![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
kato_Bato |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 ![]() |
წლების წინ ჩემმა დამ მიყიდა ფსალმუნიანი სამაჯური( არ ვიცი სუსტად ამას როგორ ქვია) და დიდი სასოებით მეკეთა და დავატარებდი ყველგან.
დღეს შემთხვევით ვნახე, რომ წებო იყო მოცილებული იმ ადგილას სადაც ეს 90 და 50 ფსალმუნი უნდა დებულიყო, ცნობისმოყვარეობამ წამძლია და ფურცელი ამოვიღე. გაცნობებთ, რომ ყველაფერია შიგ ფსალმუნის გარდა.. რაღაც არაბული თუ სპარსული ნაწერი, ზუსტად ვერ გავარჩევ, იმიტომ რომ კარგადაა გაცვეთილი ფურცელი. ყველა ვარიანტში, ანბანი ნამდვილად არაა არც მხედრული,არც მრგვლოვანი, არც ნუსხა-ხუცური. ჩემი სპეციალობა სპარსული ენა და ლიტერატურაა და იმედია ეჭვქვეშ არ დააყენებთ იმას, რომ ანბანს ვცნობ ![]() პირველი რეაქცია ის იყო, რომ გულიანად გადავიხარხარე, რაც მე მაგ სამაჯურს ვიხუტებდი გამოცდებზე ![]() შეიძლება ადამიანმა ყველაფრით აკეთო ფული? ალბათ, ზოგისთვის შეიძლება... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
kato_Bato
ციტატა ახლა ვკითხავ, ქუჩაშI იყიდა თუ ტაძარში. ეჰ რა მნიშვნელობა აქვს. ორივეგან ბიზნესია. ლესელიძეზე ჩავლა არ მინდა ხოლმე. ლამის ყველა მაღაზია საეკლესიო მაღაზიად გადაიქცა. მერე წარწერები "ხატები საბითუმოდ", როგორია? მე მაგალითად გული მწყდება ამ ყველაფერზე, რადგანს აეკლესიო ნივთებით ვაჭრობა ერთ-ერთ მომგებიან ბიზნესად აქციეს ლამის. დამოკიდებულება მახინჯდება ძალიან ამს აეკლესიო ნივთების მიმართ. ხატი მაშინაა ძვირფასი ადამიანისთვის, როცა მას შინაგანად გრძნობს, უყვარს მასზე გამსოახული და ცდილობს მას მიბაძოს, და არა იმ მხრივ ძვირია თუ იაფი. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი