სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| guest |
Jun 4 2009, 01:07 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ამ თემის გახსნა ამ განყოფილებაში გადავწყვიტე, რამდენადაც ახლოს არის ანატომიასა და ფიზიოლოგიასთან.
ჩემი აზრით, ჯანმრთელი ორგანიზმი, ჯანსაღი სხეული ნებისმიერი ასაკის პიროვნებისთვის აქტუალურია. ამ თემაში ვისაუბროთ სხეულის გაჯანსაღების მეთოდებზე, გავიუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილებები, მივცეთ ერთმანეთს რჩევები , დავსვათ კითხვები და მსგავსი. მე შევეცდები დავიწყო სურათებით, სადაც თვალნათლივ ჩანს ვარჯიშების სახეობები, რომლებიც საჭიროა მუცლის კუნთების განვითარება-გამაგრებისთვის. ასევე მეტად ეფექტურია ჭარბი წონის დაკლების დროსაც. ამ სურათებზე ძირითადად მოცემულია ვარჟიშები ტრენაჟორებზე, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, სახლის პირობებშიც შეიძლება ბევრი მათგანის გაკეთება, ტრენაჟორების კუსტარული , სხვა მეთოდებით შეცვლით. ძირითადად ქალებითვის არის აქ ნაჩვენები ამ სახის ვარჯიშები, მაგრამ ეს სრულიად იდენტურია მამაკაცებისათვისაც. პ.ს. მე შემიძლია შემოგთავაზოთ მსგავსი სურათები ასევე ხელების, ბეჭების, მკერდის, ზურგის, ფეხების, საჯდომის კუნთებისთვის. ბევრი მათგანი დაკავვშირებულია ძალოსნურ ვარჯიშებთან, მაგრამ თუ მივდევრობით მივყვებით, არც გირები და არც შტანგები, თუნდაც ტურნიკი სიძნელეს არ წარმოადგენს. დამწყებთათვის ჩემი რჩევა იქნება ვარჯიშების დაწყებამდე აფთიაქში შეიძინონ მაგნეზიუმის ტაბლეტები ან კომბინაცია მაგნეზიუმ+კალიუმი , რომელიც ხელს უწყობს მუსკულატურის და ნერვული სისტემის განვითარებას და თავიდან აცილებული იქნება არასასიამოვნო დაჭიმვები ან კიდურების დაკრუნჩხვები, მყისების თუ კუნთების ტკივილი. მოკლედ, ეს აუცილებლობაა და არავის არ ვურჩევ ამ პრეპარატის გარეშე ამ სახის ტრენინგზე შეჭიდებას პ.ს.ს. სურათებზე თუ კითხვები გაჩნდება, გიპასუხებთ, დავნომრავ ამისთვის წინასწარ. რაც დაუშვებელია, ისინი თვით სურათზე არის დატანებული და ვგონებ კომენტარებს არ საჭიროებს. სურ. 1 აჩვენებს სწორედ მუცლის კუნთებს, რომლიც ძლიერდება ამ ვარჯიშების ინტენსიური შესრულების შემდეგ. სურათები, რომლებიც ტრენაჟორის გარეშე შესასრულებელია, თავისუფლად შეიძლება გააკეთოთ სახლის პირობებში. დროს მნიშვნელობა არ აქვს. როცა მოგიხერხდებათ და როდესაც გაგახსენდებათ ![]() სურ.1 ![]() სურ.2 ![]() სურ.3 ![]() სურ.4 ![]() სურ.5 პ.ს. სოლჯერს ვთხოვ დაპოსტოს რაიმე, რომ შევძლო სურათების დადების გაგრძელება . |
![]() ![]() |
| guest |
Jun 26 2009, 06:11 PM
პოსტი
#2
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
kato_Bato
ციტატა მაგრამ მშივდება მალე ეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ეს ეფექტი ძალიან უცხოა ჩემთვის ... ბიჭები როცა ვარჯიშიდან ბრუნდებიან, ისინი მართლაც ჩვეულებრივ ვახშმობენ, მაგრამ არა იმიტომ რომ ძალიან შიათ, არამედ იმიტომ რომ დღის რაციონი ამოწურონ: ცილების, ნახშირწყლების, მინერალების სახით. გასაკვირიც არ არის: ბევრს ხარჯავენ , ბევრი ჭირდებათ, რომ ძალა ქონდეთ. მე ხშირად, როცა უმადობა მაწუხებს და თიტქმის არაფერს ვჭამ დღეში 2-3 პომიდორის და გამხმარი შავი პურის გარდა, მეჩხუბებიან, ვარწმუნებ რომ სამსახურში ვისადილე ენერგიის შენახვის კანონი მაინც მუდამ მუშაობს: გაეცით იმდენი, რამდენსაც ღებულობთ და მომატებული მადის შემტხვევაშიც ადგილი არ ექნება წონის სიჭარბეს რამდენადაც მადის გაღვიძებაზე ირმამაც დაწერა და შენ ახსენე, მაშინ მე დავწერ ერთდღიან პროგრამებს, რომლებიც აუცილებელია მაგით გამოწვეული არასაჭირო კილოგრამების მოსაცილებლად. ეს პროგრამა შეგიძლიათ ჩაატაროთ თვეში ერთხელ (ბევრი კვირაში ერთხელაც აკეთებს). ------------ 1. დოს დღე: დოს ცხიმი თითქმის არ გააჩნია, სამაგიეროდ დიდი რაოდენობის კალციუმს შეიცავს. დილას: 3 ს-კ შვრია, 1 ც გახეხილი ვაშლი და 100 მლ დო ერთმანეთში აურიეთ და მიირთვით. შუადღისას: 1 ცალი ბანანი 100 მლ დოში ათქვიფეთ, დაამატეთ 50 მლ წყალი. საღამოს: 150 გ კიტრი, 150 მლ დო, 1 ჩ-კ მდოგვი, 1 ჩ-კ ზეითუნის ზეთი მიქსერით ათქვიფეთ, მიამატეთ მარილი და შავი წიწაკა გემოვნებით. სნეკის სახით: შუადღემდე 250 მლ და შუადღის მერე ასევე 250 მლ დო დალიეთ, შეგიძლიათ რომელიმე ხილის სახეობა გაურიოთ . --------------- 2. ბოსტნეულის დღე: ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებით, სიმჟავისგან წმინდავს ორგანიზმს და აგრეთვე აწესრიგებს საჭმლის მონელებას. დილით: 1/2 მარცვლეულიანი შავი პური , 30 გ ნაკლებცხიმიანი ხაჭო, 2 ც პომიდორი. შუადღეს: 300გ სხვადასხვა ბოსტნეულის ბულიონი. საღამოს: 1 ც ბულგარული წიწაკა, 2 პომიდორი, 300გ ყაბაყი პატარა ნაჭრებად დაჭერით , მარილითა და წიწაკით შეკაზმეთ. ალუმინის ფოლიეს ოდნავ სამზარეულოს ფუნჯით წაუსვით ზეთი ან მარგარინი, შეახვიეთ მასში დაჭრილ-შემზადებული ბოსტნეული და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შედგით, შუშეთ დაახლოებით 10 წუთი. სნეკი: 250 გ ნებისმიერი სახის უმი ბოსტნეული , აირჩიეთ გემოვნებით და შუადღემდე და შუადღის მერე ეს რაოდენობა ორად გადაანაწილეთ. ------------------ 3. კარტოფილის დღე: შეიცავს მინიმუმ 24 სახის ვიტამინს და მინერალს, ასევე საკმაო რაოდენობით ცილებს. დილით: 1 კგ კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, 200 გ ნაკლებცხიმიანი ხაჭო 100 მლ წყალში ათქვიფეთ, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი (უმჯობესია ზეთი ჩაანაცვლოთ ძმრით) და აკეპილი მწვანილეულობა , რაც თქვენ გსურთ, ერთად აურიეთ. 250 გ კარტოფილი ამ მწვანილიან ხაჭოსთან ერთად საუზმედ მიიღეთ. მოკლეს, საღამო და შუადღეზეც იგივე. რაოდენობა სურვილის მიხედვით გადაანაწილეთ. სნეკი: 1 ც ვაშლი, 250 გ მოხარშული კარტოფილი მწვანილეულთან ერთად. ოღონდ არავიტარი ხაჭო და არავითარი ზეთი, მხოლოდ მარილი და წიწაკა გემოვნებით. ---------------- 4. ბრინჯის დღე : ბრინჯი შეიცავს ბევრ კალიუმს, რომელიც ორგანიზმიდან არასაჭირო და ზედმეტ წყალს სდევნის. თუ საშუალება გაქვთ , გამოიყენეთ კანგაუძრობელი ბრინჯი ანუ ე.წ. ნატურ-ბრინჯი. დილით: 150 გ ბრინჯი 1 ჩ/კ ქიშმიშთან ერთად მოხარშეთ. გადმოდგმამდე დაამატეთ რომელიმე ხილი 1 ცალი, მაგალითად ვაშლი და შუშეთ კიდევ 5 წუთი. ცოტა ლიმნის წვენი დააპკურეთ და დაანაწილეთ 5 ულუფად. 1 მიირთვით საუზმედ და დანარჩენი 4 კი დღის სხვა მონაკვეთებისათვის გადაინახეთ. ----------- ზემოთ ჩამოთვლილებიდან ასე თუ ისე არცერთი არ არის ექსტრემალურად შეუძლებელი, მხოლოდ ჩაის დღე საჭიროებს დიდ ნებისყოფას და თუ გსურთ, მაინც ერთხელ მოსინჯეთ, იქნებ გამოგივიდეთ. -------------- 5. ჩაის დღე: ჩაის თითქმის არ გააჩნია კალორიები, სამაგიეროდ შხამებისგან წმინდავს ორგანიძმს და ასევე ხელს უწყობს გახდომის პროცესს. მოკლედ, დაახლოებით დღის განმავლობაში 15-18 ჭიქა ბალახეულის ჩაი, რომელიც თქვენ მოგწონთ აირჩიეთ, შესაძლებელია სხვადასხვა სახის . თუ მათ შორის 5 ჭიქა გვირილის ჩაი იქნება, უფრო უკეთესი. ჩაი არ უნდა იყოს დამტკბარი ან უკიდურეს შემთხვევაში მხოლოდ მხირედი სახარინით დაატკბეთ. საღამოს კი მიიღეთ 2 ლიტრა ჩვეულებრივი, უგაზო წყალი . რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სითხის ამ რაოდენობას ითვალისწინებს ეს პროგრამა. პ.ს. ამ სახის ერთდღიანი პროგრამა დღეში 2 ფუნდს აცლის სხეულს |
staywhite ჯანმრთელი სხეული - ვარჯიშები, Jun 4 2009, 01:07 AM
Soldier http://img208.imageshack.us/img208/1545/65968280.j... Jun 4 2009, 01:13 AM
staywhite გაგრძელება :
http://img10.ima... Jun 4 2009, 01:17 AM
staywhite ჭარბი წონის შემთხვ... Jun 4 2009, 01:32 AM
subterranean აუ რჩევა მომეცით ხ... Jun 4 2009, 01:16 AM
staywhite
აუ რჩევა მომეცით ხ... Jun 4 2009, 01:22 AM
likka წინა ვარჯიშიდან ის... Jun 4 2009, 01:19 AM
subterranean ჩემი სხეული არც ის... Jun 4 2009, 01:26 AM
staywhite მოკლედ, წინა პოსტი ... Jun 4 2009, 04:28 AM
KAIROS
სწორედ გუშინ ვფიქ... Jun 4 2009, 01:27 AM
staywhite
სწორედ გუშინ ვფიქ... Jun 4 2009, 04:14 AM
თემო მუცლის პრესის ვარჯ... Jun 4 2009, 10:36 AM
Giorgi- staywhite
ძალიან კარგი თ... Jun 4 2009, 11:04 AM
ქევანა staywhite
:მპუა: კარგი თემ... Jun 4 2009, 11:16 AM
subterranean ოო დღეს მქონდა მაგ... Jun 4 2009, 06:01 PM
Adam აქ კვების რეჟიმი წ... Jun 4 2009, 10:14 PM
სარდიონ ეს რა უჟასებია? Jun 5 2009, 10:27 PM
ნაინა სარდიონ
ვისთვის უ... Jun 5 2009, 10:34 PM
Adam რამე კოკტეილი რომ ... Jun 5 2009, 11:03 PM
staywhite Adam
დავწერ კოქტეილე... Jun 6 2009, 10:40 AM
poligloti ჰოო ეს მართლა კარგ... Jun 6 2009, 10:59 AM
staywhite poligloti
ძალიან კარგია ... Jun 8 2009, 01:59 AM
staywhite რამდენადაც სურათე... Jun 18 2009, 06:12 PM
subterranean ეს ორი დღეა ვვარჯი... Jun 18 2009, 07:18 PM
staywhite subterranean
ყოჩაღ :მპუა: შ... Jun 20 2009, 01:45 AM
staywhite აქ არ აქტიურობენ, მ... Jun 20 2009, 06:15 PM
subterranean staywhite
გვერდით თემაში... Jun 20 2009, 07:07 PM
staywhite subterranean
ძალიან გამიხ... Jun 20 2009, 07:25 PM
subterranean
subterranean
თუ შენ სპორტუ... Jun 21 2009, 06:00 PM
tinatin* მე მაგალითად ყოველ... Jun 21 2009, 02:54 PM
subterranean ისე მგონი დილით ვა... Jun 21 2009, 05:58 PM
staywhite tinatin* :ყვავილები:
ჩვე... Jun 21 2009, 06:00 PM
tinatin*
tinatin* :ყვავილები:
ჩვე... Jun 22 2009, 11:03 AM
staywhite subterranean
სა ნახე შენი ზ... Jun 21 2009, 07:34 PM
subterranean
subterranean
სა ნახე შენი ... Jun 21 2009, 09:38 PM
kato_Bato staywhite
მაინტერესებს.
... Jun 21 2009, 09:38 PM
kato_Bato staywhite
ნანა, რამდენი დ... Jun 22 2009, 01:59 PM
staywhite kato_Bato
გეიხარე, კატ :) თ... Jun 22 2009, 03:05 PM
staywhite აქ მოვიყვან გერმან... Jun 22 2009, 04:17 PM
staywhite ტიპიური კვირეული ს... Jun 22 2009, 05:16 PM
subterranean დღეს გვქონდა კიდევ... Jun 22 2009, 06:52 PM
staywhite subterranean
რამდენია მან... Jun 22 2009, 07:08 PM
subterranean 1 კმც გვარბენინეს, 400... Jun 22 2009, 07:13 PM
iako უფ რა კარგ თემას მი... Jun 23 2009, 01:54 AM
ნაინა iako
ნანას სუფრებზე ი... Jun 23 2009, 02:51 AM
staywhite iako
:D ნუ, ახლა სტუმრე... Jun 23 2009, 01:16 PM
iako გაიახარე ნანა, დავ... Jun 23 2009, 05:33 PM
kato_Bato ნანა ყველაფერი როგ... Jun 23 2009, 05:35 PM
staywhite kato_Bato
იცოცხლე, კატო ... ... Jun 23 2009, 05:40 PM
kato_Bato staywhite
:)
:*
სულ მაქეთ რო... Jun 23 2009, 05:40 PM
staywhite kato_Bato
უფლის შეწევნით... Jun 23 2009, 05:42 PM
staywhite დავწერ კიდევ რამდე... Jun 24 2009, 02:06 PM
subterranean დაახლოებით 7 კილო რ... Jun 24 2009, 07:25 PM
staywhite subterranean
ხორცი არ არის ... Jun 24 2009, 07:33 PM
subterranean დიდი მადლობა რჩევი... Jun 24 2009, 07:38 PM
staywhite subterranean
თუნდაც კარაქ... Jun 24 2009, 07:39 PM
staywhite ძალიან კარგი თვალნ... Jun 25 2009, 03:36 PM
staywhite კაით, თუ არ არის საი... Jun 25 2009, 03:50 PM
staywhite მუცლის პრესის ვარჯ... Jun 25 2009, 04:01 PM
Giorgi- staywhite
კი საინტერესო... Jun 25 2009, 04:20 PM
staywhite Giorgi-
ნახე აბა ესენი, ... Jun 25 2009, 05:24 PM
subterranean რაო, პროტეინის ფხვ... Jun 25 2009, 07:01 PM
staywhite subterranean
მაქაც იშოვი, მ... Jun 25 2009, 10:25 PM
staywhite აქ იხილავთ ფეხის კ... Jun 26 2009, 03:29 PM
Lego მჭირდება აშკარად ვ... Jun 26 2009, 03:44 PM
staywhite პ.ს. ძალოსნური სახი... Jun 26 2009, 04:07 PM
Irma ძალიან ძალიან ძალი... Jun 26 2009, 04:24 PM
staywhite Irma
:( წესით , როცა იღლ... Jun 26 2009, 04:35 PM
kato_Bato staywhite
მე ვაკეთებ უკვ... Jun 26 2009, 04:47 PM
staywhite kato_Bato
საინტერესოა :) ... Jun 26 2009, 04:52 PM
kato_Bato staywhite
ცხადია :) უკვე :)
... Jun 26 2009, 05:26 PM
staywhite პ.ს აირჩიეთ თქვენთ... Jun 26 2009, 06:25 PM
Adam staywhite
სადაა დაპირებ... Jul 1 2009, 06:47 PM
staywhite Adam
:) რამდენიმე წერი... Jul 1 2009, 07:34 PM
staywhite Adam
მოდი, ფანტაზია შ... Jul 4 2009, 09:56 PM
subterranean იოგურტი როგორია ამ... Jul 4 2009, 10:34 PM
staywhite subterranean
შენ შემოგევლე... Jul 4 2009, 11:07 PM
subterranean ესეიგიი ეგ იმიტომ ... Jul 4 2009, 11:09 PM
staywhite subterranean
არაა ცუდი, კარ... Jul 4 2009, 11:10 PM
Adam staywhite
სპასიბა , გაიხა... Jul 9 2009, 12:12 PM
staywhite Adam
არაფერის :)
კი, მა... Jul 9 2009, 12:57 PM
ქევანა ნან, ასე რომ შევძლო,... Aug 9 2009, 12:16 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th December 2025 - 02:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი