რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ წავიდნენ და რატომ მიდიან საქართველოდან, გამოკითხვა... |
Gio707 |
Oct 15 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 9-July 07 წევრი № 2,422 |
მხოლოდ და მხოლოდ სწავლის გამო
|
vaimedi |
Nov 15 2008, 08:01 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 30 რეგისტრ.: 29-August 08 წევრი № 5,545 |
იცით, ეს ფორუმი რომ აღმოვაჩინე პირველად გაოგნებული ვიყავი: ღმერთო, რამხელა რწმენაა, რამხელა სიყვარული და სასოებაა უფლის . თურმე როგორი გულანთებული და ღმერთის მოიმედე ქართველობა გვყოლიათქო. აი ესენი, ალბათ ,უყოყმანოდ დათმობენ სიცოცხლეს უფლისთვისთქო. ეხლა კი ვკითხულობ ამ პოსტებს და ისევ გაოგნება მიპყრობს. სადღაც დაკარგულა უფლის იმედი. სულ ფული, ფული და კარგი ცხოვრება. გარბიან და ამართლებენ სხვების გაქცევას საქართველოდან, რადგან აქ თურმე კარგა გვარიან-ფულიანად ვერ ცხოვრობენ, რადგან აქ გაჭირვებაა და ამათ კი კომფორტი ურჩევნიათ სამშობლოში გაჭირვებულ ცხოვრებას. არ გეწყინოთ რასაც ეხლა გიწერთ, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ქართველი კაცის გულში სამშობლოს სიყვარული მინელდა, სადღაც უკან გადაინაცვლა,(ხო,ვთვლი რომ სწორედ სამშობლოს სიყვარულის დეფიციტთან გვაქვს საქმე), რომ დღეს ქართველ კაცს სმა-ჭამა და კომფორტი უფრო ადარდებს, ვიდრე სამშობლოს ბედ-იღბალი.ამან კი განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში იჩინა თავი. რუსეთი თბილისზე მოდისო და----ბენზინის გასამართ სადგურებთან რიგები დადგა----გარბოდნენ, ქვეყნიდან გარბოდნენ ყველა, დიდ-პატარა, და ვის უტოვებდნენ სამშობლოს?... და რო კითხო----სამშობლო უყვართ. რა მოგვდის ხალხო? სად გავრბივართ, ან იმ უცხოეთში რას გავრბივართ,იქ რას ველოდებით ან აქ ვის ანაბარა ვტოვებთ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანას? ნახევარი ქართველობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და დაბრუნებაზე იქიდან მეოთხედიც არ ფიქრობს. ამართლებთ :შეეჩვიენ იქაობასო, იქ ცხოვრება მოიწყვეს და აქ რაღა დარჩენიათო. ეს არის სამშობლოს სიყვარული ან მოყვასის სიყვარული?-- ”ოღონდ მე ვიყო კარგად და სულ ერთია სადაც ვიქნებიო”. აღარც ქვეყანა ადარდებთ, აღარც მოყვასი. მიდიან და ტოვებენ მშობლებს, და-ძმას, ნათესაობას, მეგობრებს.---”იქედან ეხმარებიანო”--- ხო თავიდან იქედან ეხმარებიან,--- მერე ისენიც მიჰყავთ. იცით რას ფიქრობენ? -- "დავბრუნდებით, ოღონდ როცა კარგი ცხოვრება იქნებაო". ჩვენს წინაპრებს სამშობლოდან მოცილებას და უცხოეთში გადახვეწას სიკვდილი ერჩიათ,მათაც მასე რომ ეფიქრათ , დღეს ქართველობა აღარ იქნებოდა. რა , მაშინ ულხინდა ჩვენს ქვეყანას? არა, ჩემო კარგებო, ამაზე ათასჯერ მეტი გაჭირვება იყო, პურის ლუკმა ენატრებოდათ, მაგრამ წასვლა აზრად არ მოუვიდოდათ. ამიტომაც მოვედით აქამდე. ჩვენ ? ... რა გვემართება?...ჩვენ მარტო ვზივართ და წინაპრებით ვტრაბახოფთ. არ ვცდილობთ მათ მივბაძოთ, ცოტათი მაინც მივემსგავსოთ. გავრბივართ და უპატრონოდ ვტოვებთ ქვეყანას.
" ვაი ჩემო საქართველო, შენ არ გევხარ სხვას" შეიძლება კიდევ ჰქონდეთ გამართლება მათ, ვინც მართლა უკიდურესი გაჭირვების გამო გახდა იძულებული წასულიყო, რათა ოჯახები ერჩინათ. სამწუხაროდ დიდი მასა წასულია იმის გამო, რომ ,როგორც უკვე ბრძანეთ, აქ სათანადოდ არ აფასებენ მათ შრომას, ისეთი შემოსავალი არა აქვთ , რაც მათ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. და უმეტესობა ასეთების საკმაოდ განათლებული ხალხია. იმის მაგივრად, რომ საკუთარ სამშობლოს და ერს მოახმარონ თავიანთი სწავლა-განათლება, უცხო ქვეყანას და უცხო ხალხს ემსახურებიან. ხო, რა უნდა ვთქვათ ამათზე, ვინც კომფორტის და ფუფუნების არქონის გამო დატოვა ქვეყანა. განა როცა დედა ან საყვარელი ადამიანი ავადა გვყავს მივატოვებთ და ვიტყვით:”როცა კარგად გახდება , მაშინ მოვალ, ეხლა მისი ავადმყოფობით დისკომფორტს განვიცდიო?”. არა ხომ? აქაც იგივე ხდება . სამშობლოც ერთია, როგორც დედა. უჭირს ქვეყანას, ავად არის ჩვენ კი მივდივართ და ვტოვებთ, მხოლოდ იმისთვის რომ თავი კრგად ვიგრძნოთ. და ვის უტოვებთ სამშობლოს, თუ თქვენ , ჭკვიანი და განათლებული ხალხი წახვალთ, ვინ მოუაროს ქვეყანას? ეხლა თუ დისკომფორტს ვერ ვიტანთ სამშობლოსთვის, ბოლო ჟამს როგორ გავუძლებთ შიმშილს და გაჭირვებას?ისე მივეჩვევით უზრუნველ ცხოვრებას, რომ, ალბათ დაუფიქრებლად მივიღებთ სატანის ნიშანს. ვიცი რომ ბევრი მამაო კურთხევას არ აძლევს საზღვარგარეთ წასვლაზე, გარდა სასწავლებლად წასვლისა, და მომწონს მათი გადაწყვეტილება.ასე თუ გაგრძელდა , ცოტა ხანში საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან. ჯერ ისედაც რამდენი ვართ, ისედაც არ ვმრავლდებით, და ეხლა ვინც ვართ უცხოეთში წასვლით და იქ დარჩენით, იმათაც გადაჯიშება გვიწერია. ცოტა დავითმინოთ, მადლობა ვუთხრათ ღმერთს იმაზე რაც მოგვცა, დავკმაყოფილდეთ ბოძებულით, უფალს მივენდოთ და უფალიც დაგვინახავს ღვაწლს, მოთმინებას და დაასაჩუქრებს ქართველ ხალხს: ააყვავებს, ააღორძინებს, გააძლიერებს, გაამთლიანებს და განაბრწყინებს ჩვენს საქართველოს. აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი! |
იმედა |
Jun 28 2009, 02:35 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 14-June 09 წევრი № 7,124 |
იცით, ეს ფორუმი რომ აღმოვაჩინე პირველად გაოგნებული ვიყავი: ღმერთო, რამხელა რწმენაა, რამხელა სიყვარული და სასოებაა უფლის . თურმე როგორი გულანთებული და ღმერთის მოიმედე ქართველობა გვყოლიათქო. აი ესენი, ალბათ ,უყოყმანოდ დათმობენ სიცოცხლეს უფლისთვისთქო. ეხლა კი ვკითხულობ ამ პოსტებს და ისევ გაოგნება მიპყრობს. სადღაც დაკარგულა უფლის იმედი. სულ ფული, ფული და კარგი ცხოვრება. გარბიან და ამართლებენ სხვების გაქცევას საქართველოდან, რადგან აქ თურმე კარგა გვარიან-ფულიანად ვერ ცხოვრობენ, რადგან აქ გაჭირვებაა და ამათ კი კომფორტი ურჩევნიათ სამშობლოში გაჭირვებულ ცხოვრებას. არ გეწყინოთ რასაც ეხლა გიწერთ, ძალიან მწყდება გული, რომ დღეს ქართველი კაცის გულში სამშობლოს სიყვარული მინელდა, სადღაც უკან გადაინაცვლა,(ხო,ვთვლი რომ სწორედ სამშობლოს სიყვარულის დეფიციტთან გვაქვს საქმე), რომ დღეს ქართველ კაცს სმა-ჭამა და კომფორტი უფრო ადარდებს, ვიდრე სამშობლოს ბედ-იღბალი.ამან კი განსაკუთრებით ამ ბოლო წლებში იჩინა თავი. რუსეთი თბილისზე მოდისო და----ბენზინის გასამართ სადგურებთან რიგები დადგა----გარბოდნენ, ქვეყნიდან გარბოდნენ ყველა, დიდ-პატარა, და ვის უტოვებდნენ სამშობლოს?... და რო კითხო----სამშობლო უყვართ. რა მოგვდის ხალხო? სად გავრბივართ, ან იმ უცხოეთში რას გავრბივართ,იქ რას ველოდებით ან აქ ვის ანაბარა ვტოვებთ ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანას? ნახევარი ქართველობა საზღვარგარეთ გადაიხვეწა და დაბრუნებაზე იქიდან მეოთხედიც არ ფიქრობს. ამართლებთ :შეეჩვიენ იქაობასო, იქ ცხოვრება მოიწყვეს და აქ რაღა დარჩენიათო. ეს არის სამშობლოს სიყვარული ან მოყვასის სიყვარული?-- ”ოღონდ მე ვიყო კარგად და სულ ერთია სადაც ვიქნებიო”. აღარც ქვეყანა ადარდებთ, აღარც მოყვასი. მიდიან და ტოვებენ მშობლებს, და-ძმას, ნათესაობას, მეგობრებს.---”იქედან ეხმარებიანო”--- ხო თავიდან იქედან ეხმარებიან,--- მერე ისენიც მიჰყავთ. იცით რას ფიქრობენ? -- "დავბრუნდებით, ოღონდ როცა კარგი ცხოვრება იქნებაო". ჩვენს წინაპრებს სამშობლოდან მოცილებას და უცხოეთში გადახვეწას სიკვდილი ერჩიათ,მათაც მასე რომ ეფიქრათ , დღეს ქართველობა აღარ იქნებოდა. რა , მაშინ ულხინდა ჩვენს ქვეყანას? არა, ჩემო კარგებო, ამაზე ათასჯერ მეტი გაჭირვება იყო, პურის ლუკმა ენატრებოდათ, მაგრამ წასვლა აზრად არ მოუვიდოდათ. ამიტომაც მოვედით აქამდე. ჩვენ ? ... რა გვემართება?...ჩვენ მარტო ვზივართ და წინაპრებით ვტრაბახოფთ. არ ვცდილობთ მათ მივბაძოთ, ცოტათი მაინც მივემსგავსოთ. გავრბივართ და უპატრონოდ ვტოვებთ ქვეყანას. " ვაი ჩემო საქართველო, შენ არ გევხარ სხვას" შეიძლება კიდევ ჰქონდეთ გამართლება მათ, ვინც მართლა უკიდურესი გაჭირვების გამო გახდა იძულებული წასულიყო, რათა ოჯახები ერჩინათ. სამწუხაროდ დიდი მასა წასულია იმის გამო, რომ ,როგორც უკვე ბრძანეთ, აქ სათანადოდ არ აფასებენ მათ შრომას, ისეთი შემოსავალი არა აქვთ , რაც მათ მოთხოვნილებას დააკმაყოფილებს. და უმეტესობა ასეთების საკმაოდ განათლებული ხალხია. იმის მაგივრად, რომ საკუთარ სამშობლოს და ერს მოახმარონ თავიანთი სწავლა-განათლება, უცხო ქვეყანას და უცხო ხალხს ემსახურებიან. ხო, რა უნდა ვთქვათ ამათზე, ვინც კომფორტის და ფუფუნების არქონის გამო დატოვა ქვეყანა. განა როცა დედა ან საყვარელი ადამიანი ავადა გვყავს მივატოვებთ და ვიტყვით:”როცა კარგად გახდება , მაშინ მოვალ, ეხლა მისი ავადმყოფობით დისკომფორტს განვიცდიო?”. არა ხომ? აქაც იგივე ხდება . სამშობლოც ერთია, როგორც დედა. უჭირს ქვეყანას, ავად არის ჩვენ კი მივდივართ და ვტოვებთ, მხოლოდ იმისთვის რომ თავი კრგად ვიგრძნოთ. და ვის უტოვებთ სამშობლოს, თუ თქვენ , ჭკვიანი და განათლებული ხალხი წახვალთ, ვინ მოუაროს ქვეყანას? ეხლა თუ დისკომფორტს ვერ ვიტანთ სამშობლოსთვის, ბოლო ჟამს როგორ გავუძლებთ შიმშილს და გაჭირვებას?ისე მივეჩვევით უზრუნველ ცხოვრებას, რომ, ალბათ დაუფიქრებლად მივიღებთ სატანის ნიშანს. ვიცი რომ ბევრი მამაო კურთხევას არ აძლევს საზღვარგარეთ წასვლაზე, გარდა სასწავლებლად წასვლისა, და მომწონს მათი გადაწყვეტილება.ასე თუ გაგრძელდა , ცოტა ხანში საქართველოში ქართველები აღარ იქნებიან. ჯერ ისედაც რამდენი ვართ, ისედაც არ ვმრავლდებით, და ეხლა ვინც ვართ უცხოეთში წასვლით და იქ დარჩენით, იმათაც გადაჯიშება გვიწერია. ცოტა დავითმინოთ, მადლობა ვუთხრათ ღმერთს იმაზე რაც მოგვცა, დავკმაყოფილდეთ ბოძებულით, უფალს მივენდოთ და უფალიც დაგვინახავს ღვაწლს, მოთმინებას და დაასაჩუქრებს ქართველ ხალხს: ააყვავებს, ააღორძინებს, გააძლიერებს, გაამთლიანებს და განაბრწყინებს ჩვენს საქართველოს. აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი! მართალი კრიტიკაა, მაგრამ ნამუსზე შეგდებით და შეგონებებით რომ არ წყდება ემიგრანტების ნაკადი საქართველოდან? საზღვარგარეთაც ემიგრანტებისათვის, ძირითადად „შავი“ სამუშაოა. მხოლოდ მცერე ნაწილს აქვს მეტ-ნაკლებად ნორმალური ხელფასი. ბევრი კიდევ „შავად“ მუშაობს. არა, სახელმწიფომ თუ არ იზრუნა არ გამოვა არაფერი. საქართველოში კი ისეთი ხელისუფლება ვერ მოვიდა, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი