სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| მაშიკო |
May 29 2009, 03:54 PM
პოსტი
#1
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
არა იმრუშო
მათე 5, 27-32 გესმა, ამბობს უფალი, რამეთუ ითქუა: არა იმრუშო. ეს მეშვიდე მცნებაა სჯულისა, რომელიც სინას მთაზე მიეცა ხალხს და ყველასათვის ცნობილი იყო ძველი დროიდან. ღვთის ეს აკრძალვა საკმარისი იყო ძველი ხალხებისთვის, რათა მას სული სუფთად დაეცვათ. ასე დიდად ბრძენი იოსები გაექცა პენტეფრის უსირცხვილო მეუღლეს, რითაც შეინარჩუნა სისუფთავე არა მარტო ხორცისა, არამედ სულისაც. ეხლა კი ფარისეველს შეეძლო საქმით არ შეეცოდა, მაგრამ სულსა და გულში დამღუპველი არაწმიდება ეტარებინადა ამავე დროს, ღვთის წინაშე, თავისი თავი მართლად წარმოედგინა; აი რატომ განგვიმარტა ქრისტე მაცხოვარმა, როგორც უმაღლესმა კანონმდებელმა, ეს მცნება და შეავსო კიდეც მან, ხოლო მე გეტყვი თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა, - უყურებს ხილული თვალით თუ თავის გონებაში წარმოიდგენს ქალს ან გოგონას, გულის-თქმად, - ვინც უმზერს მის სილამაზეს და ამით აღვივებს ხორციელი ნდომის ცეცხლს და საკუთარი ნებით იზიდავს ამ მხეცს თავის დაწყნარებულ გულში, იგი უკვე ეხება ქალს, თუ ხელით არა, ცოდვიანი ხედვითა და ნდომით, - მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა. მართალია მან ცოდვა საქმით არ ჩაიდინა, მაგრამ რაღა ეკლდა მას? მას ეს არ შეეძლო: რომ შეძლებოდა, მაშინვე საქმით ჩაიდენდა მას. „ასევე ქალებიც, იკაზმებიან რა იმისათვის, რომ თავი მოაწონონ სხვას, - ამბობს ნეტარი თეოფილაქტე, სცოდავენ, თუმცა შეიძლება ისინი არავის მოსწონთ: მათ უკვე მოამზადეს საწამლავი, რომელიც უმოქმედოდ დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ის არავინ შესვა“. ამრიგად, შესაძლოა შენ ვინმე ისე გიყვარს, რომ მას ენდობი, როგორც შენს მარჯვენა თვალს, და შენთვის იმდენად საჭიროდ თვლი, რომ შენს მარჯვენა ხელად მიგაჩნია იგი, - მაგრამ თუ იგი შენს სულს ვნებს, მაშინ შენ ასეთი ადამიანიც კი უნდა მოიკვეთო. შეამჩნიე აქ, როგორ გამოთქვამს: მაცხოვარი არ ამბობს: მოერიდე, არამედ, სურს რა დაგვანახოს თუ როგორ ძალიან საჭიროა მისგან მოშორება, ამბობს: „აღმოიღე და მოიკუეთე და განაგდე შენგან“. შემდეგ კი, როცა ასეთი მკაცრი მცნება მოგვცა, იქვე გვაჩვენებს მის სარგებელსაც: უმჯობესია შენთვის, რათა ერთი რომელიმე ასო შენი სხეულისა დაიღუპოს, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩააგდონ საუკუნო ცეცხლში, როცა შენი მეგობარი თავის თავს ვერ შველის და შენც თავისთან ერთად გღუპავს, - რანაირად შეიძლება ამაში დავინახოთ კაცთმოყვარეობა, თუ ორივეს დაღუპვა გელით? ხოლო თუ შენ დაშორდები მას, უკიდურეს შემთხვევაში, ერთი თქვენგანი მაინც გადარჩება. მაცხოვარმა თქვა: არა მარტო აღმოიღე, არამედ განაგდე შენგან, რათა აღარასოდეს განაახლო ასეთთან მეგობრობა, თუ იგი არ გამოსწორდება. ამ გზით, შენ დაღუპვისგან იხსნი შენს თავს და მასაც გაათავისუფლებ შენი დაბრკოლებისათვის დიდი სასჯელისაგან. თუ შენთვის აუცილებელი იქნებოდა ორიდან ერთის არჩევა - ან თვალის შენარჩუნებით დაღუპვა, ანდა თვალის მოცილებით, ცოცხლად დარჩენა, რაზე დათანხმდებოდი შენ? ცხადია - უკანასკნელზე. ასევე განსაჯე ადამიანებზეც. ეხლა ხედავ რამოდენა სიყვარულითაა სავსე ქრისტეს მცნება? ხედავ, რამოდენა კაცთმოყვარეობაა ჩადებული მის მოჩვენებით სიმკაცრეში?“ ასე ხსნიან მაცხოვრის სიყვარულს წმინდა მამები: ოქროპირი, ათანასი, კირილე, ნეტარი თეოფილაქტე და სხვები. მართლაცდა, თუ ამ სიტყვებს გავიგებთ პირდაპირ, მაშინ საჭირო გახდებოდა ენის ამოგლეჯაც, როცა იგი ცუდ სიტყვებს წარმოსთქვამდა; მოსაკვეთი გახდება სხეულის სხვა ნაწილებიც. მაგრამ იქნება კი სიკეთე აქედან, თუ ცოდვის სურვილი არ შეწყვეტდა გულში არსებობას? მუნჯსაც ხომ შეუძლია ბოროტსიტყვაობა და ბრმასაც შეუძლია ხორციელი ტკბობა. აი რატომაა საჭირო მაცხოვრის სიტყვები გავიგოთ შემდეგნაირად: „გაექეცი ყოველივეს, რასაც კი შეუძლია შენს გულში არაწმინდა გრძნობების აღძვრა, როგორიცაა: ვნებიანი სიმღერა, ცეკვა, ბილწსიტყვაობა, მოურიდებელი თამაშობა და ხუმრობა, მოურიდებელი სანახაობა, ისეთი წიგნის კითხვა, სადაც ვნებიანი სიყვარულია, და სხვა. ეცადე არც კი შეხედო იმას, რასაც შეუძლია შენი დაბრკოლება. თუ მტკიცედ განიზრახავ, რომ არ შეხედო იმას, რაც შენთვის დამაბრკოლებელია. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ ამოიგდე დამაბრკოლებელი თვალი შენგან. შენ სხეულით არ სცოდავ: „ეს კარგია, დაიცავი გულიც ისეთ ქალწულებრივ სიწმინდეში, როგორშიც სხეული დაგიცავს“. ვინც შეასრულებს ქრისტეს ამ მცნებას გულის სიწმინდეზე, მას აღარ დაჭირდება იმ შეწყნარებით სარგებლობა, რომელსაც მოსეს სჯული გულქვა ებრაელებს აძლევდა. თქმულ არს, რამეთუ რომელმან განუტევოს ცოლი თვისი, ვინც მოინდომებს ცოლთან განშორებას და სხვის შერთვას, იმან მიჰსცეს მას განსატევებელი - გაყრის საბუთი. ეს გაყრა დასაშვები იყო ძველ დროს იმიტომ, რომ მკაცრ ქმარს, რომელსაც ემორჩილებოდა ცოლი, როგორც მონა, შეეძლო მისი მოკვლა დაუცველად. ქრისტეს დროს ებრაელები ისე გადაგვარდნენ, რომ დაიწყეს ცოლების შეცვლა თავნებობით, სრულიად უმნიშვნელო მიზეზით, ოღონდ კი ყოფილი მეუღლისათვის მიეცათ განქორწინების საბუთი. ამრიგად, ისინი უკვე არაფრად აგდებდნენ ღვთისაგან დადგენილ მცნებას ქორწინებაზე, და ამავე დროს ცდილობდნენ ამოფარებოდნენ მოსეს სჯულს. ხდებოდა, რომ ვიღაც გემოთმოყვარე იუდეველი რამოდენიმე ცოლს ერთიმეორის მიყოლებით იცვლიდა, გაგდებულ ცოლებს მიყვებოდნენ ბავშვებიც და ვინ მოთვლის რამდენი ასეთი ქალი უსახლკაროდ ქუჩაში დარჩა, რამდენი ბავშვი მოაკლდა მშობლის მფარველობასა და ზრუნვას. და აი, იესო ქრისტემ, როგორც სრულუფლებიანმა კანონმდებელმა ახალი აღთქმისა, სრულიად შეცვალა ძველი აღთქმის მოსეს მცნება, და გვაჩვენა როგორი სიწმინდე და ძალა გააჩნია თავდაპირველ კანონს ქორწინებისა: ხოლო მე გეტყვი თქუენ, რამეთუ ყოველმან, რომელმან განუტეოს ცოლი თვისი თვინიერ სიტყვისა სიძვისა, როცა ცოლი ვერ ერთგულებს ქმარს, როცა იგი ღალატობს მას, - მან იმრუშა იგი - ასეთი აძლევს მას საბაბს მრუშობისა, ქმრის სიცოცხლეში სცოდავს სხვასთან, - და რომელმან განტევებული შეირთოს, მანცა იმრუშა. იმიტომ, რომ მას რომ არ შეერთო, იგი შეიძლებოდა დაბრუნებოდა პირველ ქმარს და შერიგებოდა მას. ასეთი წმინდა და დაურღვეველია კავშირი ცოლ-ქმრობისა. ღმერთმა შექმნა რა ქმარი და ცოლი, აკურთხა და განსწმიდა მათი კავშირი მთელი ცხოვრება: „რათა ერთხორცად იქცნენ“; რაც ღმერთმა შეაერთა, ადამიანმა არ უნდა განაშოროს. ერთადერთი შემთხვევა, როცა უფალი უშვებს გაყრას - ესაა ღალატი ცოლისა, ან ქმრისა: მაშინ თავისთავად ირღვევა ქორწინების წმინდა კავშირი და დასაშვებია გაყრა, მაგრამ მაშინაც, ეკლესიის კანონით, რომელიც იცავს და განმარტავს ქრისტეს მცნებას, დამნაშავეს, ცოლი იქნება თუ ქმარი, ერთმევა უფლება ხელახალი ქორწინებისა. - „ქრისტემ, - ამბობს წმ. ოქროპირი, ცოლისათვის დახშო სხვა კაცთან შეუღლების კარი იმისათვის, რომ იგი ქმრისთვის უფრო ერთგული და უმწიკვლო გაეხადა, მისი სურვილის წინააღმდეგაც კი. ამრიგად, აქაც ქრისტე მაცხოვარი არ არღვევს ძველ სჯულს, არამედ მას შესძენს თავდაპირვანდელ სიმკაცრეს, სისუფთავესა და სიწმიდეს. - ბოლოს, დაუშვა რა განქორწინება მრუშების შემთხვევაში, აქაც მას მეტად ბრძნული მიზანი ამოქმედებდა. ქმრისთვის რომ სავალდებულო ყოფილიყო მოღალატე ცოლის სახლში გაჩერება, ამით მრუშებას თითქოს დასაშვებსა ხდიდა“. -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
![]() ![]() |
| tinatin* |
Jun 26 2009, 05:13 PM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 91 რეგისტრ.: 16-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,953 |
მართალია დღეს ბევრ ქალს გამომწვევად აცვია და მამაკაცს ცოდვაში აგდებს, მაგრამ მინდა ვკითხო კაცებს: უშლიან თუ არა ისინი თავისი ოჯახის წევრებს (ქალებს) ასე ჩაცმას?
-------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა
|
| გიორგი |
Jun 26 2009, 06:20 PM
პოსტი
#3
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
tinatin
მართალია დღეს ბევრ ქალს გამომწვევად აცვია და მამაკაცს ცოდვაში აგდებს, მაგრამ მინდა ვკითხო კაცებს: უშლიან თუ არა ისინი თავისი ოჯახის წევრებს (ქალებს) ასე ჩაცმას? ჩაცმა არაფერ შუაში არაა.... თუ კაცს მრუშობის სურვილი აქვს ჩაცმულ ქალსაც ძალიან კარგად გახდის ციტატა პლიაჟზე კისრიანი როლინგითა და კოჭებამდე კაბით რა კაი იქნება პლაჟზე, პლაჟზე... ვაფშემცტა მაგარი გოგო ისაა პლაჟზე და ბასეინზე რო შიშველი იჩითება და მაინც რო არ მრუშობს და მაგარი ბიჭი ისაა კიდევ გოგოებთან ერთად რო იჩითება პლაჟზე და ბასეინზეც და მაინც რო არ მრუშობს.... აბა, თუ ყველაფერს ჩამორჩა ადამიანი და თუ საშუალებაც არა აქცს მრუშობის ძალიანაც რომ უნდოდეს, ეგეთ წესიერებას რა ფასი აქვს... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
| მაშიკო |
Jun 28 2009, 01:49 PM
პოსტი
#4
|
![]() მარიამი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
ვაფშემცტა მაგარი გოგო ისაა პლაჟზე და ბასეინზე რო შიშველი იჩითება და მაინც რო არ მრუშობს და მაგარი ბიჭი ისაა კიდევ გოგოებთან ერთად რო იჩითება პლაჟზე და ბასეინზეც და მაინც რო არ მრუშობს.... აბა, თუ ყველაფერს ჩამორჩა ადამიანი და თუ საშუალებაც არა აქცს მრუშობის ძალიანაც რომ უნდოდეს, ეგეთ წესიერებას რა ფასი აქვს... „სხეულის სიშიშვლე, სულიერი სიშიშვლის მანიშნებელია“ ყოველი ხილული (გარეგნული) მის შინაგანზე მოწმობს, ხოლო უხილავით (შინაგანით) ხილული შეიცნობა. ადამიანის სხეული არის ტაძარი ღვთისა, გული კი „საკურთხეველია“ სხეულისა (ტაძრისა), მასში თავმოყრილია ყოველი თვისება ადამიანისა, როგორც კარგი, ასევე ცუდიც. როგორი საუნჯეც აქვს კაცს გულში დაგროვილი, მასვე წარმოაჩენს. თესლი, რომელიც ადამიანის მიერ ფარულად, სხვათაგან დამოუკიდებლად არის მიწაში ჩამარხული (დათესილი), თავდაპირველად დაფარულია კაცთაგან, ხოლო როდესაც მისგან მცენარე ამოვა, მაშინ ყველასთვის ნათელი ხდება მისი რაობა. ხილულად აღმოცენებული ნერგით ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა იყო მიწაში დათესილი. არც კაცი, არც ბალახი არ გაჩენილა თავისი გარეგნული იერის გარეშე ღვთის მიერ. მაცხოვარი სახარებაში ამბობს: „ნუუკუე შეკრიბიან ეკალთაგან ყურძენი, ანუ კუროისთავთაგან ლეღვი? ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათ. 7,16-20). ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა. არ შეიძლება ყურძენმა ლეღვი ან ატამი გამოისხას, რადგან ეს ბუნებრიობას ეწინააღმდეგება. ასევეა ადამიანებშიც, რა თესლსაც დათესს თითოეული თავის სულსა და გულში, მის შესაფერის ნაყოფს მიიღებს, რომელიც გამოვლინებას შესაბამის იერსა და ქმედებაში ჰპოვებს. ქრისტიანი ქალი თავისი სულიერი და ფიზიკური სრულყოფის მაგალითს ღვთისმშობელში უნდა ხედავდეს. სასულიერო პირები, ცდილობენ, რომ ყველაფრით და ყველაფერში მიბაძონ ქრისტეს. ატარებენ წვერს, ანაფორას, ჯვარს, რადგან ეს ყველაფერი აუცილებელია მათი შინაგანი რწმენის გარეგნული გამოხატულებისათვის. ქალი, რომელიც თავის სხეულს ნახევრად შიშველს ატარებს ემსგავსება მეძავს, რადგან ის ყოველ ადამიანში ვნების ცეცხლს აღანთებს და მრუშობისაკენ უბიძგებს ისე, რომ ამას შეიძლება თვითონაც ვერ აცნობიერებდეს. მეძავს შუბლზე არ აწერია, რომ იგი მეძავია, ჩაცმულობა და გარეგნობაა მისი მამხილებელი. გარეგნული სიშიშვლე, შინაგანი, სიშიშვლის მანიშნებელია. მადლს თვისება აქვს დაფარვისა, ხოლო ცოდვას სიშიშვლისა, გამოაშკარავებისა. რატომ არ ფიქრობ იმაზე, რომ სხვისი დაბრკოლების მიზეზი ხდები, ამით ორმაგ სასჯელს იმკი, როგორც მაცთუნებელი. დაისჯება ცდუნებულიც, მაგრამ ვაი მას, ვისგანაც საცთური მოდის, იგი ორმაგად მიიღებს სამაგიეროს. ადამიანს, რომელსაც ვულგარულად აცვია, შეუძლია თამამად თქვას, რომ არ გახდება სხვისის ცთუნების მიზეზი? სიშიშვლე აღანთებს ვნებას, რომელიც ბადებს სურვილის, მრუშობის აზრს, მრუში აზრი კი საწინდარია მისი განხორციელებისა და შესაბამის ცოდვაში ჩავარდნისა. ადამიანი ცოდვით დაცემამდე მართალია შიშველი იყო, მაგრამ იგი არ საჭიროებდა მატერიალურ სამოსს, რადგან შემოსილი იყო სულიერი, მადლისმიერი სამოსით, ხოლო ცოდვით დაცემის შემდეგ მან იგრძნო სულიერი სიშიშვლე და შეიმოსა ხორციელად. შერცხვათ ერთმანეთის, რადგან გაჩნდა ვნება და რაკი იგი შემოვიდა კაცობრიობაში, საჭირო გახდა სხეულის მატერიით შემოსვა. ნუთუ დღესდღეობით ადამიანებმა ისეთი სიწმინდეს მიაღწიეს, რომ აღდგნენ პირველყოფილ, უცოდველ მდგომარეობაში და აღარ საჭიროებენ სხეულის დაფარვას? ცხადია, ეს სრული სიცრუე და აბსურდია, მაშინ ამას სხვაგვარი ახსნა ჰქონია, ისინი ატარებენ უდიდეს ვნებას, რომელიც თან დააქვთ ყველგან და არც სურთ, რომ დაფარონ იგი. ზოგს, პირიქით, საამაყოდაც გაუხდია სიშიშვლე და სიამოვნებასაც განიცდის ამით. ფიქრობენ, რომ ყურადღების ცენტრში ექცევიან, მაგრამ ნეტა ვისი? ეშმაკისა და მათი მსახურების. ასეთნი ხდებიან მიზეზი საცთურისა და სიბილწისა. თუკი ცოდვითდაცემამ პირველქმნილ ადამიანთა შორის სირცხვილის გრძნობა წარმოშვა, საუბედუროდ, დღეს ეს დაიკარგა ჩვენში. ადამიანი, რომლის გული გამთბარია ჭეშმარიტი ღვთის რწმენითა და სიყვარულით, გონება კი გაშუქებულია ღვთის მოძღვრების ბრწყინვალე სხივებით, მოქმედებს იმ რწმენით, რომ ქმნილებაა ღვთისა და ამის გამო სურს, განუწყვეტლივ კავშირში იყოს ღმერთთან და ყველანაირად დაემსგავსოს თავის შემოქმედს. -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
მაშიკო არა იმრუშო May 29 2009, 03:54 PM
Irma ჩემი აზრით ძალიან ... May 29 2009, 05:28 PM
მაშიკო ირმა გეთანხმები ეგ... Jun 1 2009, 03:19 PM
damiane80
ირმა გეთანხმები ე... Jun 22 2009, 08:46 PM
გიორგი damiane80
პრობლემა მხოლ... Jun 22 2009, 09:27 PM

damiane80 გიორგი, შენ სადა ხა... Jun 23 2009, 10:33 AM

Ligia
იტოგში ყანააა რა მ... Jun 23 2009, 10:45 AM
მაშიკო
ახლა ამ საკითხზე ე... Jun 23 2009, 10:45 AM
Ligia
სამწუხაროა მაგრამ... Jun 23 2009, 10:53 AM
კანონისტი გიორგი
ვაი, რომ მარ... Jun 22 2009, 09:34 PM
Amuza
damiane80
რა კარგად და ლ... Jun 22 2009, 10:01 PM
leluka გიორგი
მე ვფიქრობ ... Jun 22 2009, 11:30 PM
llaasshhaa პ.ს. გეთანხმებით ყვ... Jun 23 2009, 03:15 AM
აკაკი
Amuza
<_< :angry:
პ.ს. გეთა... Jun 23 2009, 10:44 AM
Giorgi- გიორგი
შენ არ იძა... Jun 23 2009, 10:28 AM
Amuza
გიორგი
შენ არ იძახ... Jun 23 2009, 01:08 PM
lingvo "დავიწყება ისტორ... Jun 23 2009, 11:19 AM
.:Lela:. რა ხდება :huh: <_< -_- Jun 23 2009, 02:11 PM
გიორგი Giorgi-
რატომ ხდება ჩემ... Jun 23 2009, 03:09 PM
damiane80 გიორგი
შეიძლება ე... Jun 23 2009, 03:37 PM
Giorgi- inaina
"კაცი რაც არ უ... Jun 23 2009, 03:43 PM
მაშიკო
inaina
"კაცი რაც არ უნ... Jun 24 2009, 09:09 PM
Funkenstein განვითვარებულ ქვე... Jun 23 2009, 03:44 PM
Giorgi- Amuza
აი ნაღდად საჩვე... Jun 23 2009, 03:52 PM
ann-ii
არ იცოდნენ ჩვენმა... Jul 11 2009, 07:06 PM
damiane80
იქნებ ვინმემ მიპა... Jul 11 2009, 07:46 PM

ann-ii
არ ითვლება რა თქმა ... Jul 11 2009, 08:17 PM
მაშიკო
ითვლება თუ არა მრუ... Jul 11 2009, 08:33 PM
damiane80 მე ისევ იმას ვუბრუ... Jun 23 2009, 03:57 PM
Giorgi- damiane80
ჰოდა ამბობენ რ... Jun 23 2009, 04:06 PM
inaina ცოდვით გაუკუღმართ... Jun 23 2009, 04:25 PM
Ligia
[b]Ligia
ვაი, შენს პატრ... Jun 23 2009, 04:49 PM
გიორგი Ligia
ნუ, ეს ისე, სიტყვ... Jun 23 2009, 06:58 PM
Ligia
Ligia
"ოქროს შუალედ... Jun 24 2009, 11:42 AM
staywhite გული მერევა ასეთ კ... Jun 23 2009, 07:04 PM
გიორგი Ligia
ყველაზე სამწუხა... Jun 23 2009, 07:17 PM
damiane80 სიძვა/მრუშობა მხოლ... Jun 23 2009, 08:00 PM
m16 ოოო მოიცა რაა Jun 24 2009, 12:02 PM
გიორგი Ligia
:wacko:
ისე, კსტაწი, ... Jun 24 2009, 02:10 PM
Giorgi- გიორგი
ცოტ-ცოტა ყო... Jun 24 2009, 02:34 PM
Ligia
3. კედელზე თავის რტ... Jun 24 2009, 06:09 PM
გიორგი Giorgi-
შენზე მომწერა მ... Jun 24 2009, 02:59 PM
Giorgi- გიორგი
რა გინდა კ... Jun 24 2009, 03:58 PM
ანნო
რაოო?????? :^) :P Jun 24 2009, 06:57 PM
გიორგი Ligia
საერთოდ ქართულ ... Jun 24 2009, 09:22 PM
damiane80
გენდერული თანასწ... Jun 25 2009, 06:59 PM
Ligia
სამწუხაროდ ქართუ... Jun 26 2009, 11:20 AM
გიორგი damiane80
იდეა მართალია, ... Jun 26 2009, 02:25 PM
damiane80
damiane80
იდეა მართალია,... Jun 26 2009, 02:29 PM
damiane80
ყველაფერი შეფარდ... Jun 26 2009, 05:51 PM
Ligia
მაგ: თუ შენ ნახევრ... Jun 26 2009, 06:02 PM
staywhite გიორგი
ნამდვილად, ... Jun 26 2009, 06:45 PM
damiane80
:D გენიალურია
"ს... Jun 26 2009, 06:51 PM
KAIROS
:D
გა-იხარე :D
მარა მა... Jun 26 2009, 07:09 PM
გიორგი damiane80
მაზოხიზმი თუ კ... Jun 26 2009, 07:54 PM
bekas
damiane80
მაზოხიზმი თუ კ... Jun 28 2009, 08:42 PM
Giorgi- გიორგი
KAIROS
ერთი მეგ... Jun 26 2009, 11:12 PM
staywhite გიორგი
KAIROS
Giorgi-
damiane80
არ... Jun 26 2009, 11:33 PM
tinatin* გაიხარე მაშიკო, ვი... Jun 29 2009, 09:51 AM
ნაინა bekas
გაიხარე, ამ საღა... Jun 29 2009, 10:29 AM
damiane80 კიდევ ერთხელ უნდა ... Jun 29 2009, 12:06 PM
მაშიკო
ჩაცმულობა უნდა იყ... Jun 30 2009, 12:09 PM
damiane80
ეგ კი რა თქმა უნდა, ... Jun 30 2009, 01:12 PM
მაშიკო
და საერთოდაც, ჩემი ... Jun 30 2009, 01:29 PM
llaasshhaa
ეს და
ეს არ ეწინაა... Jul 11 2009, 08:10 PM
damiane80
ეს და
ეს არ ეწინაა... Jul 13 2009, 06:30 PM
llaasshhaa
ვფიქრობ კი ცოდვაა :... Jul 11 2009, 08:19 PM
ann-ii llaasshhaa
ანუ მე თუ 2 შვი... Jul 11 2009, 08:22 PM
llaasshhaa
კაი იქნება თუ აიყვ... Jul 11 2009, 08:24 PM
ann-ii llaasshhaa
12 არა 16 კიდე :D მ... Jul 11 2009, 08:26 PM
llaasshhaa
:P თუნდაც
:lol: ესეიგ... Jul 11 2009, 08:31 PM
ann-ii
თუნდაც
ესეიგი მე... Jul 11 2009, 08:46 PM
მაშიკო
და ნორმალური პასუ... Jul 11 2009, 09:20 PM
ann-ii
PM ში მიწერე რომელი... Jul 12 2009, 09:35 PM
მაშიკო
არვიცი აქ არ შემოვ... Jul 12 2009, 10:54 PM
ნაინა ეხლა ვიღაც-ვიღაცეე... Jul 11 2009, 08:31 PM
syd მაშიკო
ჭამის წინ ს... Jul 11 2009, 09:23 PM
მაშიკო
[b]მაშიკო
ჭამის წინ ... Jul 11 2009, 09:30 PM
syd მაშიკო
მრუშობასთ... Jul 11 2009, 09:32 PM
მაშიკო
მაშიკო
მრუშობასთა... Jul 11 2009, 10:11 PM
ann-ii მაშიკო
დიდი მადლო... Jul 13 2009, 04:20 PM
llaasshhaa ann-ii
- როგორ უყურებს მ... Jul 13 2009, 06:00 PM
ann-ii
[b]ann-ii
- როგორ უყურებს... Jul 14 2009, 04:53 PM
m16 სპირალი ხო, გასაგე... Jul 13 2009, 06:06 PM
k@the ღვტისმეტყველების ... Jul 13 2009, 06:14 PM
damiane80
ღვტისმეტყველების ... Jul 13 2009, 07:50 PM
llaasshhaa damiane80
გასაგებია გეთა... Jul 13 2009, 07:07 PM
k@the damiane80
კაიროსის პოსტი... Jul 13 2009, 08:16 PM
ნაინა k@the
მართალია, გუშინ ... Jul 13 2009, 08:44 PM
damiane80
k@the
მართალია, გუშინ ... Jul 14 2009, 02:04 PM
llaasshhaa
კი :lol:
შენ და შენი ... Jul 30 2009, 10:09 PM
მაშიკო იქნებ იყოს აქ სადმ... Sep 10 2009, 12:35 AM
მხევალი ნინო მაშიკო
ხო, საინტე... Sep 10 2009, 01:45 PM
Atman
ძალიან მარტივი კი... Sep 10 2009, 01:59 PM
ა ნ უ კ ა
„პატივ ეც მამასა შ... Sep 10 2009, 09:22 PM
მაშიკო ,,მოიხსენე დღე იგი შ... Sep 12 2009, 09:00 AM
gabisonia Irma
ამაში ცუდად მაქ ... Sep 27 2009, 01:35 AM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th December 2025 - 05:48 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი