ. მან შეიგნო ერთობის ძალა; ყველანი მზად იყვნენ მოეხდინათ ამბოხება აზოს წინააღმდეგ და ბრძოლით მოეპოვებინათ თავისუფლება. ქართველები ელოდნენ მხოლოდ გმირს, მეთაურს, და აჰა, გამოჩნდა გმირიც! ეს იყო ქართლის მამასახლისი სამარას ძმისწული ფ ა რ ნ ა ო ზ ი. P.S. შემოგთავაზეთ ძალიან შემოკლებული ეპიზოდი საქართველოს ისტორიის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პერიოდისა.
-------------------- ,,ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ'' (მათ.7,7)
|
iveria. |
Jun 26 2009, 04:10 PM
პოსტი
#2
|
ივერია ჯგუფი: Members პოსტები: 23 რეგისტრ.: 18-March 09 წევრი № 6,677 |
მე, მაქვს მართლა უნიკალური მასალა ამ თემასთან დაკავშირებით, თუ ექნება ფორუმელთა ინტერესი, აუცილებლად გამოვაქვეყნებ.
-------------------- ,,ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ'' (მათ.7,7)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 09:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი